#35651347 · 18 Mar 2013, 12:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კახა კუკავა: "რეგიონალური ერების ქარტიის რატიფიცირება, ქვეყნის ღალატია" 18/03/13 11:53 კახა კუკავა რეგიონალური ერების ქარტიის რატიფიციტრების საკითხს ქვეყნის ღალატად აფასებს. "პირველი რადიოს" რადიო-კლუბში "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ ქარტიის რატიფიცირება ქვეყანას 15-20 წლის შემდეგ იგივე პრობლემებს მოუტანს ორ რეგიონთან დაკავშირებით, რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იყო. "ჩვენ ბევრ რამეზე განვაცხადეთ პროტესტი, მათ შორის მეჩეთის მშენებლობაზე, ბანკის მოვალეებთან დაკავშირებული პირობის არ შესრულებაზე და ა.შ. მაგრამ მივიღეთ ბატონი იავნიშვილისგან და მთავრობის სხვა წევრებისგან განმარტება, რომ გაგებით მოვეკიდოთ. რაც შეეხება ამ ქარტიას, მისი რატიფიკაცია არის სახელმწიფოს ღალატი და ამას გაგებით ვერ მოვეკიდევბით. ჩვენ დახლოებით 15-20 წლის შემდეგომ კიდევ ორი რეგიონი გვექნება, სადაც ანალოგიური პრობლემები გაჩნდება, რაც გვაქვს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში", განაცხადა კუკავამ.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ქარტიაზე, რომლის რატიფიცირების შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენებს სტატუსი უნდა მიენიჭოს.
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|