#35410979 · 1 Mar 2013, 11:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღადაობ? ირაკლი ღარიბაშვილი რა პონტში მოგწონს? და მით უფრო წულუკიანი?
დადებითი: კირვალიძე (ყოველ შემთხვევაში სხვა მკვდარი სული მინისტრებისგან განსხვავებით რაღაც ოპტიმისტური პროექტები დაიძრა სოფელში) კვირიკაშვილი - ეკონომიკის მინისტრი - ნელ-თბილად, თუ არც არაფერს აკეთებს, რაღაც უაზრო აგრესიულ განცხადებებს არ ისვრის
არ მომწონს: ფანჯიკიძე - აბსოლუტური 0 დარახველიძე - 0 ოდიშარია - 0 მარგველაშვილი - განათლების სამინისტროში არანაირი ცვლილებები არ ისმის, მთელი მაგის პოლიტიკა ის არის რომ მივუშვათ სკოლები და მშობლები, რამეზე მოილაპარაკონ ხადური - ბევრს ლაპარაკობს, ცვლილებები ან საკანონმდებლო, ან რაიმე სხვა არ ისმის. მიყვება ინერციით წინა მთავრობის მიერ აწყობილ სისტემას ნარმანია - კაცმა არ იცის რას აკეთებს, გარდა იმისა რომ მასალებს აგზავნის პროკურატურაში. ჯერ იშლებაო სამინისტრო, მერე ეტყობა მოეწონა მინისტრობა ალანასია - რა ვიცი, აქაც ვერ გავიგე, ტო ლი არ გვჭირდება ჯარი, ტო ლი უკვე აწყობილია და ყველაფერი აჟურშია სერგეენკო - აქაც არაფერი ისმის საერთოდ. მგონი დღემდე ვერ გაერკვია რა უნდა გააკეთოს და თავი საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ჰქონია ხათუნა გოგალაძე ( ხო ასეთი მინისტრიც ყოფილა, გარემოს დაცვის) - ან გარემო არ გვაქვს, ან დეკრეტშია გასული. სურათიც რომ ვნახე, ვერ გავიგე ვინ არის ყიფიანი გაიტანეთ, იმის დამამახსოვრდა რომ გააპრავა კურტანიძე და უხეშად ჩაერია ფედერაციების საქმეებში. ზაქარეიშვილი საერთოდ გაიტანეთ....
სუბარი/კალაძე - არ ვიცი, რაღაცას ფაფხურობენ მარა პოზიტიური თუ არა, ნეგატიურსაც ჯერ ვერ დააბრალებ. კალაძეს მით უმეტეს, იმის ფონზე რომ საერთოდ სხვა "სპორტში" აღმოჩნდა, შტერობებით მაინც არ გვამახსოვრებს თავს, ფანჯიკიძესავით
This post has been edited by Asmeta1084 on 1 Mar 2013, 11:57
|