#35056675 · 5 Feb 2013, 14:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოჩნდა, რაც სასამართლო განაჩენის გადახედვის შესაძლებლობას იძლევა , - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა და გურამ შარაძის ადვოკატებმა ირაკლი გაბრიჩიძემ და გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადეს. ირაკლი გაბრიჩიძის განცხადებით, საქმეში ახალ გარემოებას ქარმოადგენს სავარაუდო მოწმის ჩვენება, რომელიც #1 საპყრობილეში პატიმრობაში მყოფ გიორგი გათენაძეს ეკუთვნის. ადვოკატი აპირებს, მთავარ პროკურატურაში განაცხადი შეიტანოს, რომელსაც პატიმრის გამოკითხვის ოქმი დაერთვება. გაბრიჩიძის თქმით, პატიმარი 2008 წლიდან ინვალიდია. "ის მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ბარათელი არ არის მკვლელი. მკვლელი არის სულ სხვა. ამ პიროვნებას აიძულებდნენ, რომ ბარათელზე ზემოქმედება მოეხდინა, რათა მას დაებრალებინა არა მარტო გურამ შარაძის მკვლელობა, არამედ დაესახელებინა, რომ მკვლელობის შემკვეთი იყო გოგო ხაინდრავა. პატიმრის ჩვენება დამაჯერებელია", _ აღნიშნა გაბრიჩიძემ. მისივე თქმით, პატიმარ გათენაძეს ბარათელზე ზემოქმედების მოსახდენად მითითებებს ოლეგ მელნიკოვი და კიდევ ერთი პიროვნება აძლევდა. ადვოკატმა განმარტა, რომ გათენაძემ მელნიკოვი ტელეეთერით იცნო. მან ასევე ტელეკადრებში ამოიცნო მეორე პიროვნება, თუმცა მისთვის ამ პიროვნების სახელი და გვარი უცნობია.
|