მე , რომ კაცი ვარ , საერთო გაგებით

, ამ მხრივ ჩემი მეგობრების აზრი მაინტერესებს .
კაცი , რომ ვარ , ბიოლოგიური გაგებით , ამ მხრივ ქალბატონების აზრი მაინტერესებს , რომლებიც ამით ინტერესდებიან
-----------------------------
მერლინ მონროსთან კავშირი , რომ ქონდა ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის , ამას ყველა ხვდებოდა ბევრი ირიბი მტკიცებულებით ---- მაგრამ საბოლოოდ დადასტურდა ორივეს ამ ქვეყნიდან წასვლის , ასე 5-10 წლის შემდეგ .....
ვისთან კოტრიალობდა პაივცემული შენი პრეზიდენტი ---- ამაზე მიუთითებს ბევრი ირიბი მტკიცებულება და ხალხში მოარული ხმები .... და პირველი არ ვარ საქართველოში ვინც ამას ამბობს ..... მე გავხდი შენი თავდასხმის ობიექტი ამ კუთხით ? ავიტან როგორმე , მაგრამ ბევრი რამ მიუთითებს სოფო ნიჟარაძის ფავორიტკობაზე სააკაშვილის კარზე .
სვეჩკა არ მეჭირა , ამაში მართალი ხარ ----- მაგრამ მაქვს დასაბუთებული ეჭვი
-----------------------------
ბენაზირ ბხუტოს , ქალს ..... მაგრამ პოლიტიკოს-ქალს , ტყვია ესროლეს პოლიტიკური მოტივით და არავის მსოფლიოში ყურადღება არ გაუმახვილებია მოკლული პოლიტიკოსი ქალი იყო , თუ კაცი ---- მოკლეს პოლიტიკოსი
როდესაც ინდირა განდის 30 ტყვია დაახალეს , არავინ არ ფიქრობდა ქალს ესროულებდნენ თუ კაცს ---- იმ დღეს მკვლელებმა , ინდოეთის პრემიერი მოკლეს და არვის აინტერესებდა ქალი მოკლეს თუ კაცი
ეგრეა პოლიტიკოსის ბედი ... პოლიტიკოსობა უნისექსობაა აპრიორი ....
ვინმეს მოუვიდოდა აზრათ , ბარონესა მარგარეთ ტეტჩერის მოღვაწეობის შესწავლისას , ყურადღება მიექცია ქალი იყო თუ კაცი ?

ის ბრიტანეთის პრემიერი იყო , რკინის პრემიერი და არავის აინტერესებდა კაცი იყო ის თუ ქალი და არავინ ზოგავდა , მის პოლიტიკურ ოპონენტებზეა საუბარი , იმის გამო , რომ ის ბიოლოგიურად მდედრი იყო
ჩიორა თაქთაქიშვილი არის პოლიტიკოსი , ნაციონალური მოძრაობის სახე ---- მას არ აქვს ბიოლოგიური შემადგენელი ამ კუთხით . ის პოლიტიკოსია და ქალია თუ კაცი სულ ფეხებზე მკიდია მე პირადათ . გუშინ ის იმ ინციდენტში მონაწილეობას იღებდა არა როგორც ქალი , არამედ როგორც პოლიტიკოსი , ნაციონალური მოძრაობის წევრი . და მას მოხვდა არა როგორც ქალს , არამედ როგორც პოლიტიკოს , ნაციონალების დეპუტატს . მან სხვა პოლიტიკოსებთან ერთად , რომლებიც წარმოადგენდნენ ნაციონალურ მოძრაობას , ტანაბრად გაინაწილა ხალხის რისხვა ...... ეს ნორმალურია
არა ნორმალურია , საერთოდ ცემა-ტყეპა , რომ არის ქუჩაში , განურჩევლად ვინ ურტყამს და ვის ურტყამენ , ბიოლოგიური თვალსაზრისით . ამიტომ , ვინც ჩიორას დაარტყა , ის დაისჯება საერთო წესით , თანახმად კანონმდებლობისა და არავითარ მორალურ სემადგენელს მე აქ ვერ ვხედავ.
აფხაზეთის ომის დროს აფხაზები იყენებდნენ ქალ სნაიპერებს ----- ერთი მიპასუხე , რა მნიშვნელობა ქონდა ჩვენი ბიჭებისთვის , ქალი მოკლავდა მას თუ კაცი ....
იარაღი , რომ აიღო ხელში ქალმა , მან მაშინ დაკარგა ის უპირატესობა , რასაც მას ქალობა აძლევს , ის ჩვეულებრივი მეომარი გახდა , არანაკლებ საშიში ვიდრე მამაკაცი მეომარი და ზოგ შემთხვევაში უფრო საშიშიც
ჩიორა თაქთაქიშვილის უპირატესობა , როგორც ბიოლოგიურად ქალის დამტავრდა მაშინ , როდესაც ის პოლიტიკოსი გახდა , ის არანაკლებ მონაწილეობას იღებდა ნაციონალური მოძრაობის საქმიანობაში , ვიდრე კაცი-პოლიტიკოსები და ზოგ შემთხვევებში კაცებზე მეტსაც .
ამიტომ ვერ ვუყურებ მე აქ მორალურ და ზნეობრივ დილემას ------ გუშინ გაილახენ პოლიტიკოსები , არა კაცი და ქალი ზოგადათ , არამედ პოლიტიკოსები . პოლიტიკოსის გალახვა , როგორც კაცის , ასევე ქალის თანაბრად დამსჯადი დანაშაულია . ამიტომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს თანახმად კანონისა ----- რაც მოხდა კიდევაც
ამიტომ ვიშვიშის საგანს ვერ ვნახულობ .....
როგორც ნაციონალებს მოხვდათ გუშინ ...... ისევე ხვდებოდა 9 წლის განმავლობაში , ნაციონალების მხრიდან მათ ოპონენტ პოლიტიკოსებს ....ჩვეულებრივი მოვლენაა , არაფერი სასწაული და ფანტასტიური
----------------------------
ვინც ვერ გაიგო ----- ცივი წყალი .....უხდება
01.10.2012.