GEORGIA007
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 22782
წევრი No.: 62183
რეგისტრ.: 24-May 08
|
#35663410 · 19 Mar 2013, 04:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არა იმდენად საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, რამდენადაც ავტორიტარული რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთის ფარგლებში. ნებისმიერი მცდელობა კი ამ პოლიტიკის სისწორის გაანალიზებისა ნიშნავდა ქვეყნის მოღალატეობაში დადანაშაულებას ავტორიტარების მხრიდან.
ანტიეროვნული, ანტიტრადიციული და ანტიქრისტიანული მსოფლხედვით განმსჭვალული ყოფილი მმართველი გუნდის უმრავლესობა, მოკალათებული ხელისუფლების ყველა შტოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაში, შემდგარი ძირითადად ქართველთმოძულე, ცინიკურად და კლეპტოკრატიულად განწყობილი, საკუთარი ნამდვილი წარმომავლობის მოღალატე ოჯახებში აღზრდილი ასიოდე წევრიანი ბირთვისა და მათი უსაქციელო ცოლებისაგან, არნახული სისასტიკით მართავდა და ძარცვავდა ქვეყანას გასული დეკადის მანძილზე. შევარდნაძესთან ერთად ჩატარებული "ვარდების რევოლუციის" აფერის მერე, მისი მმართველობის 9-წლიან პერიოდში საქართველოში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მოხვდა ციხეში, რაც ბევრად აღემატება საქართველოში ლენინისა და ტროცკის 1920-იანი წლების პერიოდის მაჩვენებლებს და შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 7.5%-ს, ქართული ეროვნების მოქალაქეთა 10%-ს და სამუშაო ასაკის ქართველ მამაკაცთა დაახლოებით 35%-ს. ამ ძირითადად უსამართლოდ და გაწეწვის მიზნით დატუსაღებული ადამიანებისადმი გამამართლებელი განაჩენების ოფიციალური სტატისტიკა იყო მსოფლიოში არნახული 0.1%. ეს კი თანამედროვე რუსული მართლმსაჯულების სისტემის 0.5%-ზეც კი 5-ჯერ ნაკლებია, რომ არაფერი ვთქვათ სტალინის პერიოდის "ტროიკების" გამამართლებელ სტატისტიკაზე, რომელიც 1936-1938 წლებში საშუალოდ 12% იყო. ამ პერიოდში სისტემის თითქმის არც ერთი მსხვერპლთაგანი არ გამოსულა ციხიდან ისე, რომ დესპოტური რეჟიმისათვის არ გადაეხადა რამდენიმე ათასი ლარიდან რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარამდე ოდენობის თანხა და არ დამჯდარიყო სახლში გაკოტრებული და დაშინებული, ყოველკვირეული დამამცირებელი თითის ანაბეჭდების პრობაციის პროცედურის საკეთებლად. და თუმცა წითელი ტერორის ხანაში სიკვდილით დასჯა ბევრად მეტი იყო, ვაკვირდებით რა წინა რეჟიმის სისასტიკეს, უნებლიეთ გვიჩნდება სურვილი ვაღიაროთ, რომ ეს განსხვავება ამ რეჟიმის კეთილი ნების შედეგი კი არა, არამედ უბრალოდ მისი სხვა ეპოქაში ზეობის შედეგი უფრო იყო. მაგალითად, 2005-2012 წლებში ქართულ ციხეებში ზედამხედველი პერსონალისა და ქართველი მაღალჩინოსნების ხელში დაიღუპა 700-ზე მეტი პატიმარი და ვის ეპარება ეჭვი, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა წამებითაა მოკლული. ეს რაოდენობა აღემატება ყველა ევროპული და ჩრდილოამერიკული ქვეყნის ციხეებში მოკლული პატიმრების ჯამურ რაოდენობას ამავე პერიოდის განმავლობაში ციხეების პერსონალისა და მაღალჩინოსნების მიერ.
მიამატეთ ამას "ჩარეცხილი" და შეურაცხყოფილი, კულტურულად უნიკალური და განათლებული უფროსი თაობის სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა, მმართველი კლანის ხელში მყოფი სრულიად ლიბერალიზებული და ყველა ბინაში შემძვრალი სათამაშო ბიზნესი, რომელიც ეკონომიკაში თითქმის არაფერს არ ქმნის და რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ასიათასობით გარეთ დარჩენილი მოქალაქის თამაშზე "შეჯდომა" და გაღატაკება, კლანის მიერ სრულიად კონტროლირებადი ქვეყნის მასშტაბის მაუწყებლობის ტელევიზიებით სექსუალური გარყვნილების მუდმივი ქადაგება, რომლის შედეგადაც აბორტების რიცხვმა ოფიციალური სტატისტიკით 30 ათასს, ხოლო რეალური სტატისტიკით კი 150 ათასს მიაღწია, ანუ დღეში 400 ჩვილის დედის ხელით მკვლელობა, წელიწადში მოსახლეობის 4%! და თქვენ მიიღებთ ერის კომპლექსური, არცთუ ისე შეფარული გენოციდის სურათს.
