#35739708 · 24 Mar 2013, 22:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მომხრე მეც ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ეს იურიდიულად შეუძლებელია. რუსეთის ხელისუფლებაში რეაქციულმა იმპერიალიზმმა და ინფანტილურმა ბოღმამ იმდენად იძალა, რომ ძალით "გააგდო" საქართველო NATO-სკენ და აშშ-სკენ.
სულ არ მინდა უვიზო რეჟიმი, იყოს თუნდაც სავიზო რეჟიმი რუსეთთან და მაინც თანახმა ვიქნებოდი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა, მაგრამ ეს არის აბსურდი, იურიდიული ნონ-სენსი.
ერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მეორე დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი საელჩო. საკონსულოები, წარმომადგენლობები და ა.შ. რამდენიც გინდა იმდენი, მაგრამ საელჩო მხოლოდ ერთი! თანაც დედაქალაქში, სადაც არის ამ სახელმწიფოს პირველი პირის რეზიდენცია.
ყველაფერი დამთავრებულია, ჩვენ ვერ გვექნება რუსეთის ფედერაციის სამი საელჩო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე: ქ. სოხუმში, ქ. ცხინვალში და ქ. თბილისში. ეს ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართალთან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და მსოფლიო პრაქტიკასთან.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ორი გზა არსებობს:
ა) ვაღიაროთ აფხაზეთის და სამხრ. ოსეთის დამოუკიდებლობა, საქართველოს ხელისუფლებამ აღარ ჩათვალოს სოხუმი და ცხინვალი საქართველოს ქალაქებად და შესაბამისად გახსნას რუსეთის ერთადერთი საელჩო თბილისში.
ბ) რუსეთმა დახუროს საელჩოები სოხუმში და ცხინვალში და იქაურ მოქალაქეებს მოუწოდოს, რომ რუსეთის ვიზები აიღონ რუსეთის ფედერაციის ერთადერთ საელჩოში ქ. თბილისში.
მესამე გზა არ არსებობს.
რუსეთმა ჩაიდინა უიშვიათესი სირეგვნე, თვითონ ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფომ მოახდინა ევროსაბჭოს წევრი მეორე სახელმწიფოს - საქართველოს ოკუპაცია. ბოლოსდაბოლოს საქართველო არ არის წყნარი ოკეანის გაურკვეველი მანდატის მქონე კუნძული. რუსეთმა მოახდინა ევროსაბჭოს წევრი, ევროკავშირის ასოცირებული წევრობის კანდიდატის და NATO-ს ასპირანტი სახელმწიფოს იმ ტერიტორიების ოკუპაცია, სადაც მოხდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული - ადგილობრივი მოსახლეობის 65%-ის ეთნოწმენდა, რაც დადასტურებულია გაეროს დოკუმენტებით
ეს არის იმდენად დიდი აბსურდი, რომ რუსეთს მისმა სატელიტმა ქვეყნებმაც კი არ დაუჭირეს მხარი აფხაზეთის/სამხრ. ოსეთის აღიარების საკითხში და ვერც ბელორუსიამ, ვერც სერბეთმა და ვერც შუა აზიის ქვეყნებმა, განსაკუთრებით ყაზახეთმა, გაბედეს აღიარება. აფხაზეთი/სამხრ. ოსეთი აღიარა უკიდურესად ოდიოზურმა რეჟიმებმა და ოკეანეთის აუზის რამდენიმე ჯუჯა კუნძულმა.
აი, აქამდე მივიდა რუსეთი თავისი უტვინო პოლიტიკით. დღეს, ბიძინასაც კი უჭირს რუსეთთან ლაპარაკი. მაინც რანაირად აღუდგინოს დიპლომატიური ურთიერთობა? ბოლოსდაბოლოს ქვეყნის მოღალატე ხომ არ არის ბიძინა? და ასეც რომ იყოს პარლამენტი არ მისცემს რატიფიცირებას.
სავაჭროს აღარ ტოვებს რუსეთი, ამას ბევრად ჯობდა მოეხდინა ოკუპაცია ყოველგვარი აღიარების გარეშე, ძალადობრივი გზით და მერე ედავა გასვლა-არ გასვლაზე.
რუსეთი ასეთ რაიმეს გვთავაზობს:
ან აღადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, გაატარეთ პრორუსული პოლიტიკა და აღიარეთ აფხაზეთის/სამხრ. ოსეთის დამოუკიდებლობა.
ან ნუ აღადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან, შეინარჩუნეთ დასავლური პოლიტიკა (ნატო, აშშ, ევროკავშირი) და დაელოდეთ მცირე შანსს, რომ რადგან ნატო თეორიულად მაინც ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არც არასოდეს გადათქვამს, (ეთნოწმენდის გამო) იქნებ ოდესმე მაინც იზრუნოს რუსეთის დეოკუპაციისათვის.
აი ეს არის სულ.
დიპლომატიური ურთიერთობა არა კვახი..........
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 24 Mar 2013, 22:41
--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
|