ჩემს პოსტებს კითხულობენ
არა , ელემენტალური დასკვნა გავაკეთე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით , რაც 80 პროცენტი საჯაროდ დევს და იმ 20 პროცენტზე დაყრდნობით , რაც მე პირადი ურთიერთობებით ვიცი ...... მერე თავის გარყევაა პატარა და დასკვნები ძალიან ადვილი დასადებია .
ვიღაცას აქ კრიმინალური ბიზნესი , კაფეს დირექტორობა გონია . წავიდა ერთი დირექტორი და მოვიდა მეორე დირექტორი ---- ეგრე არაა .
ჰასანას იმპერია ---- ეს კრიმინალური იმპერია არის , რომელიც დაფუძნებული იყო , 90 პროცენტზე პიროვნულ მომენტებზე .
ის ან დაიშლება მარტივ ნამრავლებად და მაშინ დაიწყება , მესამე კრიმინალური ომი (რაც არავის აწყობს და რომელსაც არავინ დაუშვებს ) , ამ იმპერიის ხელახლა გადანაწილებაზე . ეს არ აწყობს არც სახელმწიფოს , არც დიდ და საშუალო ბიზნეს და ეს არ აწყობს სერიოზულ კრიმინალურ ავტორიტეტებს , რომლებსაც ფერარებიდან , ბმპ-ზე გადაჯდომა მოუწევთ .
ან , უნდა მოვიდეს კაცი --- რომელიც თავისი ავტორიტეტით მოახდენს ასე თუ ისე ჰასანას (უდავოდ დიდი ფიგურის ) ჩანაცვლებას .
აი , თუ მოვძებნით ეგეთ კაცს ---- მივაგნებთ ჰასანას მკვლელობის რეალურ დამკვეთს . სიტყვა რეალური ტყუილად არ მიხსენებია . ხანდახან რეალური დამკვეთი , მანიპულირებს სხვა პირებით და ვითომ სხვა ჩანს დამკვეთად , არადა ის მხოლოდ ბრმა იარაღია სხვის ხელში .
ვის შეუძლია ჰასანას ჩანაცვლება ისე , რომ ახალი ომი არ დაიწყოს ....ასეთი ფიგურები არის ძალიან ცოტა .....
1. ლაშა შუშანაშვილი
პლიუსები ----- ის ისედაც მოიაზრებოდა ჰასანას მარჯვენა ხელად , მას კარგად იცნობენ ჰასანას კლანში , მას აქვს ავტორიტეტი კრიმინალურ სამყაროში .
მაგრამ მას აქვს მინუსები , მას პრობლემები აქვს როგორც ტარიელ ონიანთან , ასევე ე.წ. ნეიტრალებთან . ამ ორ ძალიან საშიშ დაჯგუფებებთან სიტუაციის დამრეგულირებელი ლაშა შუშანაშვილი ვერ შეძლებს , გამორიცხულია . ლაშა რუსტავსკი მაგარი იყო , როგორც მეორე (როდესაც უკან ჰასანა და იაპონჩიკა ყავდა) , როგორც პირველმა , არა მგონია ლაშამ გაქაჩოს . პირველ რიგში ეს ლაშამ თვითონ იცის და ამ სისულელეზე , მილიარდების მომტან ტოტს არ მოჭრიდა .
რაც მთავარია ----- ლაშა არასდროს არ ყოფილა მიღებული მოსკოვის (რუსეთის ) პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში . მას არ აქვს ჰასანას პოლიტიკური კავშირები . არასდროს ჰასანამ ის არ მიუშვა ამ ბერკეტებთან . ამ კავშირების გარეშე კი ლაშა ტრუპია .
აქედან გამომდინარე მას არ აწყობდა , ამიტომ თამამად შეიძლება გამოირიცხოს .
2. მირონი ------ დიმა ჭანტურია , ჰასანას ნათესავი . უფრო ბიზნესმენი ვიდრე ქურდი .
პლიუსები ---- მან კარგად იცის მოსკოვის (რუსეთის ) პოლიტიკური და დიდი ბიზნესის დვიჟენიები . ჰასანა ბოლო წლებში თითქმის არ რევდა არანაირ კრიმინალურ გარჩევებში მირონას . ის მუშაობდა მხოლოდ ჰასანას იმპერიის ფინანსურ საკითხებზე . კერძოდ მირონა მუშაობდა ოლიმპიური ობიექტების დაადებაზე და ამ კუთხით სიტუაციის დარეგულირებაზე .
მინუსები ---- ძალიან დიდი მინუსი , გადამწყვეტი ჩემი აზრით . მირონს არ აქვს სერიოზული ავტორიტეტი კრიმინალურ წრეებში , ჰასანას სიკვდილის შემდეგ კი ერთი ცვეულებრივი ბაცაცა ხდება . გამორიცხულია მან ტავის ჭკუაზე ატრიალოს 100-მდე სერიოზული კანონიერი ქურდი , რომლებიც მოიაზრება ჰასანას კლანის წევრებად . გამორიცხულია
და მთლად წარმოუდგენელია მირონმა დაარეგულიროს ურთიერთობა მოწინაამღდეგე დაჯგუფებებთან . სასაცილოა ტარიელას და მირონას , როგორც თანაბრების ურთიერთობა .
