პრეზიდენტი პარლამენტში ხვალ მოხსენებით აღარ წარდგება
13:53 07-02-2013
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ჯერ არ შედგება.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდეს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.
"ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებებს, მაგრამ ამავდროულად პატივს ვცემთ საკუთარ თავს", - აღნიშნა მან.
უსუფაშვილის თქმით, უმრავლესობას სურს, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შედგეს, თუმცა ეს როდის მოხდება, ჯერ უცნობია.
მისივე განცხადებით, უმრავლესობა დაინტერესებულია, რომ პოლიტიკური შეთანხმება და გადაწყვეტილების მიღება სწრაფად მოხდეს.
საქართველოს პრეზიდენტს ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პარლამენტში ხვალ, 14.00 საათისთვის ელოდებოდნენ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...-tsardgeba.htmlჯერ კიდევ პირველივე გვერდზე ვთქვი არ მივათქო. ოღონდ ვერ გავიგე ნამუსს რატომ წმენდენ და რას მიედმოედებიან?