პრევენსიისთვის მშვენიერ გახსენებას ვუძღვნი ოცნების კოალიციას:
გამოგზავნილია: 8 Apr 2009, 11:27 #13285418
მოკლედ, სამლიტრიან ქილაში ერთ მსხვილსა და უკვე მსუქან ვირთხას 2-3 მომცრო, დამშეული ვირთხა უპირებს შეჭმას.
ვინ იქცევა ვის სადილად, საკითხავი აი ეს არის
ჩვენ საბოლოო ჯამში და ყველა ვარიანტში ვირთხა შეგვრჩება ხელში....
ყველაზე საინტერესო კი გამარჯვებული ვირთხის მომავალია:
შემდგომ დარჩენილ ცხოვრებას მხოლოდ ვირთხების ჭამაში გააგრძელებს, სანამ თავისზე ძლიერი ან სიკვდილი არ ეწვევა.
ყველაზე დიდი დანაშაულის ჩადენა --- ქვეყნის,სახელმწიფოს და მოქალაქეების სასიკვდილოდ გაწირვაა!
სინამდვილეში კი პირადული და ქვენა ცხოველური ინსტიქტებია ამ ხელისუფლების და მისი მომხრეების სავიზიტო ბარათი.
ანალოგიური ვითარებაა ხელისუფლებისავე მართულ-დაკომპლექტებულ ,,ოპოზიციის" რიგების უმრავლესობაში.
ხელოვნურად და წინასწარგანზრახულად დაიგნორებულია ჯანსაღი,უკომპრომატო და პროფესიონალი ადამიანები.
ამ ადამიანებს ჰქონდათ მოლოდინი ,რომ შეამჩნევდნენ, დაუძახებდნენ, მოეფერებოდნენ და სთხოვდნენ პასუხისმგებლობის
აღებას ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობისათვის. ჩატარდებოდა გამჭვირვალეობის, ანუ ლუსტრაციის პროცესი და დესტრუქციულ-მოსყიდვად ძალებს( ,,აგენტურას") მოაქცევდნენ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოში.
დაიწყებოდა სამართლიანობის დამკვიდრება კანონის უზენაესობის დაურღვევლობით და პასუხისმგებლობის მაღალი მოთხოვნით ჩინოვნიკებისადმი.
მოსახლეობას აღარ და ვეღარ გაუჩნდებოდა პროტესტის და უკმაყოფილების შეგრძნება სამართლიანობის ავანგარდში
მყოფი ხელისუფლების გამჭვირვალობის წინაშე.
ეს იყო და არის ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითარების სტაბილურობის ქართული პოლიტიკის უალტერნატივო გამარჯვებისა მუდმივად.
კადრები წყვიტავს ყველაფერს და პატიოსანი მსახურება ქვეყნისა , რომელიც სამშობლოდ იწოდების მოქალაქისათვის
მიუხედავად მრავალეროვნულობისა.
ეს არაა დემაგოგია და ვიწროპარტიული მსოფლმხედველობა.
ესაა მოვალეობა და ვალდებულება პრეზიდენტისაც და რიგითი მოქალაქისაც და შეუსრულებლობა დასჯადია მით უფრო მკაცრად---რაც მაღალია თანამდებობა და მეტია პასუხისმგებლობაც შესაბამისად.
რა უშლიდა ხელს და ვინ?
გაგაჩნია ლამის შეუზღუდავი ძალაუფლება.
განკარგავ მთავარსარდლის ფუნქციებს.
გემორჩილება პრემიერ-მინისტრი სრული კაბინეტით და ფინანსური პირამიდით.
პარლამენტი საკუთარპარტიული დიქტატით და სურვილკანონების უპრობლემო მიღებით.
რაღა გინდა შე დალოცვილო ამ ხალხისაგან --- ღორების ჯოგი რომ მიუსიე დაუნდობელი-ხარბი ექსტაზით?
დაგიშავეს არა?
მაინც რა?
დილემაა---უნდა ემსახურო თუ იმსახურო?
გამოხტება ეხლა ვიღაცა და იტყვის:
ვინც თქვენს შორის უცოდველია--- იმან ესროლოს პირველმაო!
ლოდების მთა არ დაგიდგეთ ცოდვილნო!
ასეც არაა საქმე --- ბოზს ყველა ბოზი ეგონაო!
ქრისტე ცოდვილთა სახმობლად მოვიდა და არა მართალთა!
არც დაულევს ღმერთი მართლებს ამ ქვეყანას და სანთელ-საკმეველი თავის გზას მაინც გაიკვალავს რაც არ უნდა აბნელონ ძე შეცთომილებმა ქვეყანა!
სიყვარულით დაბრუნდება ყველაფერი და გამარჯვებაც ქვეყნის საკეთილდღეოდ!
უსიკვდილოდ გაიგებთ რომ ერი ბრძენია და მხოლოდ მსახურებაი არს უფლებაი ჩვენი!
(ამოყვინთავენ გარყვნილების და სიხარბის ჭაობიდან ეს უმადლონი? ქართველების სისხლში გასვრა ჯერ არავის შერჩენია ისტორიულად.)
და:
გამოგზავნილია: 6 Apr 2009, 04:34 #13255246
უბრალოდ პროპაგანდა: კანონის უზენაესობის,სამართლიანობის და დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრით და საზოგადოების მკაცრი კონტროლით რეალობაში დამკვიდრება--- მაგალითი გადამდებია!
საყოველთაო პასუხისმგებლობის რეალობაში დაკანონება და განხორციელება პრინციპით--- ათავისუფლე მონები და მიეცი ნიჭსა გზა ფართო!
ვინ გვიშლის?
კოალიციავ! --- აწი მიხოზე უარეს კრიტიკა-შერისხვას ელოდე დაპირებების გაფარჩაკებისას.....