იტინგიცეთ ნაცებმა, თქვენი "მთავარსარდალივით", აი კაცი, რეალურად საქმის გამკეთებელი

ისე კი, ერთი რამე ფაქტია, მაგის გადაკიდება მტრისას. ნელ ცეცხლზე იცის იმათი შეწვა, ვინც წინ გადაეღობება ან ვისი საქციელიც არ დაევასება, აღარ ეშვება ხოლმე. მართლა ანაკონდაა

სულ მკიდია როგორ იცის ლაპარაკი, მიშას კი მაგაშიც ჯობია, დორბლებს მაინც არ ყრის

გლეხებს 5-დან 100 ათას ლარამდე სამომხმარებლო კრედიტის აღება შეეძლებათ
თბილისი 12:18 - 05.02.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა110 ზომა:
ფერმერებს სამომხმარებლო კრედიტებთან წვდომა უადვილდებათ. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, გლეხებს შესაძლებლობა ექნებათ 5-დან 100 ათას ლარამდე სამომხმარებლო კრედიტი აიღონ.
„ადრე საპროცენტო განაკვეთი მათთვის იყო 32 %-ი თუმცა ჩვენ ეხლა ვაწესებთ ჯანსაღ გადასახადს და იქნება 7-8%-ი", - განაცხადა პრემიერმა.
მისი განმარტებით, აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთიდან გლეხს მხოლოდ 7-8 %-ის გადახდა მოუწევს, ხოლო დანარჩენს ფონდი გადაიხდის.
ივანიშვილის განმარტებით, აღნიშნული „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებში არ ყოფილა, თუმც მთავრობამ მოახერხა და აღნიშნული პროგრამაც აამოქმედა.
პრემიერ-მინისტრი პირობას დებს რომ წელს უპრცენდენტო ხვნა-თესვა იქნება, ისევე როგორც დახმარება სახელმწიფოს მხრიდან.
როგორც ივანიშვილი განმარტავს, კრედიტებისათვის ეს იქნება მოკლე თუ გრძელვადიანი საშუალება იქნება რომ 700 მლნ ლარი გაიცეს.
„მანამ დავეხმარებით სოფელს ვიდრე წელში არ გაიმართება ქართველი გლეხი", - აღნიშნა ივანიშვილმა.
0-დან 5 ჰექტრამდე მიწის მესაკუთრეები სასოფლო-სამეურნეო ბარათებს მიიღებენ
თბილისი 12:16 - 05.02.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა116 ზომა:
ვისაც მიწა 0-დან 5 ჰექტრამდე აქვს, რასაც ჩვენ მცირე ფერმერულ მეურნეობას ვუწოდებთ, მათი დახმარება იქნება დახვნაზე, დათესვაზე და სასუქებზე. მათთვის უკვე გამზადებულია სასოფლო-სამეურნეო ბარათები, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა და განმარტა, რომ დარიგება უახლოეს ხანებში დაიწყება.
მისივე განმარტებით, აქამდე ამ პროგრამის განხორციელება ვერ ხორციელდებოდა, რადგანაც მიწის საკუთრების პრობლემა არსებობდა ქვეყანაში და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრობლემები ამ მიმართულებითაც მოაგვარა.
ბიძინა ივანიშვილი 14 თებერვალს თურქეთს ეწვევა
თბილისი 12:19 - 05.02.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა57 ზომა:
ბიძინა ივანიშვილი საკუთარი უცხოური ვიზიტებით კმაყოფილია და მათ წარმატებულად აფასებს. „მე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, თუმცა ბოლოს ვაკეთებდი ამის შეჯამებას რომ ჩვენი ოპონენტები ახალ ახალ სიცრუეებს უყრიან საზოგადოებას. ძალიან წარმატებული ვიზიტები მქონდა პირადად. ჩემი ვიზიტი იგეგმება თურქეთშიც 14 თებერვალს",- აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, წარმატებული ვიზიტები ჰქონდათ მთავრობის წევრებსაც, რომლებიც სამუშაო ვიზიტით სხვადასხვა ქვეყნებში უკვე იმყოფებოდნენ.
"რუსეთთან დაიწყო ურთიერთობების დალაგების პროცესი. ზურაბ აბაშიძემ შეხვედრები განახორციელა, 1-ელ მარტს არის კიდევ დანიშნული მორიგი შეხვედრა. ის რომ გუშინ საქართველოდან მივლინებული დელეგაცია იმყოფებოდა რუსეთში ვაჭრობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ ხვნა-თესვავ რომელსაც ჩვენ გაზაფხულიდაბ ვაპირებთ, ყველაფერი იწყება ბაზრიდან და ამას სჭირდება დამატებითი ბაზრები. მე გაბედულად ვსაუბრობდი საარჩევნო პროცესში, რომ ჩვენ აუცილებლად გავხსნიდი რუსულ ბაზარს. მე მხედველოიბაში მქონდა რომ წინა ხელისუფლება და დღევადელი ოპოზიცია, თვითონვე ზღუდავდა რუსული ბაზრის გახსნას, ეს მტკიცდება გუშინდელი მივლენებით. ბაზარი აუცილებელია, და მათ რიცხვში რუსული ბაზარი ძალიან საინტერესოა"- აღნიშნა ივანიშვილმა.
რა იქნებოდა, ჩელიაბინსკში გეცხოვრათ, მეტეორი მაინც დაგეცემოდათ (c) ვიღაცა ფორუმელი
ქართველი კაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ანჯელინა ჯოლისთან დაწოლას, თუ ამას ვინმეს მოუყვება (c) juli_26