#35437248 · 3 Mar 2013, 11:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მხოლოდ დახვეწილი, ფრთხილი და გეგმაზომიერი დიპლომატიის მომხრე ვარ რუსეთთან ურთიერთობაში და აქდან შეიძლება მხოლოდ დაიგეგმოს კულტურული თანაბარი პროგრამები ორივე მხრიდან, მეტად კლასიკა და მაღალი ხელოვნება, ჩემი აზრით. ირმა სოხაძის და ანჟელიკა ვარუმის დონეზე არ გადაწყდება პრობლემები. კულტურული გაცვლა მხოლოდ ერთერთი და ძალიან მცირედი კომპონენტია ამ შემთხვევაში, როცა მეტად სერიოზული პრობლემა ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზედმეტი აქტიურობა კულტურის მუშაკების მხრიდან, უკვე არასწორი სტრატეგიაა. ყოველგვარი "წითელი ინწილიგენციის" და მსგავსი გამოგონილი სისულელეების გარეშე ვარ ამ აზრის. ჯერ პოლიტიკა და მერე ცოტცოტა ვნახოთ რა როგორ შეიძლება. ტაკიმასხარობა მინიმუმამდე! სხვათაშორის, ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორუმი ძალიან მტრობს ფანჯიკიძეს, მას აქვს ის სიცივეც, სიხისტეც და სიყოჩაღეც, რომ ილაპარაკოს რუსულ პოლიტიკურ სპექტრთან. იოლად ჯიბეში ჩასასმელი ქალი არაა, არც გოიმურ ვიდზეა და არც ქლესურ-კეკლუცური რწმენები და მანერები მოუჩანს ხასიათში.
|