ბაქოში მეუღლეებს შორის სერიოზული სკანდალი მოხდა – სანდრამ კატეგორიული უარი თქვა ქმრის ავანტიურებში მონაწილეობის გაგრძელებაზე! „მე ვალდებული ვარ, ჩვენი შვილების მომავალზე ვიფიქრო, და თუ საჭირო გახდება, მათ შენგან შორს წავიყვან, ჩემი მშობლების სახლში!“ – დაემუქრა სანდრა და მიშამ იცის, რომ ის ამის გამკეთებელია, როგორც ერთხელ ადრე, როცა ცოლქმრული ღალატის ფაქტზე გამოიჭირა...
მარტო! სანდრა ვერსად დავინახეთ, თუმცა, ორიოდე დღის წინ „სამაგალითო“ წყვილი აეროპორტში დემონსტრაციულად ერთად მივიდა, ცისფერი ელექტრომობილით! (იმედი მაქვს, ტელემაყურებლებს მიშას ფეხდაფეხ სირბილით მომავალი პატარა ანცი ირმა ნადირაშვილი სანდრა არ ეგონათ)