აშკარად დავიბენი.
რამდენი იუზერიცაა - იმდენი განსხვავებული აზრია.
ზოგი პროსტა იგინება.
ზოგი პროსტა აპრავებს.
ზოგს ფეხებზე ჰკიდია იუნესკო.
არაა აქ სანდო ხალხი, გამონაკლისის გარდა.
ვიწყებ დამოუკიდებელ კვლევას - სხვა რა გზაა...
მაშ ასე:
http://whc.unesco.org/en/list/ეს ბმული ამ თემაში ბევრჯერ დაიდო - სულ ერთად იყვნენ ბაგრატი და გელათიო.
მართლაც, 2012 წლისათვის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში საქართველოდან სამი კულტურული ძეგლია, რომელთაც მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი განიხილავს როგორც გამორჩეული უნივერსალური ღირებულების მქონეს.
- ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი
- მცხეთის ისტორიული ძეგლები
- ზემო სვანეთი
ეს ობიექტები სიაში 1994 წელს შეიტანეს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-18 სესიაზე.
აქედან ორი:
-მცხეთის ისტორიული ძეგლები
- ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი
იუნესკომ შეიტანა განადგურების საფრთხეში მყოფი ობიექტების სიაში, 2009 და 2010 წლიდან, შესაბამისად.
რა საფრთხე დაემუქრათ აღნიშნულ ძეგლებს მაინცდამაინც ამ წლებში, ჩემთვის უცნობია.
შემდგომში მოვლენები ასე განვითარდა... რამდენიმე მომენტი გავიხსენოთ:
ნინო თოფურიძე, netgazeti.ge
"ბაგრატის ტაძარი იუნესკოს კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს. ასეთია წინასწარი შეფასება, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილება...
36-ე სესიისთვის მომზადებული წინასწარი დასკვნის შესაბამისად, 2011 წლის ნოემბრის მოლაპარაკებების საფუძველზე, იუნესკომ საქართველოს მთვარობას სარაბილიტაციო გეგმაზე უარი უთხრა და ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აკრძალა.
მიუხედავად აკრძალვისა, ბაგრატის ტაძარზე აღდგენითი სამუშაოები მაინც დაიწყო. იუნესკოს წინასწარ დასკვნაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია იმ გეგმის თანხმად განაგრძო, რომელზეც უარი ეთქვა:
”ქართულმა მხარემ პატივი არ სცა და არ გაითვალისწინა დაწესებული შეზღუდვა და გააგრძელა სარეაბილიტაციო სამუშაოები. მაშინ, როცა სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებული ჰქონდა, ქართულმა მხარემ სარეაბილიტაციო გეგმის მეორე სამუშაო ვარიანტი წარმოადგინა 2012 წლის 31 მაისს”....
”ბაგრატის ტაძარი იმ დონეზე შეიცვალა, რომ დაირღვა მისი ავთენტურობა და ის ვეღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რისთვისაც შეტანილი იქნა დაცული ძეგლების ნუსხაში,” - წერია იუნესკოს წინასწარ შეფასებაში.
იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის წინასწარი გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარი საფრთხეში არსებული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში უნდა შევიდეს.
ქართული მხარის განხცხადებით, ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები ბოლომდე იქნება მიყვანილი, ტაძრის გახსნა კი შემოდგომისთვისაა დაგეგმილი."
როგორც იცით, ტაძრის რესტავრაცია დამთავრდა და გაიხსნა კიდეც.
და სულ ბოლო, ცინცხალი ამბები (ambebi.ge)
"ბაგრატის ტაძარმა შესაძლოა, "იუნესკოს" მფარველობა დაკარგოს, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორ ფრანჩესკო ბანდარინისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა....
მინისტრის მოადგილის განმარტებით კი, "იუნესკოს" მფარველობაში ბაგრატის შესანარჩუნებლად კომპრომისულ ფორმას ეძებენ....
იუნესკოს" ექნება მცდელობა, რომ ელეგანტური ფორმით მოხდეს ახალი საზღვრების დადგენა გელათის ნომინაციაში, სადაც ბაგრატი შესულია არქეოლოგიური ძეგლის სტატუსით. შეეცდებიან, გაკეთდეს ისე, რომ ბაგრატზე მახვილი აღარ დაისვას და ძეგლის სტატუსი გელათმა და მისმა მიმდებარე ტერიტორიამ იტვირთოს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბაგრატიც იქნება მოქცეული."
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იუნესკოს მორიგი სესიის შემდეგ, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იქნება ისევ სამი ობიექტი:
- გელათის მონასტერი
- მცხეთის ისტორიული ძეგლები
- ზემო სვანეთი
"სულ ესაა" განსხვავება. მიშასაც გაუმართლა, ერსაც, მრევლსაც, კალისტრატესაც, ტრიფონიასაც.
ერთი ეგ არის რო, ცოტა შევრცხვით იუნესკოსთან,
იმიტომ, რომ
Грузия ратифицировала Конвенцию об охране всемирного культурного и природного наследия 4 ноября 1992 года
ანუ, ხელი გვაქვს მოწერილი კონვენციაზე, რაც კულტურული და ბუნებრივი მამკვიდრეობის
დაცვას და მოვლას გვავალდებულებს.
ცივი წყალი დალიოს მაგ იუნესკომ კიდე რა უფ.
This post has been edited by crocodile on 9 Jan 2013, 20:22
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)