#35039692 · 4 Feb 2013, 04:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
HANS
| QUOTE | ეს 1920დნ 1931 წლამდე მიშას პოლიტიკით რაც მიწები დავკარგეთ იმის რუკებია
P.S. არა მგონია ჩემზე ბევრი გქონდეს ნაფიქრი მაგ თემაზე. თუ არა მარტო მიშას ყვირილს კი არ დაიწყებდი ყველა მთავრობა ერთმანეთზე უარესი დოდო ^ლეები და უნიათოები რომ მოვიდა სათავეში ამ ბოლოს ჩათვლით მაგას დაწერდი. არ გამხადე მიშას დამცველი?! |
ეგ მიწები ადრეა დაკარგული. და რატომ და როგორ ისიც გეცოდინება. ეგ ამ შემთხვევაში შუაში არაა. შენ მგონი საკითხს არასწორად უყურებ. მე კი არ ვამბობ რუსეთი ჩვენთვის კარგია და კარგი გაუკეთებია მეთქი, ფაქტიურად რაც მიწა გვაქვს დაკარგული მაგათ ხელში ან მაგათ გამო დავკარგეთ. მაგრამ ჩვენი პოლიტიკური უნიათობის ბრალიც არის ეს. ასე შეხედე, პოლიტიკურად. რუსეთი, რომ საშიში და ძლიერი მეზობელია ხომ მეთანხმები. ხოდა ასეთი მეზობლის გადამტერება არ ღირს, ჯობია დაუყვავო მაგრამ შენი სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე კი არა. ეს თამაში ყველასთვის გასაგები და მისაღებია მსოფლიო პოლიტიკაში. მაგრამ ყოვლად სიველურედ ითვლება და დიდ შეურაცხოფად, რომელსაც არ ითმენენ, როდესაც ერთი ციცქნა ქვეყნის პრეზიდენტი პირში აგინებს უზარმაზარ ქვეყანას და მის მთავრობას. თან იმათ ორმაგად აღიზიანებთ ის რომ იციან, რომ ამას მათი მთავარი მოწინააღმდეგის გულის გასაკეთებლად აკეთებს.
რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის მაქსიმალურად გაფუჭება, აწყობს მარტო სომხეთს კი არა(მათ ძალიან აწყობთ), არამედ ყველას ჩვენს გარდა. სომხებს ეძლევა კარგი შანსი რომ პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდეს, დასავლეთს კარგი გარანტია, რომ ჩვენთან პოლიტიკური მხარდაჭერის პლაცდარმს გაიმყარებს და აშ.
რთული თამაშია მაგრამ აუცილებელია, რომ კარგად შევძლოთ ამ თამაშის თამაში. ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ურთიერთობის აღდგენას შევწიროთ სტრატეგიული ინტერესები. თან რუსები არ არიან ის ხალხი ვინც მარტო ცივი პოლიტიკური გათვლით მოქმედებს, მათზე პირადი სიმპატიებს და ურთიერთობასაც აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და ამის გამოყენებაც შეგვიძლია.
|