დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ვითარება რთული იყო.
მის დაკარგვას რუსეთი ვერ ეგუებოდა და ყოველნაირად
ცდილობდა, საქართველო კვლავ თავის შემადგენლობაში
დაებრუნებინა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა კი
ყოველ ღონეს ხმარობდა, ბოლშევიკურ რუსეთთან ნორმალური
დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა.
1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და
დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამშვიდობო და
სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა. მაგრამ ამას
რუსეთისათვის ხელი არ შეუშლია საქართველოს საზღვრები
გადმოელახა და ქვეყანა დაეპყრო. ამისათვის, მზადება კარგახანს
მიმდინარეობდა. საჭირო იყო, საქართველოსათვის ყველა
2/25/2016 25 თებერვალი – რუსეთის ბოლშევიკურმა ჯარებმა მოახდინეს საქართველოს ანექსია (1921)
http://www.nplg.gov.ge/print.php?type=hist...calendar&id=470 2/4
მხრიდან დაერტყათ. საქართველოს დაპყრობას მოსკოვში
უშუალოდ სტალინი ხელმძღვანელობდა, ამიერკავკასიაში კი ამ
საქმის მეთაური და შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე იყო.
1921 წლის თებერვლისათვის ყველაფერი მზად იყო. 12
თებერვალს საბჭოთა არმია საქართველოში შემოვიდა და
თბილისისაკენ გაემართა. ამასობაში სოჭის მხრიდან რუსეთის
მე8 არმია შემოიჭრა, რუსეთის სამხედრო ნაწილები შემოვიდნენ
ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდანაც.
დემოკრატიული საქართველოს ჯარმა მტერს დიდი
წინააღმდეგობა გაუწია. გადამწყვეტი ბრძოლა კოჯრის
მიდამოებში მოხდა. 2021 თებერვალს რუსებმა ქართველებზე
ორჯერ მიიტანეს იერიში, მაგრამ ქართველებმა ისინი მოიგერიეს.
მაგრამ 24 თებერვლისათვის ვითარება მეტისმეტად დაიძაბა.
ომის დაწყებისთანავე საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის სახელით ნოე ჟორდანიამ რადიოთი მიმართა
ლენინსა და ტროცკის, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და
მოლაპარაკებების გამართვა მოითხოვა, მაგრამ რუსეთის მხარემ
პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა.
25 თებერვალს თბილისში მე11 წითელი არმია შემოვიდა. ეს იყო
საქართველოს უდიდესი ტრაგედია. ორკვირიან უთანასწორო
ბრძოლაში საქართველო დამარცხდა. თბილისის მერიის თავზე
დამპყრობლებმა დამოუკიდებელი საქართველოს დროშის
ნაცვლად საბჭოთა რუსეთის დროშა აღმართეს. ასე მოახდინა
რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია.
მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უთანასწორო საომარი
მოქმედებები მიმდინარეობდა, რუსეთი და თურქეთი
საქართველოს იყოფნენ. 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში
ხელმოწერილი შეთანხმებით თურქეთმა ბათუმი საქართველოს
2/25/2016 25 თებერვალი – რუსეთის ბოლშევიკურმა ჯარებმა მოახდინეს საქართველოს ანექსია (1921)
http://www.nplg.gov.ge/print.php?type=hist...calendar&id=470 3/4
დაუტოვა, არტაანისა და ართვინის ოლქები (ისტორიული ტაო
კლარჯეთი და მესხეთის ნაწილი) კი თვითონ დაისაკუთრა.
საქართველოს დამფუძვნებელი კრების წევრები და მთავრობა
ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში გაიხიზნენ, საბოლოოდ კი
ემიგრაციაში გაემგზავრნენ.
1921 წლის 18 მარტს ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობასა და საბჭოთა დამპყრობლებს შორის
დაიდო შეთანხმება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
ამით საქართველოს მთავრობამ უაზრო სისხლისღვრაზე უარი
განაცხადა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა.
გასაბჭოების შემდეგ საქართველოს მიწები სოხეთმა და
აზერბაიჯანმაც მიისაკუთრეს. 1921 წლის 5 ივლისს დაკანონდა
საინგილოს მიტაცება აზრებაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის მიერ.
ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს საქართველოს და
აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტების თავმჯდომარეებმა
ფილიპე მახარაძემ და ნარიმან ნარიმანოვმა. მაგრამ აზერბაიჯანი
არც ამით დაკმაყოფილდა. ერთი წლის შემდეგ დავით გარეჯის
სამონასტრო კომპლექსის ნაწილიც აზერბაიჯანის საზღვრებში
მოექცა.
პრეტენზიები სომხეთმაც გამოთქვა, რამდენადაც გასაკვირი არ
უნდა იყოს, მათ ისტორიული ჯავახეთის მიწების მითვისება
სურდათ, მაგრამ უარი ეთქვათ და ბოლოს ლორეს ნეიტრალური
ნაწილი მისცეს.
თავისი ულუფა მიიღო რუსეთმაც. 1925 წელს სსრკის
ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის
ფედერაციას პილენკოვოს მხარე (აფხაზეთის ნაწილი) და
2/25/2016 25 თებერვალი – რუსეთის ბოლშევიკურმა ჯარებმა მოახდინეს საქართველოს ანექსია (1921)
http://www.nplg.gov.ge/print.php?type=hist...calendar&id=470 4/4
დუშეთის მაზრის ნაწილი გადასცა. ამრიგად, გასაბჭოების შემდეგ
საქართველომ 17 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი
ტერიტორია დაკარგა. თუმცა, შემდგომ წლებში საქართველოს
თავისი მიწების უმნიშვნელო ნაწილი დაუბრუნეს. მაგრამ
ქართული მიწების მითვისების სურვილი დღემდე არ ცხრება.
წყარო: "საქართველო არის ესე"
, –ტ. 8.
http://www.nplg.gov.ge/print.php?type=hist...calendar&id=470 This post has been edited by jangula on 25 Feb 2016, 10:26
მიმაგრებული სურათი