#35548692 · 11 Mar 2013, 06:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
androabuladze
| QUOTE | მოცეკვავეებს მასხრები უწოდეთ, მაშასადამე ქართული ცეკვა მასხრობა გგონიათ. ჩერგოლიეშვილის ან თუთბერიძისგან არ გამიკვირდებოდა, მაგრამ...
|
ამახინჯებ ჩემს ნათქვამს. თან უშნოდ.
| QUOTE | ქართული ცეკვა მონობას წარმოაჩენს? როცა ქართულ ცეკვას უყურებთ რა გრძნობა გეუფლებათ - რომ ეს მოცეკვავეები მონები არიან?
მე სიამაყით ვივსები და თქვენ თუ ამ ყველაფერს მასხრობად და მონობად აღიქვამთ ეს თქვენი პრობლემაა. |
ისევ ამახინჯებ ჩემს სიტყვებს - ქართული ცეკვა კრემლში და ქართული ცეკვა არაა ერთი და იგივე და ნუ მაღეჭინებ. დავწერე ზევით უკვე რამდენჯერმე და თუ არ გინდა გაიგო ჩემი ნათქვამი ან იქიდან მოაბა ყური, საიდანაც შენ გსურს, ეგ უკვე სხვა საქმეა.
| QUOTE | 1. ეს არის ქართული სულის გამოვლენა. 2. ქართული კულტურისა და საქართველოს პოპულარიზაცია. 3. სახალხო დიპლომატიის ელემენტი. |
ამით დავიწყეთ მგონი - 1 კრემლში, შენი მტრის ბუნაგში და "წმიდათა წმიდა"-ში ცეკვა - ესაა მონური სულის გამოვლინება. 2 - "ერისიონი"-ს გარეშეც კარგად იცნობდნენ ქართულ კულტურას. რომელი მექსიკა და ბურკინა-ფასო ეგაა, რუსეთია. მშვენივრად იციან ხაჭაპურიც, საცივიც და ქართული ცეკვა-სიმღერაც, ასე რომ უსუსური არგუმენტია. 3. არაფერი შეუცვლია მაგ დიპლომატიას აქამდე, აწიც ვერაფერს შეცვლის. მაინც მოხდა 1989 წლის 9 აპრილიც, მაინც გაგვჟლიტეს 1992-1993-ში და მაინც აგვახიეს ტერიტორიები.
ასე რომ პატივცემულო, ნუ ამტკიცებთ თეთრზე შავიაო.
This post has been edited by zura_2107 on 11 Mar 2013, 06:49
--------------------
«Мы без конца ругаем товарища Сталина, и, разумеется, за дело. И все же я хочу спросить — кто написал четыре миллиона доносов?» (С.Довлатов)
|