#35378785 · 27 Feb 2013, 02:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სააკაშვილის გვარზე მაქსიმუმი დავწერე. რა ტერტერა, რის ტერტერა? აკვიატებული გაქვთ ვიღაც ტერტერა და ატრიალებთ გამუდმებით. გოგებაშვილის მოთხრობის მეტი რამე ისტორიული საბუთი არსებობს?
ვისაც აქვს რექტორ მიხეილ სააკაშვილის სომხობის დამადასტურებელი ცნობა, მისი სომხური გვარი წიგნებზე, დადოს აქ. თუ არა აქვს, მორცხვად დახაროს თავი. ვიღაცის ბებიამ და პაპამ რა გადმოსცეს, ეს დოკუმენტი არ არის. ქართველია მიშას მამა და ქართველი იყო მამიდამისი, ჩემი მეზობელი. მშვენიერი მხატვარი.
გითხარით ისიც, რომ რექტორ მიხეილის ძმა ქართველი კათოლიკე პატრი იყო. მაგრამ რაც დავწერე, არ კითხულობთ. "ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია"!
აქ ვინც ბევრს აქტივობს, დამიდეთ გვარები პმ-ში და ადვილად მოვუნახავ მათ (მეგრული გვარების გარდა) არაქართულ წარმომავლობას. მერე არ დამიწყოთ, აცა-აცა, მაცა-მაცაო. ვინ იქნება პირველი?
|