რა გენჩლერბირლიგია
აი საქმეები, რომლებზეც დადგა სასჯელის უმაღლესი ზომა განაჩენის სახით იმ დროის კანონმდებლობით!
აიღეთ რომელიმე და თქვით რომ უმაღლეს ზომას არ იმსახურებდა
ე.წ. დახერხილი გვამების საქმე (სისხლის სამართლის 19-190, 104, 238 მუხლები)
ი.კ. იყო თანამდებობის პირი. ის დაპირდა ორ მოქალაქეს, რომ გამოატანინებდა 250 ათასი დოლარის ოდენობის სახელმწიფო კრედიტს ბანკიდან, თუკი ისინი მანამდე გარკვეულ თანხას მისცემდნენ მას ზემდგომი თანამდებობის პირებისათვის გადასაცემად. ამ გზით, მან ორ მოქალაქეს გამოსძალა 2500 დოლარი და მიითვისა. იგივე სქემით, ი.კ-მ კიდევ ორ მოქალაქეს გამოსძალა 5200 დოლარი და მიითვისა.
ამის შემდეგ, მოტყუებული მოქალაქეების ორი წარმომადგენელი შეხვდა ი.კ-ს დედამისის ცარიელ ბინაში, სადაც გაიმართა მოლაპარაკება ფულის დაბრუნების შესახებ, ვინაიდან სახელმწიფო კრედიტი გამოტანილი არ იყო. იცოდა რა, რომ ფულს ვერ დააბრუნებდა, ი.კ-მ გადაწყვიტა მოეკლა ეს პირები. მან მაკაროვის იარაღით ზურგში ესროლა ორივეს, რის შემდეგაც პირველს დანით მიაყენა 53 ჭრილობა, ხოლო მეორეს 33. ამის შემდეგ, მან ორივე გვამი მიაბა რადიატორზე ქამრებით. საღამოს, შინ მისულმა უამბო დედას რაც გააკეთა. მეორე დღეს, დედა-შვილი მივიდნენ ბინაში, სადაც გვამები იყვნენ და დანისა და ლითონსაჭრელი ხერხების მეშვეობით ორივე გვამს მოახერხეს თავები, ზემო და ქვემო კიდურები, ჩააწყვეს ბრეზენტისა და ცელოფნის პარკებში და გაამზადეს გადასაყრელად. დედამ ბინა გაწმინდა. ამის შემდეგ, ი.კ-მ თავები წაიღო და დამარხა სასაფლაოზე. შემდეგ დაურეკა თავის მეგობარს, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და სთხოვა ამ ორგანიზაციის მანქანა ნაგვის გადასაყრელად. მეგობარი და მისი კოლეგა ორგანიზაციის სპეციალური ნიშნებით აღჭურვილი მანქანით მივიდნენ ი.კ-თან დასახმარებლად. დედა-შვილმა მოიყვანა ორი მუშა, რომლების მეშვეობითაც პარკები ჩააწყვეს მანქანაში და ქალაქ გარეთ ერთ-ერთ ხევში გადაყარეს. გზაში, ერთ-ერთმა მუშამ იკითხა, თუ რატომ ჰქონდა ნაგავს ასეთი სუნი, რაზეც ი.კ-მ უპასუხა რომ გაფუჭებული ჰუმანიტარული ხორცი იყო.
1996 წლის 24 მაისს, განიხილა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეისწავლა მოწმეთა, მათ შორის თვითმხილველების ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, უზენაესის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მოსამართლე წულუკიანის თავმჯდომარეობით არ მიიჩნია დადგენილად, რომ მეგობრებმა და მუშებმა რაიმე იცოდნენ დანაშაულის შესახებ. რაც შეეხება ი.კ-ს დედას, მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ი.კ-ს, იმ ორ არჩევანს შორის, რომელსაც იძლეოდა მაშინდელი კანონი - 15 წელი პატიმრობა ან სასჯელის უმაღლესი ზომა, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა.
კორნელი ჩალაძის მკვლელობის საქმე (სისხლის სამართლის კოდექსის 104, 238 მუხლები)
გ.გ. იყო შსს თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაიდინა თავისი ხელმძღვანელის, შსს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის - კორნელი ჩალაძის განზრახი მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მის ხელთ უკანონოდ არსებული რევოლვერის მეშვეობით. გ.გ. თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევდა მას შემდეგ, რაც, ერთ-ერთ თათბირზე, მას და მისი განყოფილების თანამშრომელს კ. ჩალაძემ უვარგისები უწოდა. ის არაერთხელ დაუდარაჯდა კ. ჩალაძეს მისი მოკვლის მიზნით, მაგრამ ვერ მოახერხა. ერთხელ, დაიგულა რა კ. ჩალაძე მარტო კაბინეტში, შევიდა მასთან, დაუწყო საქმის გარჩევა და სამი ტყვია დაახალა თავში.
