კარფურის გენერალური დირექტორის, ჯან ლუი კლარის პასუხი...
14:24 19.12.2012
["პრესა.ჯი"]
„პრესა.ჯი“-ზე გამოქვეყნებული სტატიის („კარფური იტყუება“) შესახებ წერილი გამოგვიგზავნა „კარფურის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ჯან ლუი კლარიმ... გთავაზობთ ბატონი ჯანის წერილს, სრული სახით...
კარფურის გენერალური დირექტორის, ჯან ლუი კლარის პასუხი
ფასის სხვაობა
ფასის სხვაობის ფაქტი ყველგან და ყოველთვის შეიძლება დაფიქსირდეს ბარკოდის სისტემის არსებობის დღიდან.
ფასის სხვაობა ორნაირი შეიძლება იყოს, იმაზე უფრო დაბალი ან მაღალი რაც თაროზე ფიქსირდება
ფასის სხვაობა ძირითადად ფიქსირდება როდესაც კლიენტი იღებს ნივთს და უნებლიედ სხვაგან გადაადგილებს
ასევე ფასის სხვაობის ერთ-ერთი მიზეზი თანამშრომლის მექანიკური შეცდომაც შეიძლება იყოს
რას აკეთებს კარფური ფასის სხვაობის პრობლემის გადასაჭრელად:
სპეციალური ჯგუფი ყოველდღე ამოწმებს ფასებს გასაყიდ ტერიტორიაზე ( ამჟამად 36,000 გასაყიდი )ნივთია.
ერთი ჯგუფი კი ასწორებს შეცდომებს სალაროსთან
თუ კლიენტი აღმოაჩენს ფასის სხვაობას ჩვენ იმ წუთას ვცდილობთ გავარკვიოთ სხვაობის მიზეზი და კარფურის შეცდომის შემთხვევაში
დავუბრუნოთ მას საჭირო ნივთი ან თანხა (ყველა ამ პროცედურას შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეულ სალარო აპარატთან).
გვერდი FACEBOOK-ზე
ყველა მომხმარებელს 48 საათის განმავლობაში გაეცემა პასუხი დასმულ კითხვაზე. ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს.
„დამფინგი“
ზოგი ამბობს რომ ჩვენ „დამფინგს“ ვაკეთებთ
ყველა ფასი რომელიც დაწესებული გვაქვს პროდუქტზე, განხილულია თითოეულ მომწოდებელთან და შეთანხმებულია რა თქმა უნდა მხოლოდ მათ სასარგებლოდ.
საახალწლო ფასები
ჩვენ ბერჯერ გვკითხეს ვაპირებთ თუ არა ფასების გაზრდას საახალწლოდ. პასუხი მხოლოდ ერთია „არავითარ შემთხვევაში“. კარფური ცდილობს პირიქით მოლაპარაკებებზე წამოიყვანოს მომწოდებლები
ჩვენი მიზანია, რომ კარფურში ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის ის, რაც სხვაგან მიუწვდომელია.
წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ ჩვენნაირი სიდიდის კომპანია ყოველ დღე თვალყურს ადევნებს ბაზარზე არსებულ ფასებს და მუდმივად ატარებს შიდა კვლებვებს. ამ კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს გითხრათ რომ ნოემბერში კარფურში საშუალოდ 1,6%-ით დაბალი ფასები იყო ვიდრე ოქტომბერში.
ჩვენი მიზანი არ ითვალისწინებს მომხმარებლის მოტყუებას.
გმადლობთ,
კარფურის გენერალური დირექტორი:
ჯან ლუი კლარი
იხილეთ სტატია, რომელიც "პრესა.ჯი"-ზე გამოქვეყნდა
http://presa.ge/new/?m=bp&AID=19899