დარწმუნებული ვარ ეს კანონი თუ ინიციატივა თუ ქარტია თუ რა ჯანდაბაც არის არ გავა პარლამენტში.
რა სისულელეა თურმე ევროკავშირში ვერ შევალთ ან ევროკავშირი გვთხოვს რეგიონალური ენების დაკანონებას
გერმანიაში ქალაქებია დუისბურგი, ესენი, დორტმუნდი სადაც ალბათ მოსახლეობის 80 პროცენტი თურქია, ბერლინში მთელი უბნები თურქეთი გეგონება, და ესეიგი გერმანიამ იმ ქალაქებში თურქული უნდა გამოაცხადოს მეორე სახელმწიფო ენად
იმისმაგივრად რომ ინტენსიურად დაიწყოს ქართული ენის შესასწავლი სახელმწიფო პროგრამები და ინტეგრაცია, რაღაც პროვოკაციებს აღვივებენ .
არ ვიცი მთავრობას და უმრავლესობას რა პოზიცია აქვს ამაზე , მაგრამ სერიოზულად მიქარავენ თუ ამ პროვოკაციას მხარს დაუჭერენ, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს.
ევროკავშირში და ნატოში შესვლის სახელით ყველაფერ სისულელეს მხარს ვერ დავუჭერთ!