სასამართლოს წინაშე, გ.გ. ამტკიცებდა, რომ მას უფროსი მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით კი არ მოუკლავს, არამედ ღირსების დამცირებისათვის შურისძიების გამო.
1996 წლის 18 დეკემბერს, განიხილა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეისწავლა მოწმეთა, მათ შორის თვითმხილველების ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, უზენაესის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მოსამართლე წულუკიანის თავმჯდომარეობით დაადგინა, რომ გ.გ.-მ ჩაიდინა სამართალდამცავი ორგანოს ჩინოსნის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - გარდაცვლილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გ.გ-ს, იმ ერთადერთ არჩევანს შორის, რომელსაც იძლეოდა მაშინდელი კანონი, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა.
კ.გ.-ს საქმე (სისხლის სამართლის კოდექსის 104.9 მუხლი)
კ.გ-მ, მანამდე ექვსჯერ ნასამართლევმა, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, 1993 წელს ჩხუბი აუტეხა თავის ღვიძლ ბიძაშვილს ა.გ-ს და, იყო რა მთვრალი, ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო დიდი საოჯახო დანა და ა.გ-ს ჯერ სახის, შემდეგ კი მუცლის არეში ორჯერ დაარტყა. ამის შედეგად ა.გ-მ მიიღო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები მარცხენა ფერდქვეშ და მარჯვენა ბოქვენის მიდამოში, ნაწლავების დაზიანებით, აგრეთვე შუბლის არეში ნაკვეთი ჭრილობა და ცხვირის, ყვრიმალისა და მარცხენა ხელის მტევნის არეებში დაჟეჟილი ჭრილობები. ა.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლოდ კ.გ. მიიმალა. ის იმ დღესვე იქნა დაკავებული. დაკავებისას, მას თან ჰქონდა დანაშაულის იარაღი, რითაც, როგორც თავად აღნიშნა, იმ დღეს ჩალა დაუჭრა საქონელს.
განიხილა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეისწავლა მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, უზენაესის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მოსამართლე წულუკიანის თავმჯდომარეობით დაადგინა, რომ კ.გ-მ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პირადი უსიამოვნების ნიადაგზე საოჯახო დანის რამდენჯერმე დარტყმით ჩაიდინა ა.გ-ს განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
1993 წლის 10 აგვისტოს განაჩენით კ.გ. განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად იქნა ცნობილი და, იმ ორ არჩევანს შორის, რომელსაც იძლეოდა მაშინდელი კანონი - 15 წელი პატიმრობა ან სასჯელის უმაღლესი ზომა, მას მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა.
ს.ჩ.-ის საქმე (სისხლის სამართლის კოდექსის 152.2, 104.6, 104.7, 212 მუხლები)
ს.ჩ-მ, მანამდე ხუთჯერ ნასამართლევმა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულმა ბოლო საქმეზე, ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული პირობითი ვადის გასვლამდე.
კერძოდ, 1993 წელს, ს.ჩ. ნასვამ მდგომარეობაში თავს დაესხა ღამით თავის საცხოვრებელ სახლში 76 წლის მარტოხელა მოხუც მეზობელს - თ.ე-ს, რომელსაც, ხელმოკლეობის გამო, ელექტრომავთულები ჰქონდა შინ გადაჭრილი და უშუქოდ ცხოვრობდა. მძინარე მოხუცს ხმაურზე გამოეღვიძა და დაინახა ს.ჩ, რომელმაც მას მოსთხოვა ფული ძალადობისა და მოკვლის მუქარით. როცა მიიღო უარი, ს.ჩ-მ მოხუცს დაუწყო ცემა და უმოწყალოდ ურტყამდა 30 წუთის განმავლობაში. ასაკის გამო, მოხუცი ვერ უწევდა წინააღმდეგობას. ცემისა და წამების შედეგად, მოხუცმა მიიღო შემდეგი დაზიანებები - კეფის, ნიკაპის, მარცხენა თვალისა და მარცხენა ხელის მტევნის არეებში 6 ნასკდომი ჭრილობა, მრავლობითი ნაკაწრები და ნაჭდევები მთელს ტანზე, თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ სისხლჩაქცევა, თავის ტვინის რბილ გარსებში სისხლჩაქცევები, თავის ტვინის პარკუჭებში სისხლჩაქცევები, მარცხენა მხარეს 8 ნეკნის მოტეხილობა, მარჯვენა მხარეს 5 ნეკნის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები ნაწლავებზე. თ.ე. ადგილზევე გარდაიცვალა. ს.ჩ-მ გაიტაცა მისი ხელჩანთა, რომელშიც მან მოგვიანებით ფული ვერ აღმოაჩინა.
