საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის
სახელმწიფო პროგრამა
ძირითადი კითხვები
1. როდის დაიწყება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის
სახელმწიფო პროგრამა? საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება
2013 წლის 28 თებერვლიდან.
2. ვინ არიან მოსარგებლეები? საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარ
გებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი
დო კუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის მქონე პირები და საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირები, გარდა სახელმწიფო სადაზღვევო
პროგრამების მოსარგებლეებისა (საქართველოს მთავრობის №218 და
№165 დადგენილების მოსარგებლეები), 2013 წლის 28 თებერვლის მდგომა
რეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა და იმ ბრალდებული/
მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმ რობისა
და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
3.რომელი დაწესებულება მიიღებს ამ პროგრამაში მონაწილეობას? ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს ამ
საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს
პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება პროგრამის
პირობებს და დადგენილი წესით წერილობით დაუდასტურებს სოციალური
მომსახურების სააგენტოს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
4. რა მომსახურებას მოიცავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: (ა) გეგმიურ ამბულატორიულ
(ბ) გადაუდებელ ამბულატორიულ და (გ) გადაუდებელ სტაციონარულ
მკურნალობას.
5. რას მოიცავს გეგმიური ამბულატორიული მომსახურება? გეგმიური ამბულატორიული მომსახურება ითვალისწინებს 2 ძირითად ბლოკს:
(1) ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურებას, რომელიც, თავის მხრივ,
მოიცავს:
• ეროვნული კალენდრით გათვალისწინებულ პროფილაქტიკურ აცრებს;
• სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე:
დაავადებათა მართვასა და რეფერალს;
ლაბორატორიულ გამოკვლევებს ექსპრეს დიაგნოსტიკური მე თოდით
(შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში);
ელექტროკარდიოგრაფიას;
სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემას (არ მოიცავს სამსახურის
დაწყებასთან დაკავშირებულ, ავტომობილის მართვის ან
იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენ ცნობებს);
ბინაზე ვიზიტს.
(2) ექიმის დანიშნულებით კლინიკურლაბორატორიულ
გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზს;
6. როგორ მოხდება მოსახლეობის მიმაგრება და რეგისტრაცია პირველადი
ჯანდაცვის დაწესებულებებში (პოლიკლინიკებში)?ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მოქალაქეს უფლება აქვს,
თავად აირჩიოს პროგრამაში მონაწილე პირველადი ჯანდაცვის დაწესე ბულება
(პოლიკლინიკა). ამასთანავე, მოსარგებლეს არჩეული სამედიცინო
და წესებულების შეცვლა შეუძლია ყოველ ორ თვეში ერთხელ.
პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მო სარგებლეთა
რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის
საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის
ან არასრულწლოვანის შემთხვევაში მისი
კანონიერი წარმო მადგენლის
(მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით
განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელ მოწერით.
მოსარგებლის მიერ კონკრეტულ პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო
დაწესებულებაში რეგისტრაციისთვის „თანხმობის ფორმა“ შემუშავებულია
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ და ხელმისაწვდომია საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი ნიტროს
ვებგვერდზე www.moh.gov.ge.
პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, რომ რეგისტრირებული იყოს
მხოლოდ ერთ პოლიკლინიკაში/პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში.
რეგისტრაციის შესახებ მონაცემები შედის სოციალური მომსახურების
სააგენტოს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში და ორმაგი რეგისტრაციის
შემთხვევაში, რეგისტრაცია უქმდება.
7. როგორ მოხდება მოსახლეობის რეგისტრაცია გადაუდებელი
მომსახურების მისაღებად? გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის
მისაღებად მოქალაქის (მოსარგებლის) მიერ რაიმე სახის წინასწარი
რეგისტრაცია საჭირო არ არის. შესაბამის რეგისტრაციას შეტყობინების
სახით აკეთებს სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხვდება პაციენტი.
8. რას მოიცავს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება? გადაუდებელი ამბულატორია მოიცავს ისეთი გადაუდებელი მდგო მარეობების
მართვასა და სტაბილიზაციას, რომელიც არ საჭიროებს სტაციონარში
24საათიან
დაყოვნებას. წინასწარ განსაზღვრულია მდგომარეობების
სია, რომელთა გადაუდებელ ამბულატორიულ მართვას დაფარავს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ეს მდგომარეობები მოიცავს ტრავ მებს,
მოტეხილობებს, ჭრილობებს, თერმულ დაზიანებებს (დამწვრობა/მოყინვას),
მოწამვლა/ინტოქსიკაციას, ცხვირიდან სისხლდენას, ალერგიის მართვას
ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკის დროს, შარდის შეკავებას,
მწვავე ლარინგიტს (კრუპს), გულსისხლძარღვთა დაავადებებს (ჰიპერტონულ
კრიზს, გულის რითმის დარღვევებს) და სხვადასხვა სახის მწვავე ტკივილს.
9. რა მომსახურებას მოიცავს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება? პროგრამა ითვალისწინებს ისეთი მდგომარებების დაფინანსებას, როდე
საც დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე,
მოსალოდნელია ორგანოს ან/და კიდურის დაკარგვა ან პაციენტის გარდაცვალება
რამდენიმე საათში. განსაზღვრულია 450ზე
მეტი მდგომარეობა,
რომელთა შემთხვევაშიც პროგრამა ითვალისწინებს გადაუდებელი
ქირურგიული და თერაპიული დახმარების გაწევას.
პროგრამა ასევე მოიცავს ინტენსიურ თერაპიასა და კრიტიკული მდგომარეობების
10. ითვალისწინებს თუ არა პროგრამით განსაზღვრული მომსახურება
თანაგადახდას პაციენტის მხრიდან? მომსახურება ფინანსდება სრულად, არ ითვალისწინებს თანაგადახდას
პაციენტის მხრიდან.
გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებისათვის დაწესებულია მაქსი მალური
ლიმიტი ერთ შემთხვევაზე 15 000 ლარის ოდენობით.
11. მშობიარობის ანაზღაურებასთან დაკავშირებული კითხვები: მშობიარობის ხარჯების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში
2013 წლის 1 ივლისიდან განხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით
დამატებით ეცნობება მოსახლეობას. დღეისათვის „დედათა და ბავშვთა
ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ
ხორციელდება მაღალი რისკის ორსულთა და მელოგინეთა მკურნალობა.
12. გაგრძელდება თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვა პროგრამები? გაგრძელდება დაფინანსება ისეთი პროგრამების, როგორიცაა:
• დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი;
• იმუნიზაცია;
• ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება;
• ინფექციური დაავადებების მართვა;
• ფსიქიკური ჯანმრთელობა;
• დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა;
• დიაბეტის მართვა;
• ტუბერკულოზის მართვა;
• აივინფექცია/
შიდსი;
• ნარკომანია;
• დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია;
• ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა;
• იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას
დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;
• სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება;
• სოფლის ექიმი;
• რეფერალური მომსახურება;
• სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება;
• ეპიდზედამხედველობის პროგრამა;
• უსაფრთხო სისხლი;
• პროფესიულ დაავადებათა პრევენცია.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ma-itsyeba.htmlhttp://www.moh.gov.ge/http://www.moh.gov.ge/files/01_GEO/Kanonmd...ba/N36-2013.pdf [B][/B]
This post has been edited by kvarkvare on 28 Feb 2013, 12:16