#35615547 · 15 Mar 2013, 18:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (guriaaa @ 15 Mar 2013, 05:54 ) | სუსტი ფსიქოლოგია რა შუაშია, თავად არმიამ დააშავა ვალერი ლანჩავასთან დაკავშირებით, აგერ უყურე ამ ბიჭის ისტორიას
|
ბატონო გურია, ამ ვიდეოს რომ მიდებთ, თქვენ თვითონ თუ უყურებთ ხოლმე? ვციტირებ ვიდეოდან, კერძოდ 4:42 იდან:
სამშობლოში ჩამოსვლიდან მალევე, ჯარისკაცს ფსიქიური პრობლემები დაეწყო, ის ამ აშლილობას გერმანიაში, დასახიჩრებულ თანამებრძოლებთან ყოფნისას განცდილს უკავშირებს.
ვერ ხვდებით რა შუაშია აქ სუსტი ფსიქოლოგია? წარმოიდგინეთ ეს საწყალი ადამიანი ომში რომ მოხვედრილიყო და იქ ენახა დაჭრილი თანამებრძოლი რა მდგომარეობაში იქნებოდა? ამ ბიჭს არ ქონდა გათვიცნობიერებული სად მიდიოდა და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ზუსტად აქედან გამომდინარეობდა. ჯარისკაცი არის ადამიანი, ვინც კონფლიქტის შემთხვევაში პირველი ''უშვერს ტყვიას შუბლს'' და ეს რომ არაა ასეთი ადამიანი, მგონი მისი ლაპრაკიდანაც უნდა მიხვდეთ. ვერ ათვითცნობიერებს ადამიანი ამ ყველაფერს და მითხარით აბა ადამიანი რომელიც დაჭრილ თანამებრძოლზე ცუდად ხდება, რა ესაქმება ჯარში და როგორ წარმატებით შეასრულებს მის ამოცანას ომში?
იმაში გეთანხმებით რომ, როგორი სუსტიც არ უნდა ყოფილიყო, რახან მიიღეს, ბოლომდე უნდა გაეგრძელებინათ მკურნალობა და თვითონ არ უნდა იხდედს ფულს. ახალაიას დროს ფეხებზე ეკიდათ უბრალო ხალხი, ბევრიც უსამართლოდ გაუშვეს...
| QUOTE | რაც შეეხება იმას რო ნებაყოფლობითია ავღანეთი......... ეხლა არ ვიცი როგორ არის, მარა ბოლო წელიწარდი მაგალითად ახალაიას დროს ძლივს ავსებდნენ ბატალიონებს და ვინც უარს იტყოდა საერთოდ შეიარაღებული ძალებიდნა აგდებდნენ..ეგაა ნებაყოფლობითი?! |
ძლივს ავსებდნენ ხმამარალი ნათქვამია, ავღანეთში წასვლა აღარაა ნებაყოფლობითი, ნებაყოფლობითია ხელის მოწერა კონტრაქტზე და ფიცის დადება. არავინ გაძალებს ჯარში იმსახურო თუ ამის სურვილი შენ არ გაქვს. ავღანეთში წასვლა უკვე ბატალიონებით ხდება, უწევს შენს ბატალიონს წასვლა ავღანეთში?! უნდა იომო შენი ბატალიონის ბიჭებს გვერდით და მორჩა. არ გაქვს ამის სურვილი? ნუ გააფორმებ კონტრაქტს საქართველო სამშვიდობო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს 1999 ბაკლანეთი 2003 ერაყი 2004 ავღანეთი
| QUOTE | მე აისაფის მისიის მნიშვნელობას ქვეყნისთვის ეჭვქვეშ არ ვაყენებ..ძალიან კარგად მესმის მაგ მისიის მნიშვნელობა, მაგრამ სისულელეა მანდ ამდენი ქართველის გაგზავნა....
|
გეთანხმები, მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ ის მაეჭვებს, რომ აწ ხელისუფლება გეგმავდა შემცირებას და არ შეამცირა. ალბათ ვიღებთ რაღაცას სანაცვლოდ თორე...
| QUOTE | | და უმეტესობა მიდის მანდ ფულისთვის, გაჭირვებული ოჯახებიდან......რაც მინახავს გარდაცვლილების ოჯახები..თითქმის ყველა ეკონომიკური მოტივით იყო წასული |
ეგრეც უნდა იყოს. ამერიკელებიც ფულის გამო მიდიან, ბრიტანელებიც და გერმანელებიც
--------------------
– ძალა ერთობაშია. – გამარჯვებული ხარ მაშინ, როდესაც მოკლულ მტერს გადააბიჯებ. – ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს
|