ერთი რამე მინდა დავამატო, თვითონაც არასწორად ავრცელებს ინფორმაციას..
ლეიბორისტული პარტიიდან არ წამოსულა, არამედ გარიცხეს.
სამწუხაროდ მომიწევს ფარდა ავხადო ყველაფერს
ირაკლი ვიცი რომ კითხულობ ეხლა ამ ყველაფერს, ძალიან არასასიამოვნოა შენთვის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ყველაფერი თუ არ ითქვა ეგ უფრო არ იქნება სწორი..
ლეიბორისტულ პარტიაში გაწევრიანდა როგორც ირაკლი ყიფიანი, ანკეტა შევსებული აქვს როგორც ირაკლი ყიფიანს, მოულოდნელად საიდანღაც გამოჩნდა და 1 თვეში ისე მოშინაურდა ოფისში რომ ყველასთან დაამყარა ახლო ურთიერთობა, პარტიის ლიდერთანაც და სხვა თანამშრომლებთან, საზრიანი და ჭკვიანი ახალგაზრდის სახელი ქონდა, ფეისბუქზე ცნობილი იყო მისი ლექსები, ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა ამ ლექსებმა და უფრო მეტიც, პარტიაში გადაწყდა რომ უნდა ჩატარებულიყო პოეზიის საღამო, "ირაკლის" ლექსების. ამ ყველაფერს ორგანიზება გაუწია ბელა ალანიამ, რომელსაც გულწრფელად უნდოდა მისი წარმატება. დაიქირავეს კინოს სახლი... შეიკრიბნენ სტუმრები... 100-მდე ადამიანი, მათ შორის შალვა ნათელაშვილი და უკლებლივ ყველა პოლიტ. კომიტეტის წევრი, ელოდნენ, ელოდნენ და სად არის ირაკლი? ირაკლი არ მოვიდა
ტელეფონი გათიშული.. სახლის მისამართზე ვერ მივაგენით და ფეისბუქი გაუქმებული...
ჩვენი ირაკლი აღმოჩნდა პლაგიატი, რომელიც იპარავდა ვინმე ბადრი შუბლაძის ლექსებს (შეგიძლიათ პირადად ბადრი შუბლაძესაც გაესაუბროთ). სხვისი ლექსებით თავს იმკვიდრებდა ინტერნეტ სივრცეში და ასე ატყუებდა უამრავ ადამიანს...
ამას გარდა იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც მან სოსო შატბერაშვილის კარებზე მიაკრა ქაღალდი, შემდეგი ტექსტით: სოსო წადი!
რისი მიღწევა უნდოდა ამ ყველაფრით მარტივი მისახვედრია, პარტიაში განხეთქილების გამოწვევის..
ასე რომ ჩემო ირაკლი ტყუილად ნუ ავრცელებ ცრუ ინფორმაციას, თითქოს პარტიიდან წამოხვედი და ახალგაზრდულის ლიდერი იყავი! არასდროს არ ყოფილხარ შენ ახალგაზრდულის ლიდერი და ვერც იქნებოდი. ნუ კიდევ უამრავი ფაქტი არსებობს მის აფერისტობებზე, აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას..
მეგობრობაში არ გამოდგა, ძმაკაცობაში არ გამოდგა, ადამიანობაში არ გამოდგა და სამშობლოს როგორ უნდა გამოადგეს ეჭვი მეპარება
უმადურობაზე, მლიქვნელობაზე, ჭორიკნობაზე ისტორიებს აღარ მოვყვები, ესეც საკმარისია
ბოლოს ოცნებაში იყო, გაუგეს მაიმუნობები და გამოაგდეს, ეხლა კუკავას აბოლებს როგორც ვიცი
This post has been edited by Bekushaa on 11 Feb 2013, 02:57