ალასანიასთვის ჯერ ადრეა პრეზიდენტობა, ჯობია მთავრობაში მუშაობით მეტი გამოცდილება დააგროვოს და ჯერ რომელიმე არჩევნებში მაინც გაიმარჯვოს.
რაც შეეხება ხმალაძეს, პრეზიდენტობის ძალიან მწიფე ასაკი აქვს, კონსტიტუცირ სამართალშიც ერკვევა მაგრამ არ აქვს სახელმწიფო მეთაურისთვის საჭირო ავტორიტეტი, ჩამოაშორეთ ხმალაძეს კანონმდებლობის ცოდნა და მისგან დარჩება, ალბათ მხოლოდ ერთი კარგი ადამიანი, მაგრამ არა ლიდერი.
ქვეყანას კიდევ ლიდერი სჭირდება პრეზიდენტად, თუნდაც იმ უფლებების გამოსაყენებლად რომელიც დარჩა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ლიდერი უნდა იყოს და მთავრობის გადასაწონი პიროვნული ავტორიტეტი უნდა ჰქოდეს, ხმალაძის ბიოგრაფიაში არ არის ამგვარი თვისებები, სეიძლება ის გუნდის კარგი წევრია მაგრამ არა მეთაური, ამიტომ ხმალაძის პრეზიდენტობას მხარს არ ვუჭერ.
დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიდამ ყველაზე მისაღებ კანდიდატურად სალომე ზურაბიშვილი მგონია, მიუხედავად იმისა რომ შვილის ნათლუილზე იყო დაქორწინებული, მიუხედავად იმისა რომ პუტჩისტობდა 1991-92 წლებში, მიუხედავად იმისა რომ სიმღერა დზიალოგზე არ გამოუვიდა

მხარს ვუჭერ იმიტომ რომ საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს და რაც მთავარია ეს გამოცდილება არ დაუგროვებია საბჭოთა კავშირში, არის დამოუკიდებელი პიროვნება და არ წარმოადგენს ,,ქართული ოცნების'' მარიონეტს.
This post has been edited by nioradze on 10 Jan 2013, 13:46