სპორტს რა დამავიწყებს კაცო. ჩემი ტკბილზე ტკბილი მოგონებები უმეტესწილად სწორედ მას უკავშირდება

სპორტი ისევ ამ ჰასუდარსტვენიკ-ხალხოსნებს ავიწყდებათ და თუ ახსენდებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯანმრთელი მუშახელი და ჯანსაღი არმია ჭირდებათ დიადი სახელმწიფო მიზნებისათვის

სპორტის სახეობების სავალდებულო სასკოლო საგნებად ქცევა ვერ შეუწყობს ხელს მათ პოპულარიზაციას. უფრო პირიქით - ამ საგნებსაც ისევე საძულველად აქცევს, როგორც ქიმიას მაგალითად

ბავშვს თუ ფეხბურთი უყვარს, ნება მიეცი, ბურთი აგოროს, ჭოკით ხტომას კი ნუ აიძულებ
სპორტის პოპულარიზაციის ერთადერთი გზა სპორტული თავისუფლებაა, ეს ფიზრა კი ისევ იმ წყეული საბჭოთა გეგმიური აზროვნების გადმონაშთია, გეგმიური საზოგადოების შექმნა რომ ჰქონდა უმთავრეს მიზნად
This post has been edited by ოცეოლა on 10 Jan 2013, 23:03
კაპიტალისტური სამყარო ასეა მოწყობილი ბუნებას ხეებს ჩიტების ჭიკჭიკს ჩაანაცვლებს ბეტონი და მშენებლობა საიდანაც გაკეთდება ფული - FRIDRIX