გეთანხმები. მერე? ვერ მიხვდი თუ გაატარე?

კარგი, მაშინ უფრო კარგად აგიხსნი.
ზოგი როგორ მალავს და ზოგი როგორ. ვისაც როგორ გამოსდის.
გეების უდიდი ნაწილი ორიენტაციას არ მალავს.
მას ნათქვამი აქვს სულ მცირე მეგობრებისთვის მაინც.
შეიძლება ოჯახში არ თქვას, მაგრამ მეგობრებს აუცილებლად ეტყვის.
უცხო ხალხისთვის თქმას კი რა აზრი აქვს, ან რა საჭიროა, ქუჩაში ხომ არ იყვირებს? ჰეტერო ხომ არ იძახის უცხოებთან ჰეტერო ვარო?
ორიენტაციას მალავს გეების სხვა კატეგორია და აგიხსნი რომელიც

ესენი არიან მამაკაცები, განსაკუთრებით ისეთ გარემოში გაზრდილები, სადაც ბავშვობიდან ჩოხას აცმევდნენ, პატარა ყანწით აჩვევდნენ სუფრაზე ღვინის დალევას და "ქართველობის" არდაკარგვას, ჰყავს ცოლი (მუდამ დიეტაზე მყოფი), შვილები (მამას გოგუცუნა და მამაშ კაჩი), კარგი მოქეიფეა და... ჰოი საოცრებავ მოსწონს მამაკაციც.
და აწუხებს ეს სიტუაცია. ეშინია მეგობრების, საზოგადოების, თანამშრომლების რეაქციის და სულ ფიქრობს "ვაიმე, რომ გაიგონ რა იქნება მერე".
ეს კატეგორია "მე მაგათი დედა ჩემეეე", "ვისა ტოოო", "უნდა დაიხოცნონ ეგენიიი" და სხვა ჰომოფობიური გამონათქვამებით, გეების დაცინვით და სიძულვილის ენით ცდილობს საკუთარი ორიენტაციის დამალვას

რამდენად ახერხებს ამის დამალვას, ეგ ცალკე თემაა, რადგან ქურდს ქუდი ეწვის

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, ჰეტეროსექსუალი ხარ, დაკმაყოფილებული, გყავს მეგობარი ქალი, ღამე ეგ საქმე კარგად გამოგდის, ოჯახს უვლი, საკუთარი ბედნიერებით ტკბები და სექსუალური პრობლემები არ გაწუხებს, რატომ უნდა გადარდებდეს ვინ ვისთან და რა ფორმით დაკავდება სექსით?

ეს ფენომენი მხოლოდ საქართველოში არ არის, ბევრ ქვეყანაშია.
ფილმებსაც იღებენ ამაზე.
არსებობს ძალიან კარგი ფილმი, Handsome Harry, რომელშიც ჯარის მეგობრებს, 2 გეის შხაპში შეუსწრებენ სხვა მეგობრები და უცბად ერთი გეი მეორეს ცემას დაუწყებს (საკუთარი თავი რომ გამოიძვრინოს), იტყვის, შებმა დამიწყოო. ცემის დროს დაასახიჩრებს და მერე, სიბერეში ცდილობს დანაშაულის გამოსწორებას.
მოკლედ, თუ მაინც ვერ ჩაწვდი რა ფენომენზე ვსაუბრობ, ნახე ის ფილმი, მოგეწონება

ასე, რომ იმდენი ჰომოფობი გრუზინი გეია, ვერ დათვლი.
ძალიან ჰომოფობიურ განცხადებებსაც არ გირჩევ. ყოველთვის ეჭვს იწვევს ზედმეტი წივილ-კივილი. რომ იცოდე, ალიბი არც წივილ-კივილი, ჩხუბი, ბლატაობა, არც ცოლი, შვილები და არც კედელზე დაკიდებული ყანწებია

პს
პირადად მე ყოველთვის მეღიმება ჰომოფობებზე. საყვარლები ეგენი
This post has been edited by Sephora on 20 Jan 2013, 12:40