ისტორიიდან:
რუსეთი გარკვეულ მომენტებში გვთავაზობდა და გვთავაზობს ისეთ წინადადებებს, რომელსაც წინასწარ აცნობიერებს, რომ უარვყოფთ უგუნურად და ბრმად...
რითაც იგი მუდმივად იღებს კარტ-ბლანშს და არეგულირებს სიტუაციას თავის სასარგებლოდ.
სახალხო დიპლომატია, უვიზო მიმოსვლა და დიპლომატიური ურთიერთობების ცივილურ დე ფაქტო რეალობაში გადაყვანა ქმნის ბაზას დე იურე უთანხმოებების
რეალურ ასპექტში განხილვა-მოგვარებისაკენ.
საქართველოს მხრიდან ისედაც გახსნილია საზღვარი და მიმოსვლა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთათთვის და ფაქტობრივად შეზღუდულია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლა რუსეთის ფედრაციაში.
ესაა სერიოზული დანაშაული.
რატომ?
ამიტომ:
ოკუპანტად შერაცხული ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდავად უშვებ საკუთარ ქვეყანაში და ოფიციალურად უხსნი საზღვარს --- ეს შეიძლება და როდესაც მეორე მხრიდან მოდის შეთავაზება ორმხრივ უვიზო მიმოსვლასა და დე ფაქტო დიპლომატიური ურთიერთობის ცივილურ ფორმაში რეალურად გადაყვანაში --- ეს აღარ
შეიძლება... მხოლოდ საქართველოს მოქალაქენი უნდა დარჩნენ გადაადგილების უფლებაშეზღუდულნი ჩრდილოეთით და დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე
საზღვრის ცალმხრივი გახსნა მხოლოდ და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა, ასევე სხვათა მიმართ დაიშვება --- არ დაიშვება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ.
ეს იმას ჰგავს: მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპანტი გერმანელებისათვის მიენიჭებინა იგივე უფლებები სსრკ-ს და აეკრძალა სსრკ-ს მოქალაქეებისათვის ოკუპანტის ტერიტორიაზე შესვლა ღალატის ბრალდებით.... და რომელი იქნებოდა დე ფაქტო მოღალატე?
სახალხო დიპლომატია და ორმხრივი დე ფაქტო დიპლომატიური ურთიერთობა იძლევა საშუალებას დე იურესთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი დე ფაქტო რეალობის უკანონობანი... მითუმეტეს ,,ხელოვნურად გაყინულნი'' და ,,ნაღმურნი'' განეიტრალდეს გონივრულად.
სწორედ ,,მკვდარი'' და ცალმხრივი რიტორიკაა უმთავრესი ფაქტორი დეოკუპაციის და დეანექსიის პროცესების ვერ დასაწყებად გათვლილი...
უვიზო მიმოსვლა და დიპლომატიური ურთიერთობანია გასაღები რეალური და ქმედითი მოლაპარაკებების დასაწყებად და ქართული დიპლომატიის უნარების საბოლოო ლუსტრაციის საპროცესოდ.
,,თუ შენი სიმართლე არ აღემატება ფარისეველ-მწიგნობართა სიმართლეს და მათ უწყებ კამათს --- მათზე ბევრად უარესი ხარ!''
-----------------------------------------------------------------------------------------
megre
ბიძინას აზრამდე --- საკუთარიც გაგვაჩნია.
This post has been edited by triumpi on 23 Mar 2013, 13:33