ძალიან კარგი, მაგრამ ის რაც გვერდის შემქმნელებს უწერიათ დეგაზე მისი სურათის ქვემოთ, არ ქაჩავს არანაირად სს საქმის აღძვრაზე...
არაა იქ დანაშაულის ნიშნები(ჩემის აზრით)...
თან მოგეხსენებათ მუხლი, რომელიც ზოგადად ცილისწამებაზე ითვალისწინებდა სასჯელს სს კოდექსიდან საერთოდ ამოღებულია ...
რაც შეეხება, ფორუმული ნიკის და კონკრეტული სახელისა და გვარის გაიგივებას, კი ბატონო, არაა ლამაზი საქციელი, მარა სს წესით დასჯადობაზე ქაჩავს ვითომ ?
არა მგონია.
აგერ უკვე მეათედ გადავიკითხე ეგ გვერდი, მარა ვერაფერი ვნახე ხელმოსაჭიდი...
სხვა ამბავია კომენტებში თუ არის პირდაპირი მუქარები, მაგრამ მანდაც ძალიან გაჭირდება საქმე...
რაც შეეხება სამოქალაქო წესით დავას, აქაც გარკვეული პრობლემებია:
1. ვის წინააღმდეგ უნდა შეიტანოს სარჩელი, მაგ ფეიჯის შემქმნელები ხომ ინკოგნიტოები არიან.
2. რომც გამოიკვეთოს ის ხალხი, ვინც ეს გვერდი შექმნა, ხომ უნდა იცოდეს, მოსარჩლემ, რომ საქმის სამოქალაქო გადაწყვეტას მრავალი თვე (შეიძლება წელიც) კი დასჭირდება თან კაცმა არ იცის, საქმე როგორ დამთავრდება.
რაც შეეხება პრესა ჯის, გასაგებია ამაზრზენი კანტორაა, მაგრამ პირველადი ხომ ის ფეისბუკის ფეიჯი იყო, ისენი ყოველთვის იტყვიან, ჩვენაო, ბატონო, თავისუფალი პრესა ვართო და კონკრეტულ გვერზე დაყრდნობით და მითითებით გავავრცელეთ ინფორმაციაო და ათას სხვა ბლუწუნს მოჰყვებიან....
ასე რომ, რა პრობლემაა - რო მოვინდომო, მეც შევაგულიანებ, მიდი, ბიჭებო, იჩივლეთ, დედა უტირეთ ურჯუკებს თქვა, მარა კაცმა მიახლოებით მაინც ხო უნდა იცოდეს თავისი საქმის პერსპექტივა...
და რატომ უსახავს მაგ ფეიჯზე მოხვედრილებს ზოგიერთი ესე იოლად საქმის პერსპექტივებს, ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია...
პ.ს.
ასეთი ტიპის საქმეები რომ გარკვეულ სირთულეებს შეიცავს და ფრიად უპერსპექტივოებიც სჩანან, უზერი კარდუს მაგალითიდანაც ცხადი ხდება, იმიტომ რომ ეგრე ადვილი რომ ყოფილიყო ეგ საქმე, ნასარიძეს კარგა ხნის დასაწყობებული ვეყოლებოდით ფორუმის მოზრდილი ნაწილი სხადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...
This post has been edited by chombe on 11 Jan 2013, 12:23