ვიჯექი და ვკითხულობდი ამ თემას, თითოეული პოსტი გულდასმით გადავიკითხე, შევისწავლე და გავაანალიზე ხოდა კარგად ვიხალისე. მუდამ ვფიქრობდი რომ სიმარტლე მწარეა, ხოდა როცა ამ სიმართლეს შენზეც იტყვიან, უნდა შგეძლოს ატანა, გადახედო უნდა ყველაფერს და დასკვნები და კომენტარები მერე გააკეთო! ხოდა ეს ჩემი წინასიტყვაობა და ეხლა დანარჩენს დავიწყებ ქვეპუნქტებად და ასევე იმასაც დავძენ და არ დავმალავ რომ პირდაპირ ამ კომპანიის დაცვაზე მივდივარ, რომ მერე არ დაიწყონ რაღაც აბდაუბდა ლაპარაკი!
1. "კანტორა"-ს სანამ უწოდებთ ამ კომპანიას, ჯერ დაასახელეთ სხვა კომპანია (მაღაზია) სადაც ამ პროდუქციაზე გაცილებით უკეთესი სერვისი ან ფასებია.
2. "მონათმფლობელობა" იყო ნახსენები, ანაზღაურება არაა კარგი? აბა მითხარით ვის დაერიცხა დაბალი ხელფასი და უკმაყოფილოა?
3. მთავარია გაყიდონო და რა მნიშვნელობა აქვს როგორ დაელაპარაკება კლიენტსო, უცბად კონსულტანტი იო იო-თი რომ დაგიწყებს საუბარს და თან მხარზეც რიგიანად დაგარტყავს ხელს, იყიდე ძმაო მაგარი ვეშიაო, რავიცი მგონი პლანის ბარიგასთან არ ვართქო მოსული გავიფიქრებ არა?
4. მენტალობის პრობლემაო და ეწყინათ, კი მეც არ ვეთანხმები იმაში რომ ყველა "ერთ ქვაბში" არ უნდა მოექცია, მაგრამ ზოგადად რომ ამის დიდი პრობლემაა მაქეთ, ეს მე თვითონ ვნახე.. დაკონკრეტებას არ დავიწყებ, სასაცილოა უბრალოდ.
5. ხოდა კიდე ასეთი რამ იყო მგონი, ბათუმელებს მაღალმთიან მოსახლეობას ნუ შეადარებთო თუ რაღაც.. ეს რაღაა უკაცრავად? თვითონ იგივეს არ ამბობთ ახლა და არ ანსხვავებთ?
6. ვერ ათრენინგებენ? და მათი თრენერის ბრალია? რა ჯოხით ცემას ხო არ დაუწყებს ბოლოს და ბოლოს, არ გამოდის ადამიანისგან არაფერი და წადიო ეტყვის, აბა თვეები კი არ გადაყვება. მერე ერთი ასეთი შემთხვევა, ორი, სამი და ესეც თბილისიდან წაიყვანს კადრებს, და თუ აქამდე მივიდა საქმე რომ თბილისიდან მიყავს, დაფიქრდით, ძალიან სახალისოა რომ სხვა ქალაქიდან ჩაიყვანო თანამშრომელი და საცხოვრებლით უზრუნველყო? მგონი ეს უკიდურესი შემთხვევაა.
ამ კომპანიას კარგად რომ არ მართავდნენ, დღეს ყველაზე წარმატებული ეფლის მაღაზიათა (და არა მარტო) შორის არ იქნებოდა. ვინ დასცინა iPhone+ ის დირექტორს? არ ვარგოდა ვიცოდიო ამ განცხადებამდეო თუ რაღაც? შენი ნამართი და წინწასული კომპანიაც დაგვისახელე გეთაყვა

ხოდა ისწავლეთთქო ნაკლის აღიარება რაა... არაოფიციალური დილერობა კიდე ბარიგობა არაა, ესეც კარგად წაიკითხეთ. აბა საწყალი ეფლი, სულ არ იცის რომ საქართველოში მისი პროდუქცია იყიდება..
P.S. კიდე იმათ არ აქვთ აქ წერის უფლება და შენიშვნების შეტანა, ვინც Apple-ს ეიფლს ეძახის!!!