#35242922 · 18 Feb 2013, 03:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აჭარის ავტონომია...გააჩნია რა დატვირთვა გააჩნია ამ ავტონომიას.პრინციპში არ უმაღლესი საბჭო,არც ადგილობრივი მთავრობაა პრობლემა.საერთოდ არა მგონია ცუდი დეცენტრალიზაცია.ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა დგილობროვო თავადების გაჩენას და თვითნებობას,როგორც ასლან ფაშას მმართველობის დროს იყო.უნდა იყოს გარკვევით გამიჯნული ცენტრისა და რეგიონების უფლებები და კომპეტენცია.უკეთესი კი იქნებოდა,რომ არ ერქვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა,მაგრამ ყარსის ხელშეკრულება გვავალდებულებს ამას. რაც შეეხება თურქულ ექსპანსიას.აჭარის ავტონომიური სტატუსი აქ არანაირ სერიოზულ როლს არ თამაშობს.სხვაგანაა პრობლემების სათავე და ხელშემწყობი ფაქტორები საძებნი.არანაირი ავტონომია არ გააჩნია ჯავახეთს,ან ქვემო ქართლს,მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი სხვა ეთნოსების მხრიდან(დემოქგრაფიულ ჯერ ჯერობით) ექსპანსიას.თუ თურქეთი გახდა ასე თუ ისე უფრო სასურველ ალტერნატივად,რომელიც რაღაც პერსპექტივებს "ქმნის" ვინმესათვის,ვირაც გაიხედავს იქ ალბათ.და ასეთებმა შეიძლება იმრავლონ რაღაც დროის მანძიზლე.ვიღაც რუსეთში ხედავს პერსპექტივასა და ალტერნატივას...მოკლედ ეს არაა კონჯკრეტული რეგიონის ვიწრო პრობლემა.ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პორბლემა,როგორც ასეთის.წარმოიდგინეთ სიტუაცია ჯავახეთში,სასომხეთი რომ ყოფილი ბევრად მდიდარი და ეკონომიკურად ძლიერი,ვიდრე არის დღეს...
--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა...
|