1, სანამ მთავრობაში მოხვალ ადვილია თქვა რო ყველა გადასახადი ხელოვნურადაა გაზრდილი და დაპირდე ხალხს მოვალ და ლამის უფასოდ მოგცემთ, მაგრამ ხვდები მთავრობაში და საუაბრს წყებ პრეზერვატივებზე. +41
პ.ს. გუშინ აფთიაქში შევედი დამჭირდა რეზინა და მითხრეს პარლამენტმა აკრძალა უხარისხოაო გასინჯული ქონიათ და უკმაყოფილო დარჩენილან ვაჯკაცები

2, პარტიას არქმევ ოცნებას და ხალხს ხდი მეოცნებეს +41
პ.ს. აგერ ჩემს ირგვლივ მესმის ხმები ბიძინა მილიარდელია , აქამდე ბევრი გააკეთა თავისით და პრეზიდენტი რო გახდება ბიზნესცენტრიდან გადმოყრის დოლარებსო

მომბეზრდა მეოცნებეების სმენა და ჩავრთე ტვ. ბიზნეს ცენტრში ლტოლვილები მისულან ბიძინასთან დაგვეხმარეო, პასუხი: თქვენ როდ აგეხმაროთ ყველა მოითხოვს მერე დახმარებასო (დაერხევა ჩემს მილიარდებსო)
3, არჩევნებს იგებ იმის ხარჯზე რო ციხიდან გამოიტანეს კადრები და ხალხიც შეძრა როგოც მე ისე ყველა ნორმალური ამ კადრებმა, მაგრამ მოდიხარ მთავრობაში და იმ კაცს ვინც თვითონ ამბობს მეც ვმონაწილეობდიო 2000 ლარად პირობითით უშვებ +41
პ.ს. გული ამერია კომპს მივუჯექი და ვხედავ იგივე ადამიანს ხალხი შემოუკრებია და მიტინგზე თავაწეული გაღიმებული გაყვირის მიშა წადი...წავიდეს ბატონო მაგრამ იქ ვინც იდგა ის ხალხი ტაშს ვის უკრავდა??? თუ რახან სხვები გაამხილა თვითონ თანამონაწილემ ამით კარგი ბიჭი გახდა და ზეცით მადლი გადმოეფინა მას??? +++++ ხალხს
4, 3ჯერ მიგყავს პროკურატურაში და თუ გაამართლა მეოთხედ იჭერ ყველაზე სასაცლო ბრალებით მაშინ როცა დასაჭერი სხვა რამისთვის გყავდა +41
პ.ს. ჯარში ვმსახურობდი და პირველი რაც ახალმისულს მასწავლეს ის იყო რო ოფიცერი წოდებით მაღლა დგას და მისი არ დამორჩილება დისციპლინის დარღვევაა...ეს ქუჩა არაა, ეს არც შენი სახლია და არც შენი საძმოა..ეს შენი ვალია და ერთმა არადისციპლინირებულმა ქინძმა შეიძლება მთელი 20ეული ან ასეული შეიწიროს, და მათ ვინც ასე დაჩაგრულად ლამის აატირეს ხალხი საწყალი ჯარისკაცებიო, ქონდათ ისეთი პირობებ რო ჩვენ მის მეათასედსს ვერ ვინატრებდით სამაგიეროდ მოდის დღე როცა მინისტრი ითხოვს მათგან ნახოს მათი შესძლებლობები და თურმე ვერ დარბის ბიჭი და არც ის უნდა რო სხვა ნაწილში გაუშვან იმიტო რო აქ კაი პირობებია და მერე ჯდება და იგინება ოფიცრების მიმართულებით... ჯარისკაცი ვინც ყოფილხართ გაანალიზეთ ეს და თუ არ გაგეცინათ ამ ყველაფეზე მაშინ მე დამცინეთ ბზარი არაა.
5, პატიმრებს უშვებ კარგია მაგრამ კაციჭამიბს რაღას აყოლებ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვიზეც თუნდაც ეჭვია რო ის აგენტია რატო უშვებ??? მასზე შეგტკივა გული? იმათზე არ შეგტკივა ვისზეც კოორდინატებს იძლეოდა შენი "საბრალო უკანონო პატიმარი" და დღეს ცოცხალი აღარაა შენი ქვეყნის შვილი, შენი ქვეყნის ჯარისკაცი იგივე აჯრისკაცი ვის გამოც მინისტრს იჭერ რატო ცემეო და იგივე ჯარისკაცის მკვლელს ციხიდან უშვებ??? +41
პ.ს. ეხლა სანამ აქ აბდაუბდას დამიწყებთ ჩემს აქტივისტობაზე და პარტიულობაზე მანამ გეტყვით რო არც პარტიული ვარ არც არავისთან მიმუშავია ხო და თუ ვამბობ მხოლოდ იმიტომ რომ ამ აბდაუბას ჩუმად ვერ ვუყურებ, არ მოგწონთ მეოცნებეებს მხოლოდ თქვენების ცუდზე რო ვსაუბრობ? ნაცების ცუდი აგერ უკვე 9 წელია გვესმის ასე რო მათზე საუბარი არ ღირს დღეს მთავრობაა 41 ხო და მათზე ვისაუბროთ, ან არ ვისაუბროთ და უბრალოდ ყველაფერზე ტაში დავუკრათ ყველაფერი სწორია რასაც აკეთებენ და ყევლაფერი ისე ხდება როგორც ამბობდნენ.
საქართველოში ჭკვიანები ნიჭიერები და უზომოდ განათლებული ხალხია მაგრამ საქმე საქმეზე რო მივა არც ჭკუა ყოფნის არც ცოდნა და ყველაზე სასაცილო კი ისაა რო ამდენ გამოვლილს არც გამოცდილება ყოფნის იმისა რომ დაპირებები დაპირებებად რჩება და რომ ოცნება მხოლოდ სიზმარში ხდება ისე როგორც თქვენ ოცნებობთ,,,