ძველი მთავრობას რომ მოსახლეობა არანაირად არ აინტერესებდა ეს დავინახე, დავიჯერე, დავრწმუნდი...მაგრამ ახალ მთავრობას? მთავარია ქვეყანაში ფული შემოვიდეს და ამ ფულის შემოსვლით რამდენი ადამიანი დაზარალდება ვინმეს აინტერესებს? ვინმე განიცდის?

სოფელ სართიჭალაში, “ივრის ჭალაში”, დასახლებული პუნქტიდან სულ რაღაც 20 მეტრის დაშორებით ჩადგეს ჭაბურღილი. ამ ჭაბურღილის მშენებლობა დაიწყო სადღაც 4 თვის წინ, შემდეგ არჩევნებამდე შეწყვიტეს მშენებლობა და დაახლოებით 10 – 14 დღის წინ განაახლეს, დღეს კი დგას ჭაბურღილი სადაც დასაქმებული არიან ადამიანები და ა.შ. მაგრამ პრობლემა რაშია
ეს ჭაბურღილი სოფელთან არის ძალიან ახლოს… არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ასე ახლოს იყოს დასახლებულ ადგილთან და ძალიან მაინტერესებს, ვერსად ვერ ვნახე ამაზე პასუხი. ჭაბურღილიდან 100 მეტრში არის ერთი სკოლა და დაახლოებით 150 მეტრში არის მეორე სკოლა, უამრავი ბავშვი იზრდება. რა ქნან იქ მაცხოვრებელმა ხალხმა? არცერთი იმ სოფლის მაცხოვრებელი არაა დასაქმებული, ეს ჭაბურღილი ეკუთვნის რომელიღაც ინდურ კომპანიას, რომლის ოფისის მისამართიც ვერაფრით გავარკვიე (მიახლოებით მითხრეს ლილოში არისო).
მინდა რომ მივიდე და იმ კომპანიის წარმომადგენელს დაველაპარაკო…
ვინმემ ვინც იცით და გაქვთ გარკვეული ცოდნა იქნებ მითხრათ, დამეხმაროთ, მაინტერესებს:
რა საფრთხეს წარმოადგენს იქ მაცხოვრებელი ხალხისთვის ეს ჭაბურღილი
მინიმუმ რა მანძილზე უნდა იყოს განთავსებული
სოფელს უნდა ქონდეს თუ არა უფასო დენი და გაზი (სოფელს თუ არა იმ კონკრეტულ უბანს მაინც)
კიდევ მაინტერესებს ყველაფერი, რა უნდა ვიცოდე რომ იმ ინდური კომპანიაში მივიდე და დაველაპარაკო, ვუთხრა რომ დაასაქმონ იქ მაცხოვრებელი რამდენიმე ადამიანი მაინც.
ერთი დღე ვიყავი და მითხრეს რომ რაც ააშენეს-ჩადგეს მხოლოდ დღეს არ არის ხმაური, ზოგჯერ მთელი ღამე ისმის და საკმაოდ დიდი ხმაური აქვსო, ასევე ამოდის საზიზღარი სუნიო – ეს სუნი მეც გამოვცადე და მართლაც არაა დიდად სასიამოვნო.
საკმაოდ დიდი სოფელია, სადაც ეს ჭაბურღილი სადაც დგას კი მჭიდროდ დასახლებული ადგილია, ბევრი ბავშვია, როგორც უკვე ვთქვი ორი სკოლაა სადღაც 300-350 მეტრში სოფლის ერთადერთი ბაღია…
ან იქნებ ჩემი ეს პანიკაც უადგილოა და ეკოლოგიას არაფერს დაუშავებს, ისევე როგორც ბავშვების და მოსახლეობის ჯანმრთელობას.
მოკლედ მინდა რომ ყველაფერში გამარკვიოთ ვინც იცით რა
ვიდეოსაც ვურთავ რომ გადახედოთ, გადაღებულია ეზოდან
http://mchedlo.com/?p=144
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari