ჩემო ძვირფასო თანაჰუზერო.
ალბათ იყო დრო, როდესაც თქვენსავით საკუთარი ცოდნით გახარებული და ახლადწაკითხული რომელიმე სასწავლო წიგნით ზურგგამაგრებული გაცხარებით ვამტკიცებდი ხოლმე რაღაცას.
თუმცა მერე და მერე, ჩემდა სამწუხაროდ აღმოვაჩინე რომ წიგნებში წაკითხული, პატივცემული ლექტორების ნააზრევი და პრაქტიკაში გატარებული სამართალი რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისგან და სადღაც სქოლიოში ან სულაც ბწკარებს შორის მითითებულმა ისეთმა სიტყვებმა, როგორებიცაა მაგალითად: "ერთიანი განზრახვა", "დანაშაულის ეპიზოდებს შორის გასული გარკვეული პერიოდი" და.ა.შ. (ეგეთმა ###ობებმა, გეთანხმები ###ობებია, პირდაპირ დაგეწერა, რატომ ირჯებოდით და სიტყვა აბსურდის (ისაც შეცდომით) გამოყენებით, ჩვენს კამათს რამდენადმე აკადემიურ იერს სძენდით?) - შეიძლება საწყალი ბრალდებულის ბედი არცთუ ისე სახარბიელო გახადოს, მითუმეტეს შესაბამისი "სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის" და შესაბამისი თავში მჯდომი თავღლეების დიქტატის პირობებში.
რისი უამრავი მაგალითიც არცთუ ისე შორეულ წარსულში არსებობს.
შესაბამისად, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა, თქვენი პიროვნების და თქვენი ენთუზიაზმის მიმართ. გამოვთქვა ჩემი სიხარული რომ თქვენ მოღვაწეობა არ მოგიწევთ ბატონი მიხეილ სააკაშვილის, ბატონი ზურაბ ადეიშვილის, ბატონი ვანო მერაბიშვილის და.ა.შ. (აქვე წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მრავალი პატარა მიშიკო, ზურიკო და ვანიკო ისევ მოქმედი თანამდებობის პირია) მოღვაწეობის პერიოდში და წარმატება გისურვოთ თქვენ მიერ ასე ენთუზიაზმით გამოქომაგებული საქმის ბოლომდე წარმატებით მიყვანაში.