nioradze
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1738
წევრი No.: 69386
რეგისტრ.: 7-August 08
|
#35373657 · 26 Feb 2013, 21:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (X Man @ 26 Feb 2013, 21:07 ) | abelo
| QUOTE | | როგორც ვიცი მიშას პირად დაცვაში რჩება 400 კაცი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ცალკეა. |
განცალკევება იდიოტური გადაწყვეტილებაა, უნდა აღდგეს პრეზიდენტის პირადი დაცვის სამმართველო. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე მკვეთრად დაეცემა პრეზიდენტის უსაფრთხოების ხარისხი, ასევე დაიკარგება აუცილებელი კოორდინაცია. პატარა ბავშვებივით თამაშობენ ადამიანებისა და სახელმწიფოს ბედით...ძალიან ცუდი ტენდენციაა პატივცემულო კოლეგა-ფორუმელო, ქვეყანა სწორი გზით არ მიდის...
|
საქართველოს კანონი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლებებით და ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობებით. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. მუხლი 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და პატივისცემა; გ) ურთიერთკოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მოქმედება სამართალდამცავ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან; დ) ერთმმართველობა და ცენტრალიზაცია; ე) ორგანიზაციული, დაცვითი, რეჟიმული, ოპერატიულ-სამძებრო, ტექნიკური, ღია და ფარული მეთოდების ურთიერთშერწყმა.
თავი I1 საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაცია, უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი № 206 - ვებგვერდი, 28 . 0 1.2013წ. მუხლი 52. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური 1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, აგრეთვე პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული ობიექტების დაცვას, ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ უფლებებს და ასრულებს ამავე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. 2. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურზე ვრცელდება ამ კანონის მე-2 და მე-3 მუხლების დებულებები. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი № 206 - ვებგვერდი, 28 . 0 1.2013წ. მუხლი 53. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანები 1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაიცვას: ა) საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში; ბ) საქართველოს პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული ობიექტები. 2. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური საკუთარი ამოცანების შესასრულებლად იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ, სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებებს. 3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები) თავიანთ მფლობელობაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით. 4. აკრძალულია საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 5. პერსონალური დაცვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი № 206 - ვებგვერდი, 28 . 0 1.2013წ. მუხლი 54. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზაცია 1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური ცენტრალიზებული სისტემაა. 2. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თავის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის სისტემაში აქვს ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული კომპეტენცია, გარდა იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი № 206 - ვებგვერდი, 28 . 0 1.2013წ. მუხლი 55. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები და მოვალეობები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებებსა და მოვალეობებზე ვრცელდება ამ კანონის III თავით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის დადგენილი დებულებები. ამასთანავე, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმავე თავით განსაზღვრულ უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი № 206 - ვებგვერდი, 28 . 0 1.2013წ. მუხლი 56. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის წესი და თანამშრომლები 1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლაზე ვრცელდება ამ კანონის 51 მუხლის დებულებები. 2. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებზე ვრცელდება ამ კანონის IV–V თავების დებულებები. ამასთანავე, იმავე თავებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. მუხლი 57. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებული რესურსებით. 3. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით დადოს ხელშეკრულებები. 4. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის მიწის ნაკვეთები, შენობები, ნაგებობები, საწარმოები, მოწყობილობები, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ან სხვა სახსრებით შეძენილი ან შექმნილი ქონება სახელმწიფო საკუთრებაა. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. მუხლი 58. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა 1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით. 2. საქართველოს პრეზიდენტი ისმენს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ და ამტკიცებს სამსახურის საქმიანობის პროგრამას. 3. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ზედამხედველობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
This post has been edited by nioradze on 26 Feb 2013, 21:50
--------------------
ცუდია დაღრეჯილობა
|