მიშისტებს ტყუილად აქვთ რეანიმაციის იმედი, მათი რეიტინგი კატასტროფულია.
შემდეგში დაიმახსოვრეთ წესები, თუ როგორ უნდა გამოთვალოთ რეალური რეიტინგი:
წესი 1: გამოკითხვაში უფრო აქტიურია ის, ვინც თავისუფალ სიტყვაზე მეტად ორგანიზებულ დისციპლინას ანიჭებს უპირატესობას. ამიტომ ნაცების რეიტინგი ყოველთვის უფრო მეტი ჩანს, ვიდრე არის.
წესი 2: სახელობით გამოკითხვაში ნაცებს გაცილებით ნაკლები ხმები აქვთ, ვიდრე პოლში. იმიტომ რომ სახელობითი რეალურთან უფრო ახლოსაა.
წესი 3: მოსახლეობაში რეიტინგი მთავრობას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ინტერნეტში. ადრე ნაცები იყო მთავრობა, ახლა ოცნებაა.
ხოდა ვიანგარიშოთ: ნაცების პოლის რეიტინგი: 40 %, სახელობითის: 30 %, მოსახლეობაში: ?
სრული დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ მოსახლეობაში ნაცების დღევანდელი რეიტინგი 15-20 %-ის ფარგლებშია.
გგონიათ მათი რეიტინგი აიწევს? არა
წესი 4: კაბინეტში მყოფი პოლიტიკოსი უფრო რეიტინგულია, ვიდრე ქუჩაში მყოფი. მაგალითისთვის უსუფაშვილს დღეს უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე მთელ რესპუბლიკურ პარტიას ქონდა როცა ქუჩაში იყვნენ.
პრეზიდენტის, მერებისა და გამგეობების შეცვლის მერე ნაცმო მთლიანად ქუჩაში აღმოჩნდება. მათი რეიტინგიც დაუყოვნებლივ ჩამოვარდება 10 %-თან ახლოს.
გგონიათ ადრე თუ გვიან ნაცები ისევ დაბრუნდებიან?
წესი 5: მთავრობის შეცვლა მხოლოდ მაშინ დგას დღის წესრიგში, როცა მთავრობა ჩადის დანაშაულს! სხვა შემთხვევაში მუშაობს პრინციპი: " ისევ შეჩვეული ჯობია". როცა ხალხი საფრთხეს გრძნობს მთავრობიდან, ეგრევე იკიდებს ფეხებზე "რაღაც კარგი ხომ გაკეთდას" და ითხოვს ცვლილებებს.
როგორ ფიქრობთ, ოცნება ჩაიდენს მსგავს დანაშაულებს? გამორიცხულია!
მთავრობის დავალებით ორგანიზებული დანაშაული, რომელიც ტოტალურად გაყალბდება და მკაცრი ძალადობით დაიფარება, აღარ მოხდება!
მხოლოდ ერთი შანსია ოცნების შეცვლისა: კოალიციის დაშლა.
...და არცერთი შანსი ნაცების დაბრუნებისა
...და ბოლოს, წესი 6: ცულით დაკოდილი შეიძლება გამთელდეს, ენით დაკოდილი კი არა. ნურასდროს შეადრით უშუქობას ღირსებასთან...