VAN-WEGAახალი ,,მონანიება,,დაწერე რა ...... თუ ძმა ხარ ..... აქ ბევრი საუბრობს ისე , რომ ცოცხალი ქურდი ნანახი არ ყავს .
კრიმინალთან ბრძოლა , მე თუ შემეკითხები , გლობალში ეკონომიკური პრობლემა არის .
-------------------------------------------------
და აქ შენს მიერ მოყვანილი მაგალითი , მაპატიე და დილეტანტის ხედვაა პრობლემაზე .
რა შუაში არის იდიოტური 223 პრიმა მუხლი , თუ ქურდებტან ბრძოლა გინდა ? არაფერ შუაში არ არის .
2004 -2005 წლებში , ნაცებმა ქურდები ან დაიჭირეს , ან გააქციეს ქვეყნიდან ---- ისე რომ ეგ კანონი სულ არ ყოფილა . როგორ ? როგორ და ნება იყო ამისი სახელმწიფოს მხრიდან . აღარ აიღო ქრთამი პოლიციამ , ვინაიდან იმ პერიოდში პოლიციას ღირსება დაუბრუნეს , ჩააცვეს , დაახურეს , მარალი ხელფასი მიცეს , კარგი ტექნიკით აღჭურვეს და უთხრეს ---- თქვენზე ამიერიდან ზრუნავს სახელმწიფო , კარგადაც ზრუნავს , ხოლო სახელმწიფოს მტერი ამ ეტაპზე კანონიერი ქურდი არისო ..... და პოლიციამ შეასრულა თავისი დანიშნულება , ყველა ქურდი დაიჭირეს , ან ისეთ პრესინგში ცააყენეს , რომ იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებიათ ... ამის მერე პოლიციამ დაინახა , რომ ქურდები ვეღარც სასამართლოს კერავდნენ და ვეღარც პოლიტიკურ ელიტას (ასე ჩანდა , თორემ ნაცები ამაში იტყუებოდნენ ) და ამან ეფექტი მიცა .
2004-2005 წლები კარგად აჩვენებს , რომ ქურდებთან ეფექტური ბრძოლის წინაპირობა , არა იდიოტური 223 პრიმა მუხლია (რომელიც 2006 წელს მიიღეს ) , არამედ მართველი ელიტის ნებაა , ებრძოლოს ქურდულ სამყაროს .
ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით ----- შევარდნაძის დროს კატასტროფა იყო მანქანების მოპარვის კუთხით . ეს პრობლემა ნაცევის დროს , გადაწყდა ერთ თვეში ......როგორ ? რამე ახალი კანონები გამოიგონეს ? არა ბატონო ...... პრობლემა გადაწყდა ელემენტალურად . ნაცებმა , უკვე არსებული კანონების შესრულება დაიწყეს და სხვასაც მოთხოვეს ამ კანონების შესრულება :
1. საზღვარზე აღარ იღებდნენ ქრთამს (რამაც შეუძლებელი გახადა , მოპარული ა/მანქანის სხვა ქვეყანაში გადაყვანა ) .
2. ა/მანქანების , ა/მანქანების ნაწილების ბაზრობებზე გამკაცრდა კონტროლი და ამ კონტროლის განმხორციელებელი მოხელეები , როგორც პოლიციიდან , ასევე საგადასახადოდან ---- აღარ იღებდნენ ქრთამს . რის გამოც ა/მანქანების და ა/მანქანების ნაწილების გამყიდველებმა , უარი თქვეს (მკაცრი პასუხისმგებლობის შიშით ) მოპარული ა/მანქანებთან ახლოს გაკარებაზეც კი.
და ვსიო ....პრობლემა აღმოიფხვრა . ა/მანქანების მოპარვა გახდა უაზრო , შემოსავლის არ მომტანი და ძალზე სახიფათო ბიზნესი . აქედან გამომდინარე , დამნაშავეთა სამყარომ ამაზე უარი თქვა .
აი , კონკრეტული მაგალითი , როგორ უნდა ებრძოლო კრიმინალს ვიწრო სეგმენტში . მოსპე ამ კრიმინალური მოქმედების ხელისშემწყობი ფაქტორები და კრიმინალიც მოისპობა , კონკრეტულ სეგმენტში .
რა შუაში არის აქ 223 პრიმა მუხლი ?
-------------------------------------
მოდი ავიღოთ 223 პრიმა მუხლი .....
გავიხსენოთ ყველამ , ამ კანონის მიღების თარიღი ------ 2006 წლის აპრილის თვე
1. არც ერთი კანონიერი ქურდი ქვეყანაში თავისუფლებაზე არ არის (ციხეში , ზუსტად 7 კანონიერი ქურდია )
2. არც ერთი ჭკუაზე მყოფი კანონიერი ქურდი საქართველოში არ ჩამოდის . (მხოლოდ ტარიელ ონიანი არის თავის სახლში ქუთაისში , 2005-2006 წლებში და მას პირადათ ატარებს აქეთ -იქით , იმერეთის კუდ-ის უფროსი კოტე არჩაია , ეს გამონაკლისია ) .
3. წელში არის გადატეხილი (ციხეებში და ზონებში ) მდგომარეობა . ქურდები ყველანი ერთ ციხეში არიან შეყრილი და ვერანაირ ზემოქმედებას პატიმრებზე ვერ ახორციელებენ .
ხო და ვსვამ კითხვას ------- რატომ მიიღეს ეს კანონი მაშინ ? დამეთანხმებით თუ ამ კანონით უნდოდათ ქურდებთან ბრძოლა , ეს კანონი 2004 წელს უნდა მიეღოთ , როდესაც რეალურად იყვნენ ქურდები თავისუფლებაზე . მაგრამ მაშინ ეს კანონი არ მიუღიათ , არ ჭირდებოდათ და იმიტომ . ისედაც მშვენივრად იჭერდნენ მათ (ვისი დაჭერაც უნდოდათ ) .
