Jumber JulayidzeGT-17 16:15:36
გურიაში „ვიქტორია სექრეთისა“ და „მაქს ფაქტორის“ პროდუქცია დამზადდება
„ეკო ჯორჯია“ ერთ ლარად შეძენილი საწარმოების რეაბილიტაციას იწყებს
commersant.ge
კომპანია EKO-GEORGIA, რომელსაც სახელმწიფო უძრავი ქონება ერთ ლარად გადაეცა, მიმდინარე თვეში შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას იწყებს.
ახლო მომავალში კი გურიაში თანამედროვე ტექსტილის ფაბრიკას ააშენებს, სადაც 600 ადამიანი დასაქმდება და მსოფლიო ბრენდების პროდუქცია დამზადდება. ამის შესახებ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანმა commersant.ge–ს განუცხადა.
შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება EKO-GEORGIA-ს 1 ლარად გადაეცა. „ქონების გადაცემის ხელშეკრულებას ხელი კომპანიამ ოთხი დღის წინ მოაწერა, და მიმდინარე თვეში შენობა-ნაგებობის-რეკონსტრუქცია დაიწყება“, - აცხადებს ჩალიშქანი.
განკარგულებაში ჩადებული პირობების თანახმად. გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია და სამკერვალო ქარხნის ამოქმედება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა მოხდეს. ამასთან, კომპანიამ 500 000 დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.
„კომპანია EKO-GEORGIA, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თურქი ბიზნესმენია, როგორც ხედავთ, ერთი ლარის საფასურად ვალდებულია 500 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს და 6 თვეში შენობა-ნაგებობას რეკონსტრუქცია ჩაუტაროს,“ – აცხადებს ჩალიშქანი.
მისი თქმით, ინვესტორი გურიაში თანამედროვე ტექსტილის ფაბრიკას ააშენებს, სადაც 600 ადამიანი დასაქმდება და საერთო ჯამში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ფაბრიკაში ცნობილი ბრენდების „ვიქტორია სექრეთ“-ისა და „მაქს ფაქტორი“- ს დაკვეთები შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრები: AJARA TEXTILE, BTM TEXTILE, Batumi Tex და სხვები აჭარაში ცნობილი ბრენდების, მათ შორის „პუმასა’ და „ადიდასის“ დაკვეთებს უკვე ასრულებენ და ტანსაცმელი უცხოეთში წარწერით: made in Georgia” გააქვთ.
გასკტით გულზე
მე სულ მალე ,გურიაში დამზადებულ საცვლებს შევიძენ