სვანეთში ასავალ-დასავალი არ შემოდის სერ!
ნაც-არხები კი იცოცხლე.
მეც ასევე შემოგიბრუნებ რჩევას: ნუ უყურებ რუსთავი-2-ს. მავნებელია ადამიანური აზროვნების ობიექტურობისათვის.
მე არ ვამტკიცებ, რომ ენგურჰესი გაყიდულია რუსებზე. ის რაღაც ფორმით "ერთობლივად მართვაში" გადასცეს ნაცებმა რუსეთს ოკუპაციიდან ძალზე მოკლე ხანში.
შენ რომ კალაძის სიტყვები მოიყვანე, რომ გაყიდული არ არისო, მე ბარამიძის სიტყვებს შეგახსენებ, რომ რომ არ გადაგვეცა, წაგვართმევდნენო.
"კვარციტი" ვისია?
თბილისის წყალი?
გაზმომარაგება?
ვეცდებო მოვიძიო სრული ნუსხა.
და ეს ყველაფერი სახელმწიფო ქონება იყო და სტრატეგიული.
ბანკები, კი რასაც შენ ახსენებ კერძო საკუთრებას არ წარმოადგენენ?
კიდევ კარგი ამერიკელებმა არ არ დაანებეს, თორემ ბენდუქიძე თვით გაზსადენ მაგისტრალს აყიდდა რუსებს და ტელეეკრანიდან გვმოძღვრავდა, რომ გაზსადენი "ტრუბაა", ხელებს შორის ჰქონდა წარმოსახვითი "ტრუბა" და აი, ეს ტრუბა (ერთ მეტრზე ჰქონდა გაშლილი ხელები) რუსებმა რომ იყიდონ და ჩვენ ფული მოგვცენ ამით რამე შავდებაო?
თითქოს "პოლდიუმა" მილის ნაჭერს ატრიალებდახელში.
ეს ფაქტებია, რაც უკვე რეალიზდა და შენ ჰიპოთეტურ საფრთხეებზე ლაპარაკობ.
დალოცვილო, ჯერ ის დაინახე, რაც შენს თვალწინ დევს და მერე გახედე ჰორიზონტებს.
და კიდევ ერთხელ მივუბრუნდები ჩემს მიერ უკვე დაპოსტილს.
მე პირადად მაწუხებს ეს მისტერიული საკითხი:
ყველაზე დიდ და თავსატეხ კითხვას პირადად ჩემთვის აჩენს ომის წინა ვითარება.
ჩვენი ტელევიზია ყოველდღიურად აჩვენებდა, რომ ოსები დიდიან-პატარანად ჩრდილოეთ ოსეთში გადაჰყავდათ ავტოკოლონებით და ცლიდნენ ცხინვალს და მთელ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ოსებისგან. თან ოსური მხარე განმარტავდა, რომ ევაკუაცია ხდებოდა საქართველოს მხრიდან დაგეგმილი აგრესიის გამო. ე.ი. ისინი ინფორმირებული იყვნენ ჩვენი სამზადისის შესახებ. ამ დროს კი ჩვენები მაინც შევარდნენ ცხინვალში.
დალოცვილო, ხედავ, რომ ხაფანგს ამზადებენ, შენ კი მაინც შედიხარ ხაფანგში? ამიტომ ჩნდება დიდი ეჭვი, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, (ზევით) და ყველაფერი დაგეგმილი იყო იმ სცენარით, რაც გათამაშდა შემდგომში.
ასე არ არის? ვინ გააფრთხილა ისინი? ჩვენებმა? თუ ჩვენებმა არა, მაშინ რატომ არ დაინახეს ჩვენებმა დასანახი? შეგნებულად? მღრღნელი ეჭვები! ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა კი არ ვართ და წმინდანებმა კი არ ჰყარეს კენჭი, - ვისი წილხვედრი უნდა ყოფილიყო საქართველო, არამედ უწმინდურებმა - ამერიკამ და რუსეთმა ჰყარეს ჩვენს ზურგს უკან კენჭი და რუსეთმა მოიგო ჩვენი თავი ალბათ დიდი დროით.
ამერიკამ კი, როგორც ხელმარჯვე შულერმა, მათ სასარგებლოდ დაამაგნიტა კამათელი. ჩვენ კი დაგვიტოვა ხავსი, რომ "მაპზე უკეთესი" მივიღეთ და მე-4 ათასწლეულში აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრები. ნეტავ არ იყოს ასე!
ხომ არ იყო ეს ტერიტორიების გაყიდვის დიდი ავანტიურით ჩადენილი და სისხლით გაჟღნთილი სპექტაკლი?
ამასაც გადახედე სერ!
http://www.google.com/url?sa=t&rct=j&q=%E1...itfVihvmwMsb6Sg This post has been edited by dylan on 27 Feb 2013, 13:48
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.