განიხილა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეისწავლა მოწმეთა, მათ შორის თვითმხილველების ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, უზენაესის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მოსამართლე წულუკიანის თავმჯდომარეობით დაადგინა, რომ ს.ჩ-მ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა განზრახი მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე და ეს გააკეთა განსაკუთრებული სისასტიკით, რათა გაეადვილებინა მოკლულის ქონებაზე დაუფლების განზრახვის ასრულება.
1994 წლის 24 თებერვლის განაჩენით, იმ ორ არჩევანს შორის, რომელსაც იძლეოდა მაშინდელი კანონი - 15 წელი პატიმრობა ან სასჯელის უმაღლესი ზომა, ს.ჩ.-ს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა.
რ.გ-ს საქმე (სისხლის სამართლის 238.1, 238.2, 238.3, 238.4, 228.2, 228.3, 207-1.2, 104.2, 104.3 და 104.6 მუხლები)
რ.გ-მ, მანამდე ორჯერ ნასამართლევმა, ჩაიდინა რამდენიმე განზრახი დანაშაული.
სხვა ბევრ ეპიზოდს შორის, რ.გ. შეიარაღებული მიიჭრა პურის საცხობში, სადაც იმავე დილით იყიდა 40 პური თითო 500 კუპონად და დაუწყო ჩხუბი საცხობის გამგეს იმ მოტივით, რომ თითქოს მას გამოართვეს ზედმეტი ფული თითო პურში. აუტეხა რა ჩხუბი გამგეს, რომელიც თავს იმართლებდა და აჩვენებდა მერიის განკარგულებას პურის საცალო ფასთან დაკავშირებით, რ.გ.-მ ავტომატის ჯერი მიუშვა საცხობზე, რის შედეგადაც მოკლა მისი გამგე და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის წინაშე დააყენა საცხობის სხვა თანამშრომლები. რ.გ., ავტომატის დამიზნებით დაემუქრა რა საცხობის მცველ პოლიციელებს და გააღებინა ჭიშკარი, ადგილიდან მიიმალა, მაგრამ ის რამდენიმე წუთში იქნა დაკავებული, რა დროსაც მანქანაში აღმოაჩნდა ტყვიამფრქვევი 870 საბრძოლო ვაზნით, ავტომატური იარაღი, რამდენიმე მჭიდი და 100-მდე ვაზნა.
1994 წლის 21 მარტს, განიხილა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეისწავლა მოწმეთა, მათ შორის თვითმხილველების ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, უზენაესის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მოსამართლე წულუკიანის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა, რომ რ.გ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, ბოროტი ხულიგნობა იარაღის გამოყენების გარეშე, ბოროტი ხულიგნობა იარაღის გამოყენებით, წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელებისადმი, რასაც თან სდევდა ძალადობის გამოყენების მუქარა და მათი იძულება ძალადობის გამოყენების მუქარით შეესრულებინათ აშკარად უკანონო მოქმედება, განზრახი მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის.
იმ ორ არჩევანს შორის, რომელსაც იძლეოდა მაშინდელი კანონი - 15 წელი პატიმრობა ან სასჯელის უმაღლესი ზომა, რ.გ-ს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა.
კ.ჭ-ს საქმე - 1997 წლის 16 იანვრის განაჩენი, 3 პირის განზრახ მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით და 4 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ცეცხლსასროლი იარაღითა და ნაჯახით.
ზ.ქ-ს საქმე - 6-ჯერ ნასამართლევი მანამდე, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის. 1997 წლის 3 იანვრის განაჩენი, განზრახ მკვლელობისათვის განსაკუთრებული სისასტიკით. 19 ჭრილობა დანით საკუთარ მეუღლეზე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
გ.ზ-ს საქმე - წარსულში ნასამართლევი. 1995 წლის 10 აგვისტოს განაჩენი განზრახ მკვლელობისათვის განსაკუთრებული სისასტიკით. მან ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარ მეუღლეს ნაჯახით მიაყენა ნაჩეხ-ნაპობი 26 ჭრილობა და ნაკვეთი 18 დაზიანება. მეუღლის კივილი რომ დაეფარა, მან მას პირი თივით ამოუტენა. ქალი ადგილზევე გარდაიცვლა ტრამვულ-ანემიური შოკისაგან განვითარებული მრავლობითი მოტეხილობისა და ჭრილობებისაგან.
This post has been edited by Jimmu Tenno on 9 Jan 2013, 21:06
მოდი ახლა სტომატოლოგიაში გამეჯიბრე და გაჩვენებ შენი ინტელექტუალობა სადამდე გაქაჩავს
㋡
ციხის ნადზორებს მე ლიჩნა არ ვესაუბრები როგორც თანასწორს , ეგეთი მსოფლმხედველობა მაქვს (C) მაკიაველი