#35237225 · 17 Feb 2013, 20:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
androabuladze
| QUOTE | ივანიშვილი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ აჭარის დამპყრობელი ოსმალეთის იმპერიის სულთნის, აზიზიის სახელობის მეჩეთი საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი იუნკერების ძვლებზე არ აშენდება.
მეჩეთი აშენდება სხვაგან და ის არ იქნება აზიზიის სახელობის. |
მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ აზიზიეს მეჩეთზე საუბრის დროსაც ბოლოს უკვე წავიდა ლაპარაკი სხვაგან აშენებაზე.
რაც შეეხება ძვლებზე აშენებას. როცა მაზნიაშვილის მეთაურობით ქართველთა რაზმებმა ბათუმი თურქებისგან დაიცვეს, უკვე მენშევიკური მთავრობის გაქცევის შემდეგ, დაღუპულ ქართველ მეომართა საკმაო ნაწილი მუსლიმანი იყო და ამიტომაც დაკრძალეს მეჩეთის ეზოში, კონკრეტულად, აზიზიეს მეჩეთის ეზოში.
...აქ, ზოგმა მეტისმეტად მონდომებულმა რომ სხვანაირად არ გაიგოს რამე, დავაზუსტებ, რომ აზიზიეს სახელობის მეჩეთის აგების წინააღმდეგი ვარ, ნებისმიერ ადგილას. მიუხედავად იმის, რომ ის მოქმედი მეჩეთი არ იქნებოდა, სამუზეუმო როლს უმზადებდნენ, ხოლო ეს ახალი მეჩეთი მოქმედი იქნება.
This post has been edited by Geronti on 17 Feb 2013, 21:19
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
|