მირონა გიჟი არ იყო და ასეთ ბიძას არ დაბრიდავდა .
3. ტარასა -----
პლიუსები ----- სერიოზული ავტორიტეტი , როგორც კრიმინალურ წრეებში , ასევე ფინანსურ წრეებში . სერიოზული გასვლები საზღვარგარეთზე . სერიოზული პოლიტიკური კავშირები .
მინუსები ---- ჰასანას დაბრედვით და მისი იმპერიის დაუფლებით , ტარიელ ონიანი ხდება რუსეთის კრიმინალურ ისტორიაში ყველაზე გავლენიან ფიგურად . ერთმართველად , მეფედ , იმპერატორად .
და ვინ მიცემს ამის უფლებას ? არც არავინ -----ის უკვე სახელმწიფოსთვის საშიში გახდება . ასეთ სიტუაციებში რუსეთის სპეცსამსახურები ძალიან უხეშად , სწრაფად და ეფექტურად რეაგირებენ -----ტყვია შუბლში .
ტარასამ ეს კარგად იცის . ის არ წავიდოდა ამაზე . ტარასას არ უნდა ყველაფერი (ყველაფრის დაადება --- სიკვდილს ნიშნავს ) .
არ მჯერა ტარასას კვალის ამ საქმეში . ჭკვიანად მიმაჩნია და იმიტომ .
4. ზაქარია კალაშოვი , შაქრო-მალადოი --- ჩემი ფავორიტი
პლიუსები ---- ძალიან დიდი ავტორიტეტი კრიმინალურ სამყაროში . პოლიტიკური და ფინანსური კავშირები როგორც რუსეთში , ასევე საზღვარგარეთ , მათ შორის არაბულ ქვეყნებში . არაბული სამყარო კი მექაა შავი ფულის .
მას არ მიუღია მონაწილეობა ბოლო წლების დაპირისპირებებში --- აქედან გამომდინარე მას არ ყავს სერიოზული მტრები .
თვითონ ჰასანას იმპერია , 50 პროცენტი , კალაშოვის ყოფილი პროექტებია და ამიტომ ვერავინ ხმას ვერ ამიღებს , რომ მას არ ეკუთვნის .
მას არასდროს ქონია სისხლისმსმელის სახელი ---- ამიტომ მასთან ბევრი მეგობრობენ სერიოზული ბიზნესიდან და პოლიტიკოსებიდან .
მას კარგი ურთიერთობა აქვს ნეიტრალებთან . კალაშოვი საერთოდ არსენა მიქელაძის წამოყენებულია , ჯემოსთან აქედან გამომდინარე მამა-შვილური ურთიერთობა აქვს . ის ნათლია(ნაღდი ნათლია) არის კვეჟოს ბიჭის , რომელიც სერიოზულ ავტორიტეტს იქმნნის ახლა რუსეთში . ის მეგობრობს ბადრი კოღუაშვილთან , რომელიც რუხი კარდინალია ე.წ. ნეიტრალების . ზოგმა აქ რავშან ჯანიევი , რომ გახადეს ამ ჯგუფის ლიდერი

. ვინ ჩემი ფეხებია რავშან ლენკორანსკი , მებაზრე . ნეიტრალებში მთავარი ბადრი კოღუაშვილი არის .
კალაშოვი სერიოზულად თანამშრომლობს , ლაშა შუშანაშვილთან . მათი ურყევი კავშირის სერიოზული გარანტი არის , ევროპაზე მაყურებელი ფაქტიურად (ევროპის საერთოს განმკარგავი) ზვიად დარსაძე ...რომელსაც თვითონ ქურდები უძახიან ბუღალტერს . ზვიად დარსაძე ძალიან საინტერესო და სერიოზული ფიგურა არის ...... ჩემი აზრით კლიუჩევოი ფიგურა გახდება სულ მალე ..... შეხედეთ ტიპს რა საინტერესო ბიოგრაფია აქვს ---- ის ქურდათ ტარიელ ონიანმა გახადა ..... ლაშა შუშანაშვილის და მისი ძმის კახას პირადი ძმაკაცი , თანამოაზრე არის , ხოლო ესპანეთში კალაშოვს და მაგას საერთო ბიზნესები ქონდათ უძრავ ქონების სწგმენტში . ტიპი რომელიც სამ დაჯგუფებას აკავშირებს ..... მალე რაზბორკები , რომ დაიწყება ეს ტიპი გახდება ბევრი ამბების ეპიცენტრში . არადა ფაქტიურად არავინ იცნობს (კარგი დარსაძეზე , ამ უდავოდ საინტერესო ტიპზე შემდეგ ვისაუბროთ ) .
მინუსები ----- ამ კონკრეტულ რასკლადში , კალაშოვს მინუსები არ აქვს .
ჩემი ფავორიტი ------ ყველაზე უფრო აწყობდა და ამ ამბიდან ყველაზე მეტს იხეირებს ზაქარია კალაშოვი . მე არ მჯერა დამთხვევების ა აქედან გამომდინარე , ეს ამბაბები შაქრო მალადოის აგორებულია .
ორი დღე და დადებს რუსული პრესა ამ პოსტს
01.10.2012.