“მე აგვისტოს ომში წინა ხაზზე ვიბრძოდი, მაშინ როცა სააკაშვილი მიწაზე ფორთხავდა და მინდა ვთქვა, რომ ეს ომი სააკაშვილის მიერ წინასწარ ჩაფიქრებული პროვოკაცია იყო. 2008 წლის აპრილში, თავდაცვის სამინისტრომ უცხოეთიდან 10 ათასი ცალი მკვდრის ჩასასვენებლი ტომარა ჩამოიტანა. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, რისთვის სჭრიდებოდა თავდაცვის სამინისტროს ამდენი მკვდრის ჩასასვენებლი ტომარა, ჯერ კიდევ ოთხი თვით ადრე?!”,- აცხადებს მამალაძე, რომელიც მისი განცხადებით, ამ დროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი იყო.
უშიშროებაც და თავდაცვაც ახალი მთავრობის ხელშია. ოფიცილურად გამოიძიონ იყო თუ არა მზადება ომისთვის, რაში გამოიხატებოდა და რა ამოცანის გადაჭრაზე იყო ეს მზადება ორიენტირებული. ასეთი დასკვნის გარეშე ამ პიროვნების განცხდება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული სახელწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნებას გავს. ასე არაა, ???
ჩემი პირადი შეფასება კი ასეთია: ეს კაცი თავისი ველური საქციელის გასამართლებლად ქვეყანას არ ინდობს და ბრძოლის დროს სიცოცხლის გადასარჩენად რისი მკადრებელი იქნებოდა, ჩემთვის ცხადია.
რაც შეეხება მის ბრძოლაში მონაწილეობას, ცხინვალში მებრძოლ ორ კაცს ვიცნობ ძალიან ახლოდან, ერთი მართლა გმირია, მეორე კო დოქსოფულო, თავის დედასაც რომ გაყიდის ისეთი. მოკლედ ბრძოლაში მონაწილეობა ინდულგენცია არაა. მასე რომ იყოს, თავის დროზე ბრძოლაში მხედრიონელებიც მაგარი შემსრულებელი ხალხი იყო , მაგრამ სამოქალაქო ცხოვრებაში მოიკოჭლებდნენ