ტანკეარ ხარ შენ ის კაცი, პოსტების რაოდენობით რომ განმსაჯო.
ვკითხულობ ფორუმს კაი ხანია და "გიცნობთ" ყველას, ფანტასტიური მეხსიერება მაქვს.
რაც შეეხება SF-ს, თითქმის 2 წელიწადნახევარი ვიცხოვრე მაგ ჭაობში, კი ჭაობია და თანაც ყველაზე ძვირი და ღრმა, იქ თუ ჩაჯექი, ვეღარ ამოხვალ.
საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების გაცნობა მომიწია.
შენ წარმოიდგინე და BROWN-ი რომ იყო SF-ის მერი, ორჯერ მეეთრა ჩვენს რესტორანში.
თუ იცი რატომ?
მკითხე კრიმინალზე და გიპასუხებ.
მაყუთს უმაზავდნენ რესტორნის პატრონები.
არა ბიჯო და დასახლებულ ქუჩაზე, ლაუდ მუსიკას ჩართავდი ღამის სამის ნახევრამდე, თანაც ცოცხალი შესრულებით და ისიც როცა გყავდა ოდესელი პიანიცა სოლისტი, სახელად "გრომკი".
რო დასჭექავდა ეს შობელძაღლი, მოხუცები ხომ გარბოდნენ დარბაზიდან, თან გვწყევლიდნენ, მერეა და გიფსო-კარდონი სცვიოდა ჭერიდან.
ისიც გეცოდინება, market-ის ქუჩა ორად ჰყოფს ქალაქს, სამხრეთ ნაწილს SOMA ჰქვია, ანუ სამხრეთ მარკეტი.
თავიდანვე გამაფრთხილეს ფეხით არ გამევლო მაგ უბნებში.
მერეა და მანქანით თუ გაიარე და აკვირდები ქუჩებს, შანსი არაა არ "დაგხვოსტონ".
ჩვეულებრივად ქუჩაში ჰყიდიან ნარკოტიკს.
პროსტიტუცია აკრძალულია, მაგრამ როგორ, ე მაგას ვერ მივხვდი.
ვცხოვრობდი VAN NESS Ave-ს გვერდზე ქუჩაზე, პერპენდიკულარზე POLK-ი კვეთავს.
მანდ არის თუ არის ყველა მსოფლიოს ნაგავი თავმოყრილი.
ბევრი რამ შემიძლია მაგ ქალაქის შესახებ ვთქვა, ვიცი შენი ოცნების ქალაქია, მაგრამ გირჩევ, მაეშვა.
ჩასასვლელად და გასართობად ღირს, საცხოვრებლად არა და ვერა.
ყველაფერს თავი დაანებე, სანამ სხვა შტატში არ გადავედით, ბავშვები მანამდე არ წამოვიყვანე საქართველოდან.
პ.ს. თუ სურვილი გექნება, PM-ზე მომწერე და იქ გიპასუხებ. რევაზა გაგვიბრაზდება, ისედაც გავუოფე თემა.
This post has been edited by elchi on 17 Feb 2013, 04:34