თინათინ ბოკუჩავა: "ემიჯნება თუ არა წულუკიანი მამის მიერ გამოტანილ 20 სასიკვდილო განაჩენს"
09 იანვარი 15:510
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი მამის, ავთანდილ წულუკიანის შესახებ ისაუბრა.
„საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოდის და გამუდმებით აგრესიულად გვესაუბრება ჰუმანურობაზე, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს სად გადის ზღვარი და ემიჯნება თუ არა თავისი მამის სისხლიან წარსულს“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ბოკუჩავა აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც საქართვლოში აიკრძალა სიკვდილით დასჯა, წულუკიანის მამამ უარი განაცხადა მოსამართლის გამოცდის ჩაბარებაზე, შემდეგ შევარდნაძის მთავრობამ შეაფარა პროკურატურაში, სადაც რამდენიმე წელი მოღვაწეობდა, როგორც პროკურორი და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ის გაანთავისუფლეს თანამდებობიდან ქრთამის აღების გამო.
ბოკუჩავა დაუზუსტებელი ინფორმაციით აცხადებს, რომ ავთანდილ წულუკიანი არის „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომელიც მუშაობს სასამართლო რეფორმაზე.
„არსებითი არის ის, თუ არა თეა წულუკიანი ავთანდილ წულუკიანისგან პირად რჩევებს, ადამიანისგან რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მოსამართლე. ჩემთვის სამწუხარო იქნება, თუ ის საკუთარი მამის 20 სასიკვდილო განაჩენში ვერაფერ უსამართლობას ვერ ხედავს“,-
წყარო:http://news.ge/ge/news/story/42204-tinatin-bokuchava-emijneba-tu-ara-tsulukiani-mamis-mier-gamotanil-20-sasikvdilo-ganachens
* * *
http://news.ge/ge/news/story/42204-tinatin...vdilo-ganachens