აგიხსნით , რატომ დაჭირდათ ეგ კანონი ..... არანაირი კავშირი ამ კანონს რეალურ ბრძოლასთან ქურდებთან არ აქვს .
ამ კანონს თავიდანვე , ორი დატვირთვა ქონდა ---- სუფთა ეკონომიური და პიარი
2005 წლის , მეორე ნახევარში ესპანეთში ჩატარდა დიდი ანტი-კრიმინალური ოპერაცია ,, კრაზანა ,, . ამ ოპერაციის ფიგურანტების შორის აღმოჩნდა ბევრი საქართველოს წარმომადგენელი ---- ონიანი , კალაშოვი , შუშანაშვილი (ორივე ძმები) , ზვიად დარსაძე (ევროპულ აბშაკზე მაყურებელი) და ასევე ქართულ კრიმინალთან დაკავშირებული ბევრი სერიოზული ბიზნესმენი .
რას ნიშნავს ამ დონის კრიმინალების დაჭერა ---- ეს არის პირველ რიგში დიდ ბიზნესზე გასვლა , უსერიოზულესი ინფორმაციათა მოპოვება როგორც კრიმინალური კუთხით , ასევე ბიზნესის კუთხით , ეს არის რეალურ დიდ ოპერატიულ ტამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობა . არც დაუმალავს ესპანეთის მვდ-ს მინისტრს , რომელმაც ამ საქმის ფიგურანტების დაჭერის შემდეგ განაცხადა ------- ინფორმაცია , რომელიც ჩვენ მივიღეთო , წარმოუდგენელი ფასეულობის არისო , ჩვენ 10 წლით გავაკეთეთ ნახტომი ორგანიზებულ დანაშაულტან ბრძოლაშიო .
სააკაშვილს , ადეიშვილს , მერაბიშვილს მოუნდათ ამ მთელ ისტორიაში თავისი ვიგოდა ენახათ . მათ მოინდომეს ოპერაცია ,,კრაზანა,,-ს ფარგლებში დაჭერილი ქართველი კრიმინალების საქართველოში ჩამოყვანა . წარმოიდგინეთ რა ფრთებს გაშლიდნენ ნაცები , რა ფულს დააწერდნენ , მე-7-ე იზოლატორში , ცოცხების პირობებში გამოჭერილ ---- ონიანს , კალაშოვს , შუშანაშვილს , დარსაძეს ..... რა შავ სქემებში მოჯდებოდნენ ნაცები .
მაგრამ ეს პატიმრები , რომ საქართველოსთვის გადმოეცათ , აუცილებელი იყო , რომ ყოფილიყო ამ ხალხის მიმართ , კანონიერ ძალაში შესული განაჩენები . უკანა რიცხვით ხომ ვერ აღძრავდნენ საქმეებს

......... ამ ქურდებს საქართველო დიდი ხნის წინ ქონდათ დატოვებული და მათ მიმართ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ არსებობდა .
აქედან გამომდინარე ადეიშვილმა მოიფიქრა , სქემა ...იდიოტური სქემა , მაგრამ მაინც სქემა ......საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი კანონი ....
ერთი , 223 პრიმა მუხლი , რომელიც არანაირ მტკიცებულებას არ საჭიროებდა , აი პროსტო სამი ტანამშრომელი იტყოდა ეს კაცი კანონიერი ქურდი არისო და საკმარისი იყო განაჩენისთვის
მეორე ცვლილება კი შევიდა საპროცესო კანონმდებლობაში , რომელიც ითვალისწინებდა , პასუხისგებაში მიცემული ადამიანის დაუსწრებლად გასამართლებას

, ესე იგი არავინ უცდიდა კაცის დაჭერას , ისე გამოქონდათ მის მიმართ განაჩენები .
ამ ორი შესწორების მიღების შემდეგ ------ მასიურად აღიძრა საქმეები , ქართველი კანონიერი ქურდების მიმართ , მოსამართლეებმა სასწრაფოდ გამოიტანეს განაცენები და ევროპის ყველა ქვეყანაში , უკრაინაში , მოსკოვში ------ სასწრაფოდ დაიგზავნა ამ განაჩენების საფუძველზე ექსტრადიციის მოთხოვნები
ეგ იყო და ეგ
223 პრიმა მუხლის დანიშნულება ------ არ იყო (თავიდანვე) ქურდებთან ბრძოლა , ვინაიდან ამ კანონის მიღების მომენტისთვის , 2006 წლის აპრილის თვისთვის , კანონიერი ქურდების პრობლემა საქართველოში არ იდგა ------------- არამედ ამ კანონის მიზანი იყო , კანონიერი ქურდების საქართველოში ჩამოყვანა , ექსტრადიციის გზით . ციხეში გამოკეტილი ქურდებიდან კი მაყუთის ამოქაჩვა .
მეორე დანიშნულება ამ კანონის , იყო პიარი ....... მოსახლეობის დაბოლება .
სკეპტიკოსებს ვეკითხები , რომ გაიძახიან ამ კანონით ქურდები დავამარცხეთო ---------- რამდენი კანონიერი ქურდი დაიჭირეს ქართველმა სამართალდამცავებმა ამ მუხლით , ხაზს ვუსვამ , ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველოს ტერიტორიაზე ---------- გინდათ პასუხი ? ................
ა რ ც ე რ თ ი -------- ვინაიდან ამ მუხლის მიღებისას საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი კანონიერი ქურდი არ ყოფილა .
This post has been edited by მაკიაველი on 31 Jan 2013, 13:56