http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...bi-daakava.htmlვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ირაკლი ს. და წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი , პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პაატა ფ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის 24 აპრილს თბილისში ნუცუბიძის მე-2 მ/რ სადისტრიბუციო ავტომანქანის მძღოლი ნუგზარ ნარინდოშვილი დააყაჩაღეს.
ბრალდებულება მას ცივი იარაღის მუქარით 885 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცეს.
სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად პაატა ფ. რუსთაველის გამზირზე, ხოლო ირაკლი ს. დიღმის მასივში დააკავეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ივალისწინებს.