ა, რა მემკვიდრეობა ერგო

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე დღეა იმ პარფიუმერიას, მამაკაცისა და ქალის ასობით ჩექმას, გასაჯურ და სახის კრემებს, მამაკაცის ჯინსის პერანგებს, თმის კონდიციონერებს, აბაზანის საწმენდ სითხეს, ოთახის აეროზოლებს, ტანის პუდრას და სხვა უამრავ საქონელს ეძებს, რომელიც 2012 წლის 15 ივნისს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შიდა ქართლის გუბერნატორს გადასცა. საქმე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებას, რომლის საერთო ღირებულება 202 283 ათასი ლარია.
,,სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციას (გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში) უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული დანართ #1-ში მითითებული ქონება” – წერია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსის ზურაბ უბირიას #1225 ბრძანებაში.
საქონელი და პროდუქტის ჩამონათვალი 6 გვერდზეა დატანილი. 19 ივნისს გუბერნატორმა ის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადასცა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კი ტურისტულ ცენტრს ,,ტონთიოს”. ,,ტონთიოში” მისულ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ დირექტორი მიხეილ ცერვაძე, რომელიც ამავე დროს საკრებულოს წევრია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურში არ დადის. ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებში არ ფიქსირდება, თუ რა მიზნით გადასცა ფინანსთა სამინისტრომ შიდა ქართლის ხელისუფლებას აღნიშნული საქონელი.
ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია და მდიდარი, გთავაზობთ ძირითად მასალებს:
1. კოლგოტკები – რაოდენება – 9 112; ერთი ცალის ფასი – 0, 75 ლარი;
2. ქალის ფეხსაცმელი – რაოდენობა – 143; წყვილის ფასი 11 ლარი;
3. თვალის საცხი ბრჭყვიალა; რაოდენობა – 11 520; ცალის ფასი 0,5 ლარი;
4. ბიუსჰალტერი (სინთეთიკა) – რაოდენობა 805; ცალის ფასი 3 ლარი;
5. გასარუჯუ კრემი ,,ნივეა” (ფეხის); რაოდენობა 79; ცალის ფასი 1 ლარი;
6. გოგოს ტრუსი (ბამბა); რაოდენობა რაოდენობა 202; ცალის ფასი 1 ლარი;
7. სახის გამამკვრივებელი კრემი ,,ოლეი”; რაოდენობა რაოდენობა 314; ცალის ფასი 0,7 ლარი;
8. ჩულქების ჩასადები; რაოდენობა 83; ცალის ფასი – 0,5 ლარი;
9. ტანის კრემი (უეცერინ); რაოდენობა 57; ცალის ფასი – 1 ლარი;
10.ტანის ლისიონი (ნივეა); რაოდენობა 186; ცალის ფასი – 4 ლარი;
11.ქალის ქუსლიანი ფეხსაცმელი ხელოვნური ტყავით . რაოდენობა 245; წყვილის ფასი – 15 ლარი;
12. სახის გამწმენდი სითხე, ტონიკი; რაოდენობა 483; ცალის ფასი 2 ლარი;
13. თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება ,,ოლეი”; რაოდენობა 5 826; ცალის ფასი – 0,3 ლარი;
14. ქალის ელასტიკი; რაოდენობა 7; ცალის ფასი 1 ლარი;
15.ლორეალის პომადა; რაოდენობა 102; ცალის ფასი – 3 ლარი;
16. ტოპი ქალს; რაოდენობა 120; ცალის ფასი – 3 ლარი;
17. ტანის პუდრა – რაოდენობა 18; ცალის ფასი 2 ლარი და ა.შ.
ასეთი სულ 202 ჩამონათვალია, სადაც შედის მაისურები, ბოტასები, სარეცხის საშუალებები, სავარცხლები, შამპუნები, შორტები და ა.შ.
http://qartli.ge/web/9783