ალბათ, არაფერი ამ სახელისუფლებო პერიოდში არ იყო ისე შორს სიმართლისაგან, როგორც მისი ეკონომიკური ვაიიდეოლოგების გუნდის მიერ დაჩემებული ე.წ. ულტრამემარჯვენე ეკონომიკური ლიბერტარიანიზმი. რუსეთში ვერშემდგარი ოლიგარქებითა და დასავლეთში ვერშემდგარი ბანკირებითა და იურისტებით წარმოდგენილი ეკონომიკურ ვაიიდეოლოგთა "ბრიაშკა" სინამდვილეში სრულიად არცხვენდა საკუთარი საქციელით ყველა ლიბერტარიანულ კერპს, რომელთა სახელებსაც ფიცულობდა თავის რიტორიკასა და პუბლიცისტიკაში, მილტონ ფრიდმანი იქნებოდა ეს თუ ეინ რენდად წოდებული პეტერბურგელი ალისა ზინოვის ასული როზენბაუმი. ყველა დამწყები ლიბერალ-ეკონომისტისათვის და რენდისეული ობიექტივიზმის ფილოსოფიის მიმდევრისათვის, სწორად თუ მცდარად, იდეალური მთავრობა არის "მკვდარი" მთავრობა, მინიმიზირებული ხარჯებისა, ბიუროკრატიისა და აქტივობის საფოსტო ყუთი. ამ უტოპიურ საფოსტო ყუთში, ლიბერტარიანების ფანტაზიის მიხედვით, ავტომატურად იკრიბება მინიმალური გადასახადები. შემდეგ ისინი ხალხის ნების ასახვითა და ბიუროკრატების მინიმალური ჩარევით იხარჯება იქ, სადაც ეს ყველაზე საჭიროა საზოგადოების საერთო ინტერესებისათვის. სინამდვილეში ჩვენი "ლიბერასტი" გენიოსები გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ახორციელებდნენ ისეთ სახელმწიფოებრივ, საბიუჯეტო და ფისკალურ პოლიტიკას, რომლის მემარცხენეობისაც ბევრ ლათინურამერიკულ რეჟიმს შეშურდებოდა. მილტონ ფრიდმანიცა და ალისა როზენბაუმიც, ალბათ, კუბოებში იტრიალებდნენ, რომ გაეგოთ, რომ მათი სახელით ერთ-ერთი კავკასიური ტომის მთავრობის უმწიფარი, недоучка ბელადების მიერ ჭაობში შენდებოდა ქალაქები და კურორტები, მინდვრებში პარლამენტები, რიყეებზე საკონცერტო გრაფინები, საპრეზიდენტო რეზიდენციები, რომელთა მასშტაბისაც თურქმენბაში ნიაზოვსაც და სადამ ჰუსეინსაც შეშურდებოდათ, იდგმებოდა შადრევნები და კარუსელები, იხსნებოდა დისკოთეკები და კინოთეატრები, შენდებოდა ბუჩქებში სასიამტკბილო კომკავშირული ბანაკები, ფინანსდებოდა პრეზიდენტის ამაგზნებელი უცხოელი მროკავი ქალების კონცერტები, სამთავრობო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შეძენა და მათი მეშვეობით პრეზიდენტისათვის კბენია მასაჟისტების ფრენა, მსოფლიო ბანკის მსგავსი ფარჩაკი რეიტინგების ყიდვა, დონალდ ტრამპისთანა ავანტიურისტებისთვის ფულის ჩუქება, უცხო ქვეყნებში ამ ბელადების რეჟიმის ნამდვილი სახის შემნიღბველი ლობისტების ხელფასები, ლას ვეგასში კაზინოებში და ნიცაში ბრილიანტების აუქციონებზე ქვეყნის წამყვანი მოხელეების ხორხოცი, სლავი პუტანების ჩამოყვანა და მათი წრეში დატრიალების მერე ზოგჯერ მათი ცოლად მოყვანა, ტუსაღდებოდა ასიათასობით მეპატრონე მათი ქონების ექსპროპრიაციისა და მათი ცოლების მათ თვალწინ გაუპატიურების მიზნით. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ყოფილმა პრემიერმა მერაბიშვილმა, რომელსაც ადრე ქვეყანაში, ბევრ სხვა რამესთან ერთად, მარილის შემოტანა და გაყიდვა ევალებოდა, ქართული ბიზნესელიტა დაიბარა, ტყავი გააძრო, ცუდად მუშაობთო და მოახსენა, ახლა სახელმწიფო ააშენებს დიდ ღვინის ქარხანას, შეგიქმნით კონკურენტ კომერციულ ბანკს და ავიაკომპანიასო. ალბათ, მსგავსი რამის სოციალიზმის მშენებლობის ისეთ თანამედროვე გიგანტებსაც კი შეშურდებოდათ, როგორიც იყვნენ და არიან უგო ჩავესი, კიმ ჩენ ირი, დანიელ ორტეგა და ძმები ფიდელ და რაულ კასტროები.
ბოლო მონაცემებით, რომლებიც კიდევ დაზუსტდება, სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში ცხრა ათას ცხრაას სამოცმა ბიზნესმენმა აჩუქა სახელმწიფოს თავისი ქონება. ქარხნები, საწარმოები, შენობები, მიწები და კომპანიები მესაკუთრეებმა უსასყიდლოდ დაუთმეს მთავრობას, რომელიც ფიცულობდა ლიბერტარიანიზმს. თუ ვივარაუდებთ, რომ საშუალოდ ეს ბიზნესმენები ას ადამიანს მაინც ასაქმებდნენ, გამოვა, რომ ძალადობრივმა ექსპროპრიაციამ მილიონ ადამიანზე გადაიარა, ანუ ქართული სახელმწიფოს მშრომელების აბსოლუტურ უმრავლესობაზე.
ასევე, ბოლო, ჯერ კიდევ დასაზუსტებელი მონაცემებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 1 ლარად გასხვისდა ოცდაშვიდი ათასი ობიექტი.
ამავე ტოქსიკურმა იდეოლოგებმა ლიბერასტული დროშის ქვეშ ასიმეტრიულად გაანულეს საიმპორტო ბაჟი იმ მეზობელ ქვეყნებთან, რომლებსაც მიუფურთხებიათ ჩვენთან რესიპროკალურობის საბაზო პრინციპისათვის. ეს ნულოვანი ბაჟი ეპიტაფიად დაედო ჩვენს ისედაც ძლივს მბჟუტავ სოფლის მეურნეობის დარგს. აქაოდა შარდენზე ტანსაცმლის დიზაინერ ქალაჩუნას კარპაჩო არ გაუძვირდესო, აქაოდა ჩვენ და მილტონი მომხმარებელზე ვზრუნავთო, და ჩვენმა ლიბერასტებმა უამრავი მომხმარებლის ოჯახი შეიწირეს. ეს ის მომხმარებლები იყვნენ, რომლებიც შარდენზე ნამყოფნიც კი არ ბრძანდებოდნენ და თავისი წილი მოსახმარის სახსარს იმით შოულობდნენ, რომ საქართველოს ქალაქების სასურსათო ლოგისტიკურ-სატრანსპორტო რადიუსში სასოფლო ჭირნახულს აბარებდნენ გადამყიდველებს. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე ასეთი ოჯახების ქალებს ძიძა-დამლაგებლებად მოუწიათ თურქეთ-საბერძნეთში წასვლამ, კაცებს კი ბავშვების ვერმოვლამ, გალოთებამ და ზოგჯერ თვითმკვლელობამაც კი. ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ ამავე ათწლეულში საჭმელი იმ შარდენელ ქალაჩუნასაც ისე გაუძვირდა, რომ ვეღარც გაარკვევ, ღირდა კი მისი მოტკეცილი ჯინსის ჯიბისათვის ამდენი ოჯახის გაუბედურება, მით უმეტეს, რომ ის ჯიბეც, ძირითადად, უძვირესი სამომხმარებლო კრედიტით ფინანსდებოდა და არა მყარი შემოსავლით.
საჭმლისა და ცხოვრების გაძვირებას, რა თქმა უნდა, ეკონომისტ-ცინიკოსები ნულოვან წლებში საწვავის გაძვირებას დააბრალებენ, ეგ რაღა ჩვენი ბრალიაო. მაგრამ თუ ჰკითხავთ, ეგ როგორღაა, რომ მსოფლიოში ლამის ერთადერთი ქვეყანა ვიყავით მთელი ეს წლები, სადაც დიზელი ბენზინზე უფრო ძვირი იყო და თან უცხოეთის მოქალაქე თავდაცვის მინისტრს ეკუთვნოდა-თქო, ამაზე ცინიკოს-ეკონომისტები საუბარს სხვა თემაზე გადაგიტანენ და რომ არ აჰყვები, ან შეურაცხყოფას მოგაყენებენ, ან დაგცინებენ.
შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, მათი ამ საქციელის უვიცობად ან, როგორც რუსები იტყოდნენ, непуганый идиот-ის ქმედებად შერაცხვა, რომ არა მათი ამავდროული ბანალური ბაცაცობა, გამოხატული სახელმწიფოსაგან ფსევდოფილანთროპიისა და მეცნიერებასა და განათლებაზე ზრუნვის საბაბით დათრეული აქტივებისა და პრეფერენციების ჩუმ ცმაცუნში, სანამ კალიგულა ბაკქანალიის სათავეში იჯდა. ამრიგად ამგვარი "იდეოლოგების" ე. წ. ცონფლიცტ ოფ ინტერესტ მათი მოღვაწეობის პერიოდში აუცილებლად გამოსაძიებელია სამართლიანობის აღდგენის მიზნით.
ბოლო ომის შედეგად დევნილთა პრობლემაც ჩვენმა ბოლშევიკ-ლიბერალებმა შესაბამისად მოაგვარეს. იმის ნაცვლად, რომ ლტოლვილთა ერთ კომლზე სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილი ფულით სხვა სოფლებში არსებული სახლები ეყიდათ, მათ წეროვანისა და სხვა გეტო-დასახლებების აშენება არჩიეს. საქართველო, სამწუხაროდ, სავსეა მიტოვებული სოფლის სახლებით, რომელთა პატრონებიც ქალაქში ცხოვრობენ გაჭირვებითა და უმუშევრად. მათგან სახლების ყიდვა ორმაგი მადლი იქნებოდა, ქალაქის ეკონომიკაშიც მეტი ფული შევიდოდა და ლტოლვილებიც უმალვე მათთვის ჩვეულ სოფლურ გარემოში მოხვდებოდნენ, კარ-მიდამოთი და ორგანული ფლორა-ფაუნით, თუნდაც საქართველოს სხვა კუთხეებში. ერთადერთი, რის საშუალებასაც ეს მიდგომა მოხელეებს არ მისცემდა, იყო ფულის კეთება ახალ მშენებლობაზე და უცხოელი დამკვირვებლებისათვის თვალსაჩინო სურათის შექმნა. ახლა კი ჩვენი ლტოლვილები განწირულნი არიან ტრასის პირას, მინიმალური სასოფლო მიწით ამ გეტოებში ცხოვრებისთვის, ლოთობისთვის და სხვა უბედურებისთვის. და რისთვის, რომ იქ ხანდახან თეთრი ჯიპებით უცხოელები ჩავიდნენ და შეშფოთება გამოხატონ.
ამ ანტიქართული და ჩვენი ქვეყნისათვის დამანგრეველი მმართველობის პერიოდის დაჯამება ყველაზე სიმბოლურად ქვეყნის სინგაპურიზაციის ლოზუნგის გაჟღერებისას მოხდა. ელინებისაგან მიწათმოქმედებად წოდებულ მიწადაკარგულ და მიწის მიმტოვებელ გეორგიანებს ("გეოს" - ბერძ. მიწა, "ორგია" - ბერძ. ამოტრიალება, აქ დამუშავება) მმართველმა დესპოტურმა რეჟიმმა შესთავაზა მიებაძათ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ კუნძულზე განლაგებული 5-მილიონიანი უმიწო ქალაქი-სახელმწიფოსათვის, შემდგარისათვის ორ მესამედზე ჩინელებისაგან და დანარჩენზე მალაიზიელებისა, ინდუსებისა და სხვათაგან. სახელმწიფოსათვის, რომელიც თავის დროზე შეიქმნა სავაჭრო პორტად, შემდეგ განვითარდა ელექტრონული კომპონენტების იაფ ამწყობად და შემდგომში ჩამოყალიბდა ფინანსური მომსახურების ყურედ. ქართველებს საკუთარმა მთავრობამ შესთავაზა მიებაძათ სახელმწიფოსათვის, რომლის პოლიტიკაც ბალანსირებს ჩინელებისათვის ასე დამახასიათებელი ტოტალიტარიზმის უკიდურეს ზღვარზე და რომელსაც ლიბერტარიანიზმთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც კახელ გლეხს ფინანსურ მომსახურებასა და ელექტრონულ კომპონენტებთან. ამ მიზნით დაიწყო ჩინელებისვე მასობრივად ჩამოსახლება საქართველოში და იგეგმებოდა თბილისის ზღვასთან მათი 150-ათასიანი კომპაქტური დასახლების შექმნა მთავრობის ეგიდით.
ასეთი აბსურდის თეატრის ახსნა მხოლოდ ორი, ურთიერთგამომრიცხავი გზით შეიძლება: საქართველოს სინგაპურიზაციის ლოზუნგის ავტორების სრული სიშლეგით ან უკიდურესი ცბიერებით. საერთოდ არ იქნებოდა ურიგო ამ სიშლეგის ხარისხის საჯაროდ შემოწმება პროფესოინალების მიერ. მაგრამ ამავე დროს სრული სიშლეგე თვითმავნებლობასაც გულისხმობს. თუ გადავხედავთ მმართველი ელიტის ზღაპრული გამდიდრების ტემპებსა და საარაკო ჰედონიზმს, უნებლიეთ მოგვიწევს გამოვრიცხოთ სიშლეგე და დავფიქრდეთ მათ უკიდურეს ცბიერებასა და ორპირობაზე. ეს ლოზუნგიცა და მას მოყოლილი რიტორიკაცა და ქმედებებიც ძალიან ჰგავს განვითარების ყალბი მოდელის მიზნობრივად წარმოსახვას და ამის მეშვეობით საზოგადოების ყურადღების საჭირბოროტო საკითხებიდან გადატანის მცდელობას. დაშინებული და დაბეჩავებული ქვეყნისათვის სიგნაპურიზაციის შეთავაზება ჭაში ჩაკიდებული არქიფო სეთურისეული "იმედის" მსგავსი მარაზმი იყო. და ამ კონტექსტში, ამ ტოტალურ გაუპატიურება-ძარცვაში, რუსეთთან ურთიერთობების შეგნებული გამწვავებაცა და მისი ბუად გამოწვევაც, ბუნებრივია, ამ პოლიტიკის მთავარი ნიღაბი და თვალის ახვევის ერთადერთი ასე თუ ისე რეალური საშუალება გახლდათ.
რეჟიმდამხობილზე, თავის ერთ-ერთ პირველ სიტყვაში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ერს პროექტი უწოდა. პროექტი, რომელიც წარმატების შემთხვევაში უნდა შევიდეს დასავლეთში. ალბათ, მსოფლიოს რიტორიკის ისტორიაში არ მოინახება ერის პირველი პირის მხრიდან ასეთი შეურაცხმყოფელი და შემზარავი ეპითეტი საკუთარი ერის მიმართ. იგი, სამწუხაროდ, ძალიან კარგად ასახავს ამ პიროვნებისა და იმ იდეოლოგიის რაობას, რომელიც ასე მოეძალა საქართველოს ბოლო წლებში.
მოწინააღმდეგის დაპყრობის ყველა კლასიკური სწავლება მხედრული იქნება ეს თუ კორპორატიული, საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს დამოუკიდებლად მათი წარმომავლობისა და კულტურულ-ისტორიული კუთვნილებისა. ისინი აღწერილია არაერთი მოაზროვნისა და პრაქტიკოსის მიერ, 3 ათასი წლისწინანდელი ჩინელი სტრატიგი სან თზუ იქნება ეს თუ გასული საუკუნის 80-იანი წლების უოლ-სტრიტის კორპორატიული ომების ოსტატების მემუარები. თითქმის ნებისმიერი მათგანი გულისხმობს რამდენიმე აუცილებელი მოქმედების განხორციელებას, ესენია: ობიექტის შემოსავლებისა თუ საარსებო წყაროების დანგრევა-გადაკეტვა, ობიექტის ხელოვნურად იძულება, მიმართოს რესურსები არა იქ, სადაც საჭიროა, მის მოსახლეობაში შიშისა და პესიმიზმის დანერგვა და საჭირო დონემდე შესუსტებულ სტრუქტურებსა თუ ინსტიტუტებზე კომპლექსური, უმოწყალო, თანადროული შეტევა.
თუ გადავხედავთ საქართველოს აწ განსვენებული მმართველი რეჟიმის სამოქმედო გეგმას, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ მისი განმხორციელებლები ვერ იქნებოდნენ ქვეყნის ასე სწრაფად დამონების თვითმყოფადი ავტორები, ამისათვის მათ არც შესაბამისი ინტელექტი და არც შესაბამისი განათლება არ გააჩნდათ. "ფეკალიების" ძახილით ქვეყნის მთავარი ბაზრის გადაკეტვის პროვოცირება, ამ შემოსავლების ოთუსბირი ვალებით ჩანაცვლება, ამ ვალების მეშვეობით მიღებული ფულის ჭაობებსა და კარუსელებში ფლანგვა, მოსახლეობის სრული დაშინება-დატუსაღება, უცხოური პროდუქციისათვის ბაზრის ასიმეტრიული გახსნა და თანასწორობის ლოზუნგით საკუთარი მწარმოებლების უცხოელებთან არათანასწორ პირობებში ჩაგდება, ყველა დიდი ბიზნესის რეჟიმის კლანის მიერ დათრევა, საზოგადოების ყველა ავტორიტეტულ ინსტიტუტზე დისკრედიტაციის მიზნით შეტევა, მათი ხელმძღვანელების სამსახურიდან გაყრა და მათ ადგილზე საკუთარი დოქსოპულოების დანიშვნა, ალყის გარედან დახმარების სურვილის მქონე ემიგრაციის რუსეთის აგენტებად გამოცხადება და ქვეყნიდან მოკვეთა და ყველაფერ ამის მტრის ხატზე ჩამოწერა, ძალიან გავს ერთიან პროგრამას შემუშავებულს ქვეყნის დაკაბალების მიზნით სერიოზული ინტელექტუალური პლატფორმების მიერ და განხორციელებულს სამიანზე ფართხაფურთხა და უნიჭო შემსრულებლების მეშვეობით.
ამ აგრესიის გამოხატვა რეჟიმის მიერ შემოთავაზებულ შეურაცხმყოფელ არქიტექტურაშიც მოხდა. თავად ის ფაქტი, რომ რეჟიმმა არქიტექტურული ახირებები გამოავლინა, უტყუარად ანათესავებს მას სხვა დესპოტურ რეჟიმებთან, ფაშიზმი იქნება ეს თუ ბოლშევიზმი. აბა, თქვენ ვერ ნახავთ თანამედროვეობაში ჭეშმარიტად დემოკრატიულ მმართველს, რომელსაც სურვილი გასჩენოდა ისტორიაში ხუროდ შესვლისა. მაგრამ სტალინისა და ჰიტლერის მასშტაბური არქიტექტურის ნაცვლად, საქართველოს ლიბერასტურმა რეჟიმმა თავისი რესურსებისა და გასაქანის შესატყვისი კომიკური სიქაჯეები ააშენა, რომელთა ძირითადი დამახასიათებელი თვისებები გახლავთ აგრესია და ეპატაჟური პრეტენზიულობა. საპატრიარქოსა და სიონის ტაძარზე ზარბაზნებად მიშვერილი სწორი ნაწლავის მსგავსი დისპროპორციები, "პამპერსის" ხიდი, ძველი თბილისის უბნების დამპატარავებელი და დამაჩმორებელი არაპროპორციული, უფუნქციო საბაგირო, თანამედროვე თურქული სტილის უარესი ვერსიის პოლიციის შენობები და ბათუმი. სრული აღლუმი უგემოვნებისა, რომელიც ვერ ჰგუობს წარსულს და ყვირილითა და ლანძღვით უტევს მას ვითომ განახლების დროშით. ამოვარდნილი, უდღეური ფსევდოარქიტექტურა, როგორცა ჩანს, ერთი ბრჭყვიალა და ზიზილპიპილების მოყვარული კაცის კარნახით ნაჩალიჩარი, განწირული მალე დაბერებასა და დამახინჯებაზე.
გავაკეთოთ აქ ჩვენი ძირითადი თემიდან მორიგი გადახვევა და ვისაუბროთ ეროვნულობის ტაბუდადებულ საკითხზე საქართველოში და მის როლზე სახელმწიფოებიობის მშენებლობისას. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს მისი მტრები არაერთხელ დასტეხიან თავს არაჯანმრთელი ნაციონალიზმის კრიტიკით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათივე იდეოლოგიის მიმდევარ ფავორიტ რეჟიმს საქართველოში საკუთარი პარტიისათვის "ნაციონალური" ეწოდებინა. დიდი ხანია ცნობილია ნოე ჟორდანიას, ნიკიტა ხრუშჩოვის, მიხეილ სუსლოვის, ანდრეი სახაროვის მეუღლის, ელენა ბონერისა და მათი სულიერი შვილების, ნოვოდვორსკაიას, ზატულინის, ლატინინასა და მათი მსგავსი ქართველოფობების მიერ ქართველების დადანაშაულება ნაციონალიზმსა და ქსენოფობიაში, შეუწყნარებლობასა და მინი-იმპერიალიზმში. ეს ვითომ ქართველი ხალხის "გამოჯანსაღებაზე" მზრუნველი მოღვაწეები რატომღაც არასოდეს არ იმჩნევდენ ქართველი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მრავალი ფორმაციის უკიდურეს წარმომავლობით ინტერნაციონალიზმს, რომლისნაირსაც იშვიათად თუ რომელიმე სხვა ქვეყანა შეძლებს რომ დაიკვეხოს. ქართველ საზოგადოებას არასოდეს განურჩევია ადამიანი ეროვნებისა და სარწმუნოების მიხედვით და ყოველთვის აძლევდა მას ბევრად მეტ გასაქანს საქართველოში, ვიდრე უმეტეს სხვა ქვეყნებში ჩვენი რეგიონისა თუ მსოფლიოსი. იგივე ითქმის საბჭოთა პერიოდის ავტონომიების ბედზეც საქართველოში სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით. ცნობილია, რომ მაგალითად, იმავე ებრაელებსა და სომხებს, ისევე როგორც სხვა ეროვნებებს, ათასობით წელი აქვთ ნაცხოვრები ჩვენთან თავისუფლად, ყოველგვარი შევიწროებისა და გენოციდის გარეშე, თუმცა სხვა ქვეყნებში ისინი არაერთხელ გამხდარან ეთნიკური ნიშნით დევნისა და მოძულების მსხვერპლნი. მრავალტანჯული ებრაელი ერის მადლიერება კი ამ ფაქტის გამო არა მხოლოდ ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ჭრილში, არამედ საქვეყნოდ არის ცნობილი. ეს კი ჩვენი მხრიდან ძალიან დასაფასებელი და გასაფრთხილებელი რამ არის, რადგან ბევრი ის, რაც ებრაელებმა შეძლეს თავიანთ სახელმწიფოში, ჩვენ მათგან გვაქვს სასწავლი და გადმოსაღები ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობისას.
იმის საილიუსტრაციოდ, რომ საქართველოს ჭეშმარიტი და უპრეცედენტო ეროვნულ-სარწმუნოებრივი ტოლერანტულობა არ არის ლიტონი სიტყვები, რომლებსაც ყველა ქვეყნის თანამედროვე რიტორი ხმარობს, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ანალიზიც კმარა. მონახონ აბა, ზემოთ ხსენებულმა და სხვა ჩვენმა კრიტიკოსებმა მსგავსი რაოდენობის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები რომელიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის (რუსეთის გარდა) პოლიტიკურ ელიტაში, ან საერთოდ მოსახლეობაში. იგივე გასული დეკადის საქართველოს აწ დამარცხებული პოლიტიკური რეჟიმი რომ ავიღოთ, ძნელად თუ მოიძებნება არათუ ჩვენს უშუალო სამეზობლოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც კი საქართველოს ელექტორატის მსგავსი ტოლერანტულობის გამომხატველი მაჩვენებელი საკუთარი პოლიტიკური ელიტის მიმართ, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად იყო შემდგარი არაქართული წარმომავლობის წევრებისაგან. ამ თემას, ფსევდოპოლიტკორექტულ საქართველოში რატომღაც ტაბუ დაედო. ამ დროს კი თითით საჩვენებელია ეს უნიკალური შემთხვევა, როდესაც 21-ე საუკუნის დასაწყისის საქართველომ ეროვნული ტოლერანტულობის უმაღლესი ხარისხი გამოავლინა, აირჩია რა სომხური წარმომავლობის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცა მას საშუალება თითქმის სრულიად დაეკომპლექტებინა ქვეყნის პოლიტიკური ელიტა არაქართული წარმომავლობის ოჯახებში გაზრდილი წევრებით. არ დარჩენილა ეკონომიკის, უშიშროების, კონფლიქტოლოგიის, პოლიციის, კანონმდებლობისა თუ იუსტიციის მმართველობის არც ერთი სფერო სადაც სათავეში ეროვნებით ქართველი იქნებოდა. და მიუხედავად ყველაფერ ამისა, არასოდეს ქართველების მხრიდან აწ დამარცხებული პოლიტიკური რეჟიმის შეცდომები, მავნებლობები და სისასტიკეები არ ახსნილა მისი მმართველი ელიტის ეროვნული წარმომავლობით. პირიქით, რეჟიმის უსასტიკეს ჯალათებად და შემსრულებლებად ქართველებმა სწორედ ის ხალხი დაასახელა და წარმოაჩინა, რომელთა ზედმიწევნით ქართული წარმომავლობაც სრულიად ცხადია. მთავარ სადისტებად ქართველებმა მამა-შვილი ახალაიები, მუხაძე, ფაცაცია, ქარდავა, ჭაკუა, ხუჭუა და სხვა მათნაირი არაადამიანები ამოიცნეს, რომლებიც მთავარ მტარვალებად მოევლინენ საქართველოს. ამ ადამიანების ზედმიწევნით ქართულმა წარმომავლობამ იმედია ჩვენს ყველაზე შავ-ბნელ შავრაზმელსაც კი გაუქრო სურვილი ეროვნული ან სარწმუნოებრივი ნიშნით ფუჭი სიამაყისა და გამომრჩევლობისა. ერს, რომელსაც ზეციურ მფარველად ებრაული წარმოშობის ღვთისმშობელი მოევლინა და ზეეროვნული ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნებისათვის ამდენი სისხლი აქვს დაღვრილი, არც აქვს და ვერც ექნება ფაშისტური მსოფლხედვა.
თითქმის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი სისასტიკეების ჩამდენი რეჟიმი, მისი ელიტის აბსოლუტური უმრავლესობის უცხოური ეროვნული წარმომავლობის გამო, ნაცისტური ანალიზისა და კრიტიკის ობიექტი გახდებოდა. მისი დამარცხების შემთხვევაში ქვეყანაში ნაცისტური პარანოია დაიწყებოდა. ქართველ საზოგადოებას კი ეს საკითხი სასაცილოდაც არ ჰყოფნის, იმდენად ღრმა არის მისი ტოლერანტულობა. ეს ტოლერანტულობა კვლავაც იმაში გამოიხატა, რომ გამარჯვებული პოლიტიკური გუნდის ელიტის ნაწილიც, თუმცა ბევრად მცირე, თავისუფლად და ყოველგვარი პრობლემის გარეშე არის წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის პატივცემული ეროვნული უმცირესობების წარმომავლობის მქონე ადამიანების მიერ. ამრიგად, არა თეორიულ, არამედ თვალსაჩინო და პრაქტიკულ მაგალითზე შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეროვნულ წარმომავლობას ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და რომ ჩვენი საზოგადოება აგრძელებს თავის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას შემწყნარებლობისა და ქართველებს ვერავინ დასწამებსცილს რაიმე სახის შეუწყნარებლობაში.
აი, ბოლშევიკ-ლიბერალები კი, პირიქით, მუდმივად ყვირიან ეროვნული და სარწმუნოებრივი ტოლერანტულობის შესახებ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სრულიად საპირისპიროს სჩადიან. საკმარისია, მათ მიერ გაურკვეველი მიზეზით ტაბუდადებულ, ეროვნულობის საკითხს ვინმე უწყინარად და სამართლიანად შეეხოს, იგი უმალვე ხდება მათი პირდაპირი შეტევისა და ისტერიის ობიექტი. გენიალური თეატრალური მოღვაწისა და მოაზროვნის და მსოფლიო კულტურის კორიფეს, რობერტ სტურუას კონსტატაცია საქართველოს პრეზიდენტის სომხური წარმომავლობის შესახებ უმალვე გახდა მისი უკანონო და უსამართლო პროფესიული დისკრიმინაციისა და სამსახურიდან გაგდების საბაბი. ამავე მიზეზით იგი გაილანძღა უშვერი, საროსკიპოს ლექსიკონის სიტყვებით საჯარო მოხელეების ტუტუცი ცოლების მიერ. იგივე ითქმის ლიბერალური იდეოლოგიის სხვა ასპექტებზეც. მაგალითად, ამას წინათ ერთ-ერთი ქართული ტელეარხიდან ულმობლად გააგდეს სამსახურიდან ორი ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტი, რომელთაც ძალიან კორექტულად საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს მამათმავალი ელტონ ჯონის მიერ ნაშვილები ბავშვების თაობაზე. ტელეარხის ხელმძღვანელობამ და დაუდასტურებელი მონაცემებით ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აგრესიული შეტევა მიიტანეს ჟურნალისტებზე, უსამსახუროდ დატოვეს და დასაჯეს ისინი, როცა კი აუცილებლად თავად არიან დასასჯელები ასეთი შეუწყნარებლობისათვის. საერთოდ, შეაჯამეთ ბოლშევიკ-ლიბერალების მიერ გასული ათწლეულის განმავლობაში ქართული ეროვნების, ტრადიციებისა და სარწმუნოების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების, პუბლიკაციებისა და ქმედებების ზღვა მასალა და უმალვე დაინახავთ, თუ ვინ არის აქ აგრესორი და ვინ - მსხვერპლი.
არ იქნება გასაკვირი, თუ ამ წერილის ამ ნაწილის სრულიად მკაფიოდ ჩამოყალიბებულ აზრსაც რომელიმე ბოლშევიკ-ლიბერალი, ან მის მიერ მხარდაჭერილი პრესა თითზე დაიხვევს, კონტექსტიდან ამოგლეჯს და წერილში გატარებული აზრის სრულ ინვერსიას მოახდენს. ასეთ პრესას ამერიკული მემარჯვენე მედიის სასაცილო და კოლორიტული ლიდერი რაშ ლიმბო დრივე-ბყ მედიას ეძახის. ამით იგი ახდენს 30-იანი წლების განგსტერული ჩიკაგოს ქუჩებში გაჩენილი კრიმინოლოგიური ტერმინის, დრივე ბყ სჰოოტინგ-ის პერიფრაზს. ეს ტერმინი, თავის მხრივ, აღწერდა ნელა მიმავალი ავტომობილის ფანჯრიდან ტომპსონის ავტომატიდან ტყვიების განურჩევლად მფრქვეველი მკვლელების ქმედებას, რომლის შედეგადაც უდანაშაულო გამვლელები იხოცებოდნენ. მაგრამ, საქართველოში მრავლად მყოფი ასეთი პრესისგან ვინმესათვის მომავალი პირადი საფრთხეები იქით იყოს, დროა დამთავრდეს ქართული კულტურისა და სახელმწიფოს მიმართ უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები შეუწყნარებლობაში. თვით ენა, რომელზეც ჩვენ ვმეტყველებთ, მიუთითებს ადამიანურობისა და შემწყნარებლობის ისეთ სიღრმეებზე, რომლებიც ძნელად თუ მოინახება სხვაგან, ან ვინმემ ამპარტავნებაში რომ არ ჩამოგვართვას, არავისზე ნაკლები ჰუმანურობის მატარებელი არ არის. აბა, იპოვონ ჩვენმა უსულგულო ფაქტოლოგებმა, რომლებსაც ასე უყვართ ანტიქართული იდეების ტექნოკრატიულად წარმოდგენა, 360-ოდე ინდოევროპულ ენიან სამყაროში, რომელზეც ჩვენი მეზობელი სომხებიდან დაწყებული, რუსებითა და ამერიკელებით დამთავრებული 3 მილიარდზე მეტი ადამიანი საუბრობს, ერთი კულტურულ-ლინგვისტური მაგალითი მაინც, სადაც ცოდვაცა და შეცოდებაც და ბრალიცა და სიბრალულიც ერთი ფუძის მქონე სიტყვებია, ანუ ერთ მოვლენად აღიქმება ამ ენაზე მეტყველი და მოაზროვნე ეთნოსის მიერ.
ამ კულტურისთვის, ისევე როგორც მთელი დანარჩენი კაცობრიობისათვის, არც ერთი ცოდვა არ არის უცნობი და ახალი, სოდომ-გომორიდან დაწყებული, სიცრუით დამთავრებული.
ვასაძის ახალი სტატიიდანაა ნაწყვეტი
This post has been edited by GEORGIA007 on 19 Mar 2013, 04:56
|