არაფერი დახვეწა არ უნდა ---- დახვეწილია ყველაფერი საქართველოს სისხლის-სამართლის კოდექსის მუხლებს ყველაფერი აქვს ახსნილი --- ადგეს და იმუშაოს
მუხლი 17-1. რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი
1. რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.
2. რეკეტულ დაჯგუფებად ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.
3. რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.
მუხლი 27. ჯგუფური დანაშაული
1. დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
2. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
3. დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
4. ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზებული ჯგუფის შექმნისათვის ან ხელმძღვანელობისათვის დაეკისრება იმას, ვინც შექმნა ასეთი ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. მასვე დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, თუ მათ მოიცავდა მისი განზრახვა. ორგანიზებული ჯგუფის სხვა მონაწილე პასუხს აგებს ჯგუფის მონაწილეობისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ დანაშაულისათვის, რომლის მომზადებაშიც ან ჩადენაშიც იგი მონაწილეობდა.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა.
აი , ამ მუხლებით იჭირავს მთელი მსოფლიო კრიმინალურ ავტორიტეტებს ---- მაგრამ ამ მუხლით , რომ დაიჭირო , ცოტა უკანალი უნდა გაანძრიოს პოლიციამ ..... ოპერატიული მუშაობა უნდა ისწავლონ , აგენტურა შეიძინონ , ღირსეულად მოიქცნენ და ასე შემდეგ ....
ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია , როგორ მიეცა პასუხგებაში კანონიერი ქურდები , უმძიმესი მუხლებით --- ისე , რომ პოლიციას არ დაჭირვებია არც წამლის ცაგდება , არც იარაღის და არც ეს იდიოტური მუხლი
ერთ მაგალითს მოვიყვან --- :
1994 წელს , ქუთაისში დააკავეს კანონიერი ქურდი ბადრი კოღუაშვილი , მასთან ერთად დააკავეს როინ უგლავა ( მათევიჩი ) , ეს უკანასკნელი მაშინ არ იყო სახელით , მერე გახდა ქურდი .
გამოძიება მიყავდა ქუთაისის ერთ-ერთ საუკეთესო გამომძიებელს გენო გაბრიაძეს , საგამომძიებლო სამსახურის უფროსი იყო ჩემი აზრით ალბათ საქართველოს საუკეთესო გამომძიებელი -პრაქტიკოსი ილია ჩირიკაშვილი
ამ საქმის ოპერატიულ უზრუნველყოფას ხელმძღვანელობდა ქუთაისის ოპერატიული სამსახურის ამომავალი ვარსკვლავი ნოდარ მშვილდაძე , მის ჯგუფში იყო ისეთი ოპერები როგორც ,
ტარიელა ქითმიროვი , ზურია ბობოხიძე , კახა ზიფერტი .....
დანაშაული რომლის დამტკიცებასაც აპირებდნენ , მომხდარი იყო წყალტუბოს რაიონის ტერიტორიაზე --- ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება , ველზე ემუშავა არა წყალტუბოს გან-ბას ( ინფორმაციის გაჟონვის ეშინოდათ ) , არამედ ნეიტრალურ ამ საქმეში ქუთაისის I განყოფილებას , რომელსაც მაშინ ხელმძღვანელობდა , ესეც ლეგენდა , ომარი კილაძე ,,ყირიმო,,
ერთი თვე მიდიოდა დაძაბული მუშაობა , გაითვალისწინეთ რა პერიოდში ხდებოდა ეს ყველაფერი და მოხდა ქალაქის ცენტრში ( სპეციალურად იყო ადჰილი შერჩეული , რომ ყველას დაენახა ) ბადრი კოღუაშვილის დაკავება , მათევიჩიც მის გვერდით იყო .....
სამ საათში , დაამთავრა გამომძიებელმა გენო გაბრიაძემ ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ..... უცებ ჩატარდა ამოცნობა , უცებ მოხდა ჩხრეკები ( ნაყაჩაღარის ამოსაღებად ) და სამ საათში წაუყენეს ბრალი ორთავე დაკავებულს ყაჩაღობის მუხლით და გამოძალვის მუხლით , უმძიმესი მუხლები იმ პერიოდისთვის .
ისე მომზადებული იყო გამოძიება დაკავების მომენტისთვის , იმხელა მუშაობა ქონდა ჩატარებული ოპერატიულ სამსახურს , რომ ბადრი კოღუაშვილმა და მისმა ხალხმა ვერავის ვერც დაშინება ვერ მოასწრეს ( დაზარალებულების , მოწმეების ) , ვერავის მოქთრთამვა ვერ მოასწრეს ( როდესაც გაიგეს გვიან იყო ) , ვერც ნაყაჩაღარის გადამალვა ვერ მოასწრეს .
აი , ასე იჭერდნენ ქურდებს ...... ერთი წელი ქურდების ჭაჭანება არ იყო ქალაქში , ვერ გაიგეს ქურდებმა რა მოხდა .... მაგრამ ერთი წლის მერე ბადრი კოღუაშვილი გამოვიდა , წუთი-წუთზე იბრიდებაო ცნობა გააკეთებიეს ექიმებს

მათევიჩიც მალე გამოვიდა უდო-თი , ეგეც ქრთამით ..... ეს უკვე სხვა რამის ბრალი იყო და სხვა პრობლემა
ნაცების მოსვლის შემდეგ ---- :
ამ საქმის გამომძიებელი , გენო გაბრიაძე სახლში გაუშვეს , ბებერი ხარო და საგამოძიებო 22-23 წლის ლაწირაკებით გატენეს
პოლიციიდან დაითხოვეს , ამ საქმის მონაწილე თითქმის ყველა ოპერი --- ბებრები და კორუმპირებულები ხართო , ამას 40-50 წლის ხალხს ეუბნებოდნენ .....

და ის ტიპები მიიღეს , მიშა-მიშას რომ იძახოდნენ
აქ დაწერილ ოპერ ნოდარ მშვილდაძეს 5 კანონიერი ქურდი ყავდა დანაჭერი , განაჩენი , რომ დადგა გამამტყუნებელი ისეთი დაჭერილი ---- ნოდარ მშვილდაძეს კვეჟო ყავდა დანაჭერი ბოლო-ბოლო , ზენიტში , რომ იყო კვეჟო იმ დროს
კვეჟოს ძმამ , ვასიამ , ცინცხალი 600-ტკა მერსედესი მიუყვანა მშვილდაძეს სახლში ( რა იყო იმ დროს 600-ტკა გაიხსენებს ძველები ) ჩემს ძმას თავი დაანებეო ..... არ დაანება
არ იყო ეგრე თქვენ რომ გეუბნებათ რუსთავი-2-ი ---- ქურდებმა ბოგინი დაიწყეს და ტრუსიკიდან ხტებოდნენ , შევარდნაძის მართველობის ბოლო 3-4 წელიწადში
This post has been edited by მაკიაველი on 14 Aug 2013, 15:43
01.10.2012.