შენც რევერასავით მაგრად გესმის საკითხი

სადაც გინდა იქ დაიბადე, გინდა ზესტაფონზე იტირე და გინდა ერევანზე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
სად ხარ ამომრჩეველი, მაგაშია საქმე.
თუ ცხოვრობ თბილისში, გეხება. თორემ მე ერთ ქვეყანაში დავიბადე, მეორეში გავიზარდე, მესამეში შევქმენი ოჯახი და მეოთხეში ვცხოვრობ.
მე არ ვარ ამომრჩეველი. არც უგულავას არჩევაში მიმიღია მონაწილეობა და არც გადარჩევას მეკითება ვინმე კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
ნახევარი ქუთაისი რომ პოსტავს ამ ფორუმზე და უგულავას გადადგომას უჭერს მხარს, ეგ როგორ გავიგოთ?
რევერას თემა არის არაკომპეტენტურობის ზეიმი.
დაწეროს, ამ, ამ, ამ და ამ კონკრეტული ბრალდების გამო დაუჭერთ თუ არა მხარს უგულავას გადადგომას და ხელახალი ვადამდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ქალაქ თბილისში?
მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში ამ ტერიტორიული ერთეულის ამომრჩევლებმა და ა.შ.
ხალხმა ელემენტარულად, ეგზიტპოლის მნიშვნელობა არ იცის, არათუ ის ფაქტი, რომ 2006 წლიდან თბილისის მოსახლეობა ირჩევს მერს.
რა თქმა უნდა, ის საერთოდ არ იცის, რომ პარლამენტის არჩევნების მოგება და შედეგები არაფერშუაშია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან.
გაქვს ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულზე? მაშინ დადე და აღნიშნე, რომ უგულავას პოსტი შეუთავსებელია ამ კანონდარღვევასთან.
და არა ისე, გაიღვიძო, თვალები მოიფშვნიტო, უგულავა არ გევასებოდეს და უცბად მის შესახებ სულელური თემა გახსნა.
ამიტომ არის უცნაური ეს თემა და კომიკური აქაური პოსტებიც

ინტელექტუალურობაზე რომ აქვს პრეტენზია ამ ფორუმს და დემოკრატიით ევროპის გაკვირვებაზე, მაგიტომ ვამბობ

მაქვს თუ არა სიმპათია ვინმეს მიმართ, ეს არ არის მნიშვნელოვანი.
ჩემი პასუხია: