#35036871 · 3 Feb 2013, 23:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
KAPATEJIb
| QUOTE | | ეკლესიების უმეტესობა რომ კომერციულია უკვე და იზრდება მათი რიცხვი ბაზარი არაა მარა რწმენა არ უნდა დავკარგოთ |
რწმენა უკვე დავკარგეთ. რწმენა სად არის? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეკლესიაში მოარული მრევლი მორწმუნეა? ეპოქების ცვლასთან ერთად იცვლება ადამიანის შინაგანი კნსტიტუცია. ის, რაც ადრეულ ეპოქებში მზა სახით ეძლეოდათ ადამიანებს, ქრისტემდე და მერე, თანდათან დავკარგეთ. ქრისტემ კი არ დაგვაკარგვინა, არამედ იმ ეპოქაში მოვიდა, როცა უკვე იკარგებოდა და აღარ მუშაობდა ძველი, მოსეს პრინციპი. ის მოვიდა იმისთვის, რომ მოეცა ჩვენთვის ახალი აღთქმა, - ახალი პრინციპი. კვლავ მოვიყვან მის დიად მინიშნებას ამაზე: " რჯული და წინასწარმეტყველები იოანემდე იყო, მის შემდეგ კი სახარება მოგეცათ და თქვენივე ძალისხმევით უნდა შეხვიდეთ მასში." (იქნებ ციტირება ზუსტი არ იყოს.) იყო დრო, როდესაც ადამიანს რწმენის ორგანო "გახელილი" ჰქონდა, რადგან ადამიანს შეეძლო სულის სამყაროსთან უშუალო ურთიერთობა და ის ხედავდა ანგელოზებს და სხვა სულიერ არსებებს. ამდენად მისი მაშინდელი რწმენა არ იყო იმის რწმენა, რასაც არ ხედავდა და განიცდიდა საკუთარი გამოცდილებით. ის ხედავდა და სწამდა ისევე, როგორც ჩვენ ახლა ვხედავთ სახლს და გვწამს, რომ სახლი რეალურად არსებობს. მერე სულის თვალი (ან რწმენის ორგანო) თანდათან "დაიხუჭა" სამყაროში მატერიალიზმის შემოჭრის სინქრონულად და ახლა ჩვენ უნდა ვიწამოთ ის, რაც არ არის ჩვენი უშუალო განცდის საგანი. უნდა ვიწამოთ ის, რასაც ვერ აღვიქვამთ და ვერ ვგძნობთ. ამიტომ ადამიანებმა მიმართეს თავმოტყუებას, რომ მათ სწამთ ის, რასაც ვერ ატარებენ თავის თავში როგორც ცოცხალ განცდას. ადამიანები გავხდით ბრმად მორწმუნეები - ვერ ვხედავთ, მაგრამ გვწამს. ეს არის ბრმადმორწმუნეობა ჩვენში. საშველი კი ერთადერთია - ახლა ჩვენ ის ორგანო, რაც დაიხუჭა ჩვენში, ჩვენი საკუთარი ძალისხმევით უნდა ავანთოთ და კვლავ გავახილოთ. არავითარი სარგებელი არ არის იმაში, რომ ეკლესიაში მივიდეთ და საათობით ვიდგეთ და ვუყუროთ მღვდელთა საკულტო რიტუალებს. თუ გულწრფელნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მსახურებიდან დაღლილ - დაქანცული სხეულებით გამოვდივართ და არაფერი არ იცვლება შინაგანში. შეიცვალა პრინციპი. ახლა საჭირო გახდა რწმენასთან, ანუ იმის დანახვასთან, რაც უნდა ვირწმუნოთ, ჩვენი მუდმივი ძალისხმევით დაბრუნება. და როგორ? სახარების კითხვით და მედიტირებით. ეს უკვე ძაალზე ვრცელი საუბრის თემაა და ამჯერად ვერ განვავრცობთ.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|