ეგი ამბავი ჩაიფარცხა უკვე?
http://timer.ge/2310-koka-yandiashvils-moq...-itsyeben.html#
ათობით მოქალაქემ, რომელიც თავს ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილისა და მისი დედის, დალილა საზანდრიშვილისგან დაზარალებულად ასახელებს, დღეს მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართა.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ყანდიაშვილმა და დალილა საზანდრიშვილმა რამდენიმე წლის წინ მათ ბინები იპოთეკით დაატვირთვინეს, შემდეგ თანხა მიითვისეს, თანხის პროცენტი აღარ გადაიხადეს, თავად მიიმალნენ, იპოთეკარებმა კი ბინების მფლობელები სახლებიდან გამოასახლეს.
დაზარალებულმა ირმა ქიმერიძემ "თაიმერთან" საუბარში განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ მისი მეუღლე დაიჭირეს. ოჯახს საპროცესო გარიგებისთვის თანხა დასჭირდა. კოკა ყანდიაშვილი და მისი დედა კი შეპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ.
"სამი ბინა გვქონდა. დალილა საზანდარიშვილმა მითხრა, რომ ეს ბინები არ გამეყიდა და ის დამეხმარებოდა. მისი პირობა იყო: ჩამიდებ ბინებს, მე ამ ფულს დავატრიალებ, შენ როდესაც საპროცესო თანხა დაგჭირდება, მოგცემ და სამივე ბინას გაგითავისუფლებო. თუმცა ეს თავისი ბოროტი ზრახვებისთვის გამოიყენა", - განაცხადა ქიმერიძემ.
მისივე თქმით, კოკა ყანდიაშვილს პასუხისმგებლობა თავის თავზე ჰქონდა აღებული და იპოთეკარებთან თავად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
"ჩვენამდე არავის უშვებდა. იპოთეკარები მას შემდეგ გამოუშვა, რაც დედა გადამალა და თავადაც გაიქცა. 2009 წელს კი სამივე ბინიდან გამოგვასახლეს ისე, რომ პროცენტის პროცენტებიც კი წაიღეს. მომავალში ალბათ შიმშილი და სიკვდილი მემუქრება. ქუჩაში ვარ დარჩენილი 2 მცირეწლოვან შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად", - განაცხადა ირმა ქიმერიძემ და აქვე აღნიშნა, რომ კოკა ყანდიაშვილის დეიდა იპოთეკური სესხების ფირმას ფლობს და ამ სქემაში ისიც გარეულია. მისივე თქმით, ყანდიაშვილის ოჯახის მიერ დაზარალებულ 70-მდე ოჯახს იცნობს.
როგორც დაზარალებულმა მანანა ამბოკაძემ "თაიმერს" განუცხადა, კოკა ყანდიაშვილი და დალილა საზანდრიშვილი მისი მეზობლები იყვნენ.
"საზანდრიშვილმა მითხრა, იპოთეკაში ბინა ჩამედო, ის კი ფულს საქმეში გამოიყენებდა და ჩემს შვილებს დამისაქმებდა. ბინა იპოთეკით დამატვირთვინა. შემდეგ კიდევ ხელახლა გადატვირთა. მალე მომადგნენ იპოთეკარები, რომ საზანდრიშვილი პროცენტებს არ აძლევდა. მოგვიანებით ყანდიაშვილი ჩამოვიდა, ის ჩაერთო, მაგრამ მანაც თვეობით გვატყუა. თავის სახლები გაყიდა და მერე დაიმალა. თავად ამბობდა - 180 იპოთეკარს ვხვდებიო", - განაცხადა მანანა ამბოკაძემ
დაზარალებულები ძველი თბილისის პროკურორ ზვიადაძესა და მის მოადგილე თეა გიორგაძეს პირადად ადანაშაულებენ, რადგან ისინი ამ საქმის გამოძიებას განგებ აჭიანურებენ.
დაზარალებულები მთავარ პროკურორ, არჩილ კბილაშვილთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან პირადად შეხვედრას მოითხოვენ, მანამდე კი პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ხოლო თუ უახლოეს მომავალში მათ საქმეს მსვლელობა არ მიეცემა, ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ და პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.
This post has been edited by Sephora on 28 Feb 2013, 08:51