პირველი სამი ოთხი წუთი დაკვირვები მოვუსმინე,
დაჟე ისიც კი გავიფიქრე _ ამ კაცს ეს 8 წელი ასე მშვიდად, თავდაჯერებით და ადამიანურად რომ ელაპარაკა,
ვინძლო 1 ოქტომბერს საარჩევნო კაბინაში ცოტა მეტად დავფიქრებულიყავი-მეთქი...
და უცებ ბრახ და ჩახია დაახლოებით ასეთი მიშური რაღაც:
"მე რუსული ბიზნესის წინააღმდეგი არასდროს ვიყავი, თუ კი ჩამოვიდოდნენ და დაასაქმებდნენ აქაურ ხალხს,
არ იქნებოდნენ მონოპოლისტები და რესურსების ძირითადი წილი ქართულ სახელმწიფოს ექნებოდაო.
მაგრამ ეს რუსული ბანკები თუ ჩამოვლენ, ყველაფერი პირიქით მოხდებაო"
ნუ აი რა ვთქვა კაცმა....

ის საერთოდ ცალკე თემაა, თუ რამდენად მართალია ის რაც თიბისიზე თქვა და საერთოდ ვინ კითხავს მას ამას,
ან ის თუ რა რეაქცია მოყვება ამას ბანკების მომხმარებლებისგან ხვალ-ზეგ და როგორ შეიძლება ამან დააზაროლოს ფინანსური სექტორი...
(მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბანკი HSBC რო კისრისტეხით გაიქცა ქართული ბაზრიდან ის არ უხსნეება რატომღაც)....
აღარც იმაზე ვამბობ რამეს, მის დროს უფრო იყო რუსული კომპანიების მიერ ცალსახად მონოპოლიური სექტორები დაკავებული თუ დღეს.
მაგრამ აი იმას რა ლოგკით განასხვავებს ტიპი, რომ მის მიერ ნაპროგნოზირები რუსული ინვესტიცია
თავისდროინდელისგან განსხვავებით სრული ანექსია და მონოპოლიზაცია იქნება?
მაგალითად, თუ ვითიბი იყო ამდენი წელი ქართულ ბაზარზე და საკმაოდ წარმატებითაც, სხვა უფრო დიდ რუსულ ბანკს რა ღმერთი გაუწყრება?
ან აწი შემოსული ბანკები რა _ ციმბირიდან ჩამოიყვანს მუშახელს, თუ გადასახადები შევა კამჩატკის ბიუჯეტში?
დემაგოგადაა ტიპი დაბადებული და დაკიდე მართლა რითიც გინდა ჰაა...
და უსმენს ახლა ამას ნაცობა და დნებიან _ თუ რა ბრძენი პრეზიდენტი ყავთ

პ.ს. ოჰოო, სანამ ვწერე, უკვე აუწევია ხმისთვის