ერეკლე მეორის საზოგადოება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის გამართვას ეწინააღმდეგება
როგორც ჟურნალისტებს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ განუცხადა, "საუკუნეების მანძილზე საქართველო ოკუპირებული იყო ოსმალების, სპარსებისა მონღოლების არაბების თუ სხვა მრავალი დამპყრობლის მიერ, ამ ლოგიკით კი ყოველ კვირა ოკუპაციის კვირეული უნდა იყოს".
"1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მაშინდელ გამარჯვებულ პარტიას, რომელსაც ნოე ჟორდანია ხელმძღვანელობდა, რუსეთის "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" კავკასიის განყოფილება ერქვა. მაშინ საქართველოს ეროვნულ დროშასთან ერთად კი რუსეთის დროშაც აღიმართა, რომელიც ნოე ჟორდანიასა და მისი პარტიის დავალებით, 6 თვის მანძილზე ფრიალებდა